ნატა ხარაშვილის გადაცემას „სტუმრად ექიმთან“ ონლაინ აფთიაქ „ფარმაკოს“ დამაარსებლები, ანი ჯანგირაშვილი და თეა რობაქიძე სტუმრობდნენ, რომლებმაც „ფარმაკოს“ მთავარ იდეაზე, მნიშვნელობაზე და უპირატესობაზე ისაუბრეს და მსმენელს დაწვრილებით გააცნეს მათი მუშაობის მეთოდი, მთავარი აქცენტი და მიზანი.
რატომ გაგიჩნდათ ამ ტიპის აფთიაქის შექმნის იდეა?
ანი ჯანგირაშვილი: ჩვენ, ორივე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გახლავართ, შესაბამისად, ძალიან აქტიური შეხება გვქონდა როგორც პაციენტებთან, ასევე მათ პრობლემებთან, ამიტომ გადავწყვიტეთ, გაგვეკეთებინა სოციალური პროექტი, რომელიც მათ დაეხმარებოდათ, როგორც მომსახურების მხრივ უზრუნველყოფაში, ასევე ფასის მხრივ, რადგან გაცილებით დაბალ ფასში შეძლებდნენ მედიკამენტის შეძენას. მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ არ ვართ ონლაინ აფთიაქი, ჩვენ, ასე ვთქვათ, მომსახურებას ვუწევთ პაციენტს, რომ პირდაპირ მომწოდებლისგან შეიძინოს მედიკამენტი. მომწოდებლები გახლავთ საერთაშორისო, შესაბამისად, პაციენტი სახლიდან გაუსვლელად იძენს მედიკამენტს და ასევე სახლიდან გაუსვლელად იღებს მედიკამენტს.
რა ტიპის პროცესს გადის მომხმარებელი წამლის შეძენისას?
თეა რობაქიძე: მომხმარებელი უნდა შევიდეს ჩვენს ვებგვერდზე www.pharmaco.ge , დარეგისტრირდეს, შეიყვანოს პირადი მონაცემები და შემდეგ შეუძლია სასურველი მედიკამენტი კალათაში მოათავსოს და გამოიწეროს ისე, რომ სახლიდან არ გავიდეს. მედიკამენტი 4-6 კვირის განმავლობაში ჩამოვა თურქეთიდან საქართველოში და მომხმარებელს პირდაპირ მივაწოდებთ ბინაზე. ჩამოტანა არის უფასო, პაციენტი არანაირ თანხას არ იხდის მასში, იხდის მხოლოდ ბინაზე მიტანის საფასურს. „ფარმაკო“ ძირითადად გათვლილია ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებზე, ასევე ონკოლოგიურ პაციენტებზე, რომელთათვისაც საჭირო წამლები დღესდღეობით ბევრად ძვირად არის ბაზარზე, ჩვენ კი მათ ვთავაზობთ, რომ ბევრად ნაკლებ ფასად, სახლიდან გაუსვლელად შეიძინონ სასურველი პრეპარატი.
რა უპირატესობით სარგებლობს „ფარმაკო“ სხვა სააფთიაქო ქსელებთან შედარებით?
თეა რობაქიძე: ონლაინ აფთიაქის უპირატესობა არის ის, რომ არ გვაქვს სააფთიაქო სივრცე და საწყობი, რაც გადასახადს ზრდის, რის გამოც იზრდება პრეპარატის ღირებულება. რადგან ჩვენ ეს ყველაფერი არ გვაქვს, შეგვიძლია, ბევრად ნაკლები ფასი შევთავაზოთ მომხმარებელს.
თქვენ განსაკუთრებულად გამოყავით ქრონიკული დაავადებების მქონე და ონკოლოგიური პაციენტები, ძირითადად, რა ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტები სარგებლობენ თქვენი მომსახურებით, ანუ რა მედიკამენტებზეა საუბარი?
ანი ჯანგირაშვილი: ყველა ტიპის ქრონიკულ დაავადებაზე და მედიკამენტებზე გვაქვს საუბარი. მედიკამენტებზე, რომლებიც ხანგრძლივად მიიღება და მუდმივად სჭირდებათ ასეთ პაციენტებს. მაგალითად, ქიმიოთერაპიის და ჰორმონოთერაპიის პრეპარატები, რაც საკმაოდ ძვირად ღირებულია საქართველოში. მართალია, გარკვეულ ნაწილს აფინანსებს „ჯანდაცვის სამინისტრო“, მაგრამ ლიმიტი რომ ეწურებათ პაციენტებს, შემდეგ დამატებით სჭირდებათ შეძენა, ამიტომ ჩვენ მათ განსაკუთრებულ ფასს ვთავაზობთ.
რა იყო თქვენი მთავარი ამოცანა, როდესაც ამ ტიპის სერვისზე იწყებდით მუშაობას?
ანი ჯანგირაშვილი: რეალურად, აფთიაქს და დისტრიბუციას ძალიან დიდი ხარჯი აქვს, რადგან იქ არის ფარმაცევტის, საწყობის, დისტრიბუციის, გზის ხარჯი, ჩვენ კი ამ ყველაფრისგან თავისუფლები ვართ. ჩვენ ვუკვეთავთ პაციენტის წამალს, მომწოდებელი პაციენტის სახელზე აგზავნის ამ მედიკამენტს და ფოსტის კურიერს უკვე ბინაზე მიაქვს მედიკამენტი. შესაბამისად, ამ ყველა ხარჯიდან თავისუფლები ვართ, ამიტომ შეგვიძლია ეს ხარჯები გამოვაკლოთ საფასურს და რეალურად გამოდის, რომ მედიკამენტს ვყიდით ასე, რომ თვითღირებულებას პლუს მომსახურების საფასური, რაც ძალიან დაბალი ფასი გამოდის. ვამცირებთ საოპერაციო ხარჯებს.
თქვენთან მხოლოდ იმ მედიკამენტების შეძენა არის შესაძლებელი, რომლებიც სხვა, ნებისმიერ სააფთიაქო ქსელშიც ხელმისაწვდომია, თუ სხვა, საქართველოში რთულად ხელმისაწვდომ მედიკამენტებსაც სთავაზობთ მომხმარებლებს?
თეა რობაქიძე: ორივე ტიპის მედიკამენტებზე ვმუშაობთ, განსაკუთრებული აქცენტი კი იმ მედიკამენტებზე გვქონდა, რომლებიც საქართველოში დეფიციტურია. ჩვენ მათ მიწოდებას თურქეთიდან თუ სხვა საერთაშორისო ბაზრიდან ვახორციელებთ. რეალურად, სულ დეფიციტია და ეს ადამიანები მუდმივად ეძებენ გარკვეულ მედიკამენტებს, ასე, რომ მათ ახლა უკვე მარტივად შეუძლიათ შევიდნენ ჩვენს საიტზე და შეიძინონ სასურველი მედიკამენტი. თუ საიტზე არ იქნება მათთვის სასურველი მედიკამენტი, შეუძლიათ მოგვწერონ და მოვიძიებთ.
რამდენი ხანია რაც ბაზარზე ხართ და დაახლოებით რამდენ ადამიანს მოემსახურეთ ამ პერიოდის განმავლობაში და დღის მანძილზე რამდენ ადამიანთან გიწევთ კომუნიკაცია?
თეა რობაქიძე: მომხმარებელთა რაოდენობამ ახლა უფრო მოიმატა, რადგან ახლა უფრო გაიგო ხალხმა „ფარმაკოს“ შესახებ. რეკავენ, ინტერესდებიან მომსახურების ტიპით და ჩვენ ყველაფერს ვუხსნით და ყველაფერში ვეხმარებით. უკვე ძალიან ბევრ ადამიანს მოვემსახურეთ. თავიდან, იყო ნდობის საკითხი და დაბალი ფასის გამო, გვეკითხებოდნენ, ნამდვილად ჩამოვიდოდა თუ არა მედიკამენტი. ახლა დღის განმავლობაში ძალიან ბევრი ადამიანი გვირეკავს, ძალიან ბევრი კითხვა შემოდის „მესენჯერშიც“. ძალიან ბევრი ადამიანია მადლობელი, რომ ასეთი პროექტი გავაკეთეთ. ამ ეტაპზე პაციენტების ძალიან დიდი ნაწილი გვიკვეთავს ისეთ წამლებს, რომლებიც საქართველოშიც არის, მაგრამ უფრო ძვირი ღირს და ისეთ წამლებსაც, რომლებიც საქართველოს ბაზარზე არ იყიდება.
ანი ჯანგირაშვილი: ონკოლოგიურ ნაწილში იმდენად დიდი განსხვავებაა საქართველოს ბაზარსა და ჩამოტანილ მედიკამენტებს შორის, რომ მომხმარებლები სულ გვეუბნებიან, ამიერიდან მუდმივად შეგიკვეთავთო, მადლობას გვეუბნებიან და ძალიან კმაყოფილები არიან. ჩვენი მიზანია, რომ არა მარტო საქართველოს ბაზარზე, არამედ ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც გავაფართოოთ და გავიტანოთ ეს ყველაფერი, რომ მათთვისაც ხელმისაწვდომი იყოს და იქაურ პაციენტებსაც დავეხმაროთ.
ქრონიკული და ონკოლოგიური დაავადებების მედიკამენტების გარდა, სხვა ისეთი მედიკამენტების შეძენა თუ არის შესაძლებელი „ფარმაკოში“, რაც ნებისმიერ ადამიანს სჭირდება ყოველდღიურობაში? მაგალითად, ტკივილიგამაყუჩებელი, სიცხის დამწევი და სხვა მრავალი…
ანი ჯანგირაშვილი: აბსოლუტურად ყველანაირ მედიკამენტზე ვმუშაობთ. ვცდილობთ, ყველა მომხმარებელი დავაკმაყოფილოთ და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პორტფოლიო გავზარდოთ. ვმუშაობთ კოსმეტიკურ ხაზზეც, მათი გარკვეული ნაწილი უკვე განთავსებულია ჩვენს ვებგვერდზე. 6 ბრენდთან ვმუშაობთ, გვინდა, რომ სამომავლოდ კიდევ უფრო გავზარდოთ ჩამონათვალი. ვცდილობთ, რომ ბაზარზე არსებული სრული როგორც ფარმაცევტული, ისე კოსმეტიკური ხაზი შევთავაზოთ ჩვენს მომხმარებელს.
დაახლოებით, რა განსხვავებაა ბაზარზე არსებულ ფასებსა და თქვენთან შეძენილი პროდუქციის ფასებს შორის?
ანი ჯანგირაშვილი: რამდენიმე ქრონიკული დაავადებების მედიკამენტი რომ ავიღოთ, დაახლოებით, 50-დან 70%-მდეა სხვაობა ჩვენსა და ადგილობრივ ბაზარზე არსებულ ფასებს შორის.
კოსმეტიკურ ხაზზე რომ ვისაუბროთ, ამ კუთხით რაზე გააკეთეთ აქცენტი, რომელ ბრენდებს სთავაზობთ მომხმარებელს და განსაკუთრებით რა გსურდათ, რომ კოსმეტიკურ ნაწილში გქონოდათ?
ანი ჯანგირაშვილი: ჩვენ, როგორც მოგახსენეთ, 6 ბრენდზე ვმუშაობთ და ისინი საკმაოდ ცნობილები არიან მთელს მსოფლიოში. ჩვენ პირველ რიგში ხარისხზე ვართ ორიენტირებული. ვმუშაობთ აკნეს საწინააღმდეგო, სამკურნალო ხაზზე, ასევე ვმუშაობთ ფილერებზე და ბოტოქსებზე, მოვლის საშუალებებზე, ტანის, თმის პროდუქტებზე. უახლოეს მომავალში ჩვენს ვებგვერდზე ახალი სახელებიც დაემატება. ჩვენ ძირითადი აქცენტი მედიკამენტებზე იყო, ახლა ნელ-ნელა, ეტაპობრივად მივყვებით კოსმეტიკას.
კოსმეტიკურ ნაწილში თუ არის შეღავათები ფასების მხრივ?
თეა რობაქიძე: რა თქმა უნდა. ჩვენ ასევე გვინდა შევიდეთ კოსმეტიკურ ცენტრებში, სადაც ეს ფილერები, ბოტოქსები კეთდება, რომ უფრო ნაკლებ ფასებში მივაწოდოთ ეს პრეპარატები, თანაც ხარისხიანი. ჩვენ რომ ნაკლებ ფასად მივაწოდებთ კლინიკებს ამ პრეპარატებს, ისინიც უფრო ნაკლებ ფასად გააკეთებენ სხვადასხვა პროცედურებს, რომ ნებისმიერი კონტინგენტისთვის ხელმისაწვდომი იყოს.
როგორია თქვენი სამომავლო გეგმები, რაზე ხართ ახლა ორიენტირებულნი, აპირებთ თუ არა კლინიკებთან თანამშრომლობასაც?
ანი ჯანგირაშვილი: პირველ რიგში, მინდა გითხრათ, რომ კლინიკებთან უკვე ვთანამშრომლობთ და საკმაოდ წარმატებულადაც. პირველად ეს პროექტი რომ წამოვიწყეთ, ჩვენი მთავარი მიზანი იყო, რომ ჩვენი თანამემამულეებისთვის გაგვეუმჯობესებინა მომსახურების კუთხე, მედიკამენტების ფასი და ა.შ. და ახლა ჩვენი მიზანია, რომ გლობალურ ბაზარზეც გავიდეთ.
ყველაზე დიდი რა სირთულე ახლავს ამ ტიპის საქმიანობას?
ანი ჯანგირაშვილი: ყველაზე დიდი სირთულე პაციენტებთან ურთიერთობაა, ვგულისხმობ იმას, რომ ამდენი გაჭირვებული ადამიანის ნახვა და მოსმენა ემოციურად საკმაოდ მოქმედებს ყველა ჩვენგანზე. ეს იყო ჩვენი პროექტის საწყისიც, როგორც გითხარით, ორივე სამედიცინო სფეროში ვმუშაობთ და ამ ადამიანებთან ხშირი კონტაქტით და მათი საჭიროებების დანახვით გადავწყვიტეთ, რომ რაღაცით მაინც შეგვემსუბუქებინა მათი ყოფა.