LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ბროკოლი – კიბოს წინააღმდეგ

13
ბროკოლი

ცნობილია, რომ ბროკოლის მორჩები შეიცავენ ანტიოქსიდანტ სულფოროფანის მაღალ პროცენტს. მეცნიერები დაინტერესდნენ სულფოროფანის ზემოქმედებით კუჭის ბაქტერიების გავრცელებულ სახეობებზე, რომელთაც ჰელიკობაქტერპილორი ეწოდება. ეს ინფექცია ყოველთვის არ მჟღავნდება რაიმე სახის სიმპტომებით, მაგრამ შეუძლია გასტრიტისა და კუჭის წყლულის პროვოცირება, რაც კიბოს განვითარების მთავარი ფაქტორია. ცხოველებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ ბროკოლის ნაზარდებს შეუძლია ასეთი ტიპის ბაქტერიების დათრგუნვა, უჯრედების ანთებისა და დაშლის შემცირება, რასაც ადრე თუ გვიან ონკოლოგამდე მივყავართ.

იაპონელმა მეცნიერებმა 48 ქალსა და მამაკაცს სამეცნიერო ექსპერიმენტი ჩაუტარეს, რომლებიც სწორედ ამ ინფექციით იყვნენ ინფიცირებულნი. მოხალისეები მკურნალობის მიზნით ბროკოლს მიირთმევდნენ, რომელშიც სულფოროფანის შემცველობა 2-3-ჯერ მეტია ზრდასრულ ბოსტნეულთან შედარებით. აღნიშნული ექსპერიმენტისას მეცნიერები იკვლევდნენ მონაწილეთა სუნთქვას, სისხლს, განავლის ანალიზს. აღმოჩნდა, რომ დაავადების გამომწვევი ბაქტერიების დონე გამოკვლევების ბოლოს იყო ბევრად უფრო დაბალი, ვიდრე დასაწყისში. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა არ იყო ფართომასშტაბიანი – იგი გამოირჩევა შთამბეჭდავი შედეგებით. მონაწილეობის მისაღებად შერჩეულნი იყვნენ ერთი ასაკობრივი კატეგორიის ადამიანები, დაახლოებით ერთნაირი დონის ინფექციით და ანთებითი პროცესებით. ამასთან არც ერთი მონაწილე არ იღებდა ანტიბიოტიკებსა და სხვა წამლებს. ყოველივე ეს საშუალებას იძლევა ვიფიქროთ კვლევის საიმედოობაზე. თუმცა, მეცნიერები ჯერ კიდევ 100 % სიზუსტით ვერ აცხადებენ, რომ ნორჩი ბროკოლი კუჭის კიბოს რისკს ამცირებს. ამისათვის საჭირო გახდება უფრო ხანგრძლივი და დეტალური გამოკვლევები, რომლებიც ადასტურებენ უკვე არსებულ შედეგებს.

მეცნიერთა გამოკვლევებზე დაყრდნობით შეიძლება კვების რაციონში ამ მცენარის ჩართვა, იგი ორგანიზმს მრავალი მნიშვნელოვანი საკვები ნივთიერებით მოამარაგებს, მათ შორის ც-ვიტამინით, კალციუმითა და ბეტაკაროტინით.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები