LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ანორექსია

78
ანორექსია

ანორექსია ხშირად წონის დასაკლებ დიეტებს მოსდევს. სიგამხდრის კულტი ახალგაზრდა გოგონებს აიძულებს ყველაფრის ფასად მოიკლონ ზედმეტი კილოგრამები. არათავდაჯერებულობა და გარეგნობის კომპლექსი ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს და ადამიანს თავი მახინჯი და მსუქანი ჰგონია. დიეტის დაცვისას ისე გაერთობა ხოლმე წონის კლებით, რომ ავიწყდება რამდენად ჩამოცდა ნორმალური წონის ზღვარს. იგი ასეთი გამხდარი არასოდეს ყოფილა, მაგრამ თავი მაინც ყველაზე მსუქანი ჰგონია. ანორექსიით დაავადებულები, ნორმალურ წონაზე 15%-ით ნაკლებს იწონიან და ეს რიცხვი თანდათან იმატებს, რის გამოც შესაძლებელია ეს ადამიანის გარდაცვალებით დასრულდეს.

ანორექსიის თანმდევი პრობლემებია მენსტრუალური ციკლის შეწყვეტა, გაუცხოება და ადამიანებთან კონტაქტის სურვილის გაქრობა, დეპრესია, გონებრივი და ფიზიკური ჰიპერაქტიურობა, რაც საბოლოო ძალების აბსოლუტურ გამოცლას იწვევს. ანორექსია განკურნებადია და სწორი ფსიქოლოგიური და ფიზიკური მკურნალობის შემდეგ, ადამიანი კვლავ უბრუნდება სრულფასოვან ცხოვრებას. ცნობისათვის, კვებითი ქცევის მოშლას უჩიოდნენ ისეთი ცნობილი პიროვნებები, როგორებიც არიან: პრინცესა დაიანა, ოდრი ჰეპბერნი, ჯანეტ ჯექსონი, ოპრა უინფრი და თქვენ წარმოიდგინეთ ელტონ ჯონიც კი. თუმცა, მათ მოინდომეს და დაამარცხეს სენი.

გოგონებო, პრობლემა ზედმეტ წონაში კი არა, თქვენშია. შეიყვარეთ თქვენი სხეული ისეთი როგორიც არის და შემდეგ სცადეთ მისი გალამაზება. თუ თქვენ შეიზიზღებთ ზედმეტ კილოგრამებს და დაიწყებთ საკუთარი თავისა და სხეულის გვემას, ეს ყოველთვის არასასურველი შედეგით დასრულდება. ასე რომ, გიყვარდეთ საკუთარი თავი, გაუფრთხილდით მას და არ დაგავიწყდეთ, რომ სიგამხდრე სილამაზის ერთადერთი ნიშანი არ არის და მამაკაცებს მრგვალი ფორმებიც ხიბლავთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები