LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

70-იანი წლების ავტოლეგენდები – ,,ავტოსთორი”

7
page

გასული საუკუნის 70-ანი წლები ავტოინდუსტრიის ერთ-ერთი გამორჩეული ეპოქაა. ამ პერიოდში შექმნეს მოდელები, რომლებმაც კლასიკური ავტომობილების სიაში სამუდამოდ დაიმკვიდრეს ადგილი.

ბევრი მათგანი წარსულს ჩაბარდა და იხსენებენ როგორც ლეგენდებს, ზოგი კი აგრძელებს ისტორიის შექმნას.

ნავთობის პირველმა კრიზისმა ავტოინდუსტრიას პრაგმატიზმის აუცილებლობა დაანახა. მათ დაიწყეს ფიქრი საწვავის ეკონომიაზე და აეროდინამიკაზე. დღეს ამის გარეშე ავტომობილის შექმნა წარმოუდგენელია.

70-იანი წლების ავტოლეგენდები:

Plymouth Superbird (1970 წელი).

“პლიმუტი“ დიდი ხანია, „კრაისლერის“ ოჯახმა დაივიწყა, მაგრამ ეს ავტომობილი და მისი ნათესავი „დოჯ ჩერჯერ დეიტონა“ ისტორიაში შევიდა იმით, რომ არიან პირველი სერიული ავტომობილები, რომლებიც ანტი ფრთებით აღიჭურვა. დახვეწილი აეროდინამიკა 425-ცხენისძალიან „სუპერჩიტს“ 300 კმ/სთ სიჩქარის მიღწევის საშუალებას აძლევდა. ეს კი იმ დროს ბევრ სუპერ ავტომობილსაც კი არ შეეძლო.

Citroen SM (1971).

ამ ავტომობილში შერწყმულია ორი ბრენდის შესაძლებლობები. ესენია ერთის მხრივ, საკუთრივ მოდელ DS-ის საკიდარი და არაერთი სიახლე, მეორეს მხრივ, იტალიური „მაზერატის“ გამოცდილება და დახვეწილი სტილი. SM სწორედ ამ ორი კომპანიის ერთობლივი გარჯის შედეგია.

Maserati Bora (1971).

ეს შუაძრავიანი სუპერ ავტომობილი, „ჯუჯაროს“ მიერ შემუშავებული დიზაინით და 310-ცხენისძალიანი V8 ძრავით გამოირჩეოდა.

Lamborghini Countach (1974).

ეს კი ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სუპერ ავტომობილია. ის იმითაც არის აღსანიშნავი, რომ სანტ’აგატა ბოლონეზელთა საფირმო ნიშანი – გილიოტინას ტიპის კარი პირველად სწორედ მასზე დააყენეს.

Ferrari 512 BB (1973).

შესაძლოა, გარეგნულად ეს ავტომობილი „კოუნტაჩზე“ ნაკლებ ყურადღებას იქცევდა, მაგრამ თავისი ოპოზიტური 12-ცილინდრიანი ძრავით (360 ცხენის ძალა), მასზე სწრაფი იყო.

Porsche 911 Turbo (1975).

ეს ავტომობილი სპეციალურად, გერმანული ავტობანებისთვის შეიმუშავეს. ის არის პირველი მასობრივი ავტომობილი ტურბო ძრავით. არადა, თავიდან მისი შეზღუდული რაოდენობით წარმოება იგეგმებოდა.

BMW M1 (1978).

ბავარიული კომპანიის ისტორიაში ეს ერთადერთი სუპერ ავტომობილია. მას ბრენდის ფანები დღესაც მისტირიან და მის შთამომავალს ელიან, მაგრამ გავიდა ათწლეულები და შემცვლელი კვლავაც არ ჩანს. თუმცა მასზე (ახალ M1-ზე) ლამის ყოველწლიურად ახალ ამბებს გაიგებთ. ჰო მართლა, BMW M1-ს შემუშავებაში მონაწილეობა „ლამბორგინის“ სპეციალისტებსაც მიუღიათ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები