LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

2022-ის უძვირფასესი ავტომობილები – ხუთი ბრილიანტი მონტერეის აუქციონიდან

4
ferrari

2022 წლის მონტერეის აუქციონის კვირეულზე 400-ზე მეტი ავტომობილი, განსხვავებული ეპოქის, დიზაინის, სიმძლავრისა და ენერგიის ფართო სპექტრის იყო და საავტომობილო ენთუზიასტებისთვის შთამბეჭდავი სანახაობა შექმნეს.

კვირის განმავლობაში 5-მა ძირითადმა აუქციონის სახლმა (RM Sotheby’s, Gooding & Company, Bonhams, Mecum და Broad Arrow) ერთად 463 მილიონი დოლარის ღირებულების ავტომობილი გაყიდა.

წარმოგიდგენთ გაყიდული ავტომობილების 5 ყველაზე ძვირადღირებულ მოდელს. მათგან ყველაზე ახალგაზრდა 1957 წელს შეიქმნა.

 

1957 Ferrari 500 TRC Spider by Scaglietti—$7.815 მილიონი

აურელიო ლამპრედის მიერ შემუშავებული, ოთხცილინდრიანი ძრავის მქონე ავტომობილი 190 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

მისი დახვეწილი კორპუსი ცნობილი იტალიელი დიზაინერის, სკაგლიეტის მიერ იყო შემუშავებული.

ავტომობილმა რამდენჯერმე ლე მანის 24 საათზეც იასპარეზა. მან რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა, ბოლოს კი ოსკარ დევისის კოლექციაში ინახებოდა.

ავტომობილი 20 აგვისტოს, RM Sotheby’s-ის მეშვეობით 7,815,000 დოლარად გაიყიდა.

 

1924 Hispano-Suiza H6C “Tulipwood” Torpedo by Nieuport-Astra—$9.245 მილიონი

ეს უნიკალური ავტომობილი, უჩვეულო სატრანსპორტო საშუალებების სიაში საპატიო ადგილს იკავებს.

მანქანა წარსული ეპოქის ნათელი გამოსახულებაა.

ანდრე დუბონემ ავტომობილზე სამუშაოდ ფრანგულ თვითმფრინავთმშენებელს, ნიუპორტ-ასტრას მიმართა.

1924 წლის Targa Florio-ზე ავტომობილმა მე-6 ადგილი დაიკავა. შემდეგ იყო 1984 წლის Pebble Beach Concours d’Elegance, სადაც ის აღიარეს, როგორც კონკურსის ყველაზე მნიშვნელოვანი Hispano-Suiza.

საბოლოოდ ჩაქუჩმა 18 აგვისტოს, მონტერეის კვირეულის ფარგლებში ჩამოკრა და ავტომობილი 9,245,000 დოლარად გაიყიდა.

 

1937 Mercedes-Benz 540 K Special Roadster by Sindelfingen—$9.9 მილიონი

ეს კონკრეტული Mercedes-Benz 540 K Special Roadster-ი ავღანეთის მეფე მოჰამად ზაჰირ შოუსთვის 1937 წელს შეიქმნა.

მას შემდეგ მანქანამ 4 მფლობელი გამოიცვალა. ავტომობილს 20921 კმ აქვს გავლილი. მონარქისთვის შექმნილი „ექსპონატი“ 18 აგვისტოს აუქციონზე 9,905,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

 

1937 Bugatti Type 57SC Atalante—$10.34 მილიონი

ფრანგული მარკის  უნიკალური მოდელის ხაზი Type 57 ბრენდის ამფუძნებლის, ეტორე ბუგატის ვაჟის, ჟანის მიერ შეიქმნა.

ჟან ბუგატი 1939 წელს Type 57C ტანკის ტესტირებისას ტრაგიკულად დაიღუპა.

რაც შეეხება Atalante-ს, მისი მხოლოდ 17 ნიმუში შეიქმნა. 4-სიჩქარიან მექანიკურ გადაცემათა კოლოფთან შერწყმული ოთხცილიდნრიანი ძრავი 200 ცხენის ძალას გამოიმუშავებდა.

ეს შთამბეჭდავი ავტომობილი Gooding & Company-ის მიერ 2022 წლის Pebble Beach -ზე 10,345,000 აშშ დოლარად გაიყიდა.

 

1955 Ferrari 410 Sport Spider—$22 მილიონი

კოლექციონერებისთვის ერთ-ერთი ყველაზე სასურველი მოდელი 1955 Ferrari 410 Sport Spider-ია.

მანქანის ღირებულებას მისი წარმოშობის ისტორია და პასაჟი განაპირობებს. სპორტ სპაიდერი იმ დროის მოტოსპორტის ნამდვილი ვარსკვლავი იყო.

ის მხოლოდ 2 ეგზემპლარად აშენდა. მოდელები 1955 წლის Carrera Panamericana-ში მონაწილეობის მიზნით შექმნეს. თუმცა, კონკურსი მას შემდეგ შეწყდა, რაც Le Mans-ზე ყველაზე ტრაგიკულ და საზარელ სარბოლო ავარიში 83 ადამიანი გარდაიცვალა.

ავტომობილი აუქციონზე 22 მილიონ დოლარად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები