„დროულად თუ მიმართავთ პროფესიონალს, ყველაფრის მოგვარება შეიძლება“ - რა უნდა ვიცოდეთ ტექდათვალიერების გასავლელად

„ავტორადიოს” გადაცემა  „ავტოსერვისს” რეზიდენტი ავტოექსპერტი კარენ ჩახმახჩიანი ესტუმრა. სპეციალისტმა ავტომობილის სავალ ნაწილზე, სამუხრუჭე სისტემაზე, ახლად შემოღებულ ტექდათვალიერებაზე და იმ საკითხებზე ისაუბრა, რაზეც ამ დროს უნდა გამახვილდეს ყურადღება.

ტექდათვალიერება აერთიანებს უამრავ საკითხს, ისეთს როგორიცაა – სამუხრუჭე სისტემა, სავალი ნაწილი, მანქანის ვიზუალური მხარეც, რაც ძალიან ბევრ ავტომობილს არ აღმოაჩნდა გამართული და ვერ გაიარა ტექდათვალიერება. საინტერესოა, თუ რა პრობლემებს წააწყდნენ ჩვენი ავტომოყვარულები?

პირველ რიგში, ყველაზე დიდი პრობლემა იყო სამუხრუჭე სისტემა, რომელიც ძალიან ბევრ მანქანაზეა გაუმართავი. ხუნდები უნდა იყოს ხარისხიანი, გერმანული ან იაპონური წარმოების, ბაზარზე კი ძალიან ბევრია ჩინური ნაწარმი, რომელიც უხარისხოა და მაღალი სიჩქარის დროს ავტომობილი უბრალოდ ვერ ამუხრუჭებს. ამ ყველაფერს ტექდათვალიერების დროს სპეციალური დანადგარი სინჯავს და შედეგად აღმოჩნდა რომ მუხრუჭების 50% უბრალოდ არ მუშაობს.

პრობლემაა ხელის მუხრუჭთან დაკავშირებითაც. როგორც წესი, ბევრი მძღოლი სითხესაც არ ცვლის ხოლმე, არადა სითხე ორ წელიწადში ერთხელ მაინც უნდა შეიცვალოს. ჩვენი რელიეფი ისეთია, რომ მუხრუჭებს ძალიან ხშირად ვიყენებთ, ცვეთაც მეტია და დატვირთვაც მეტია. რაც შეეხება ვიზუალს, მანქანას უნდა გავდეს.

და ბოლოს, მესამე – პრობლემა იყო გამონაბოლქვიც, რაზეც ჩვენ ძალიან სერიოზულად ვიმუშავეთ და იმ შედეგამდე მივედით, რომ გამონაბოლქვის გასწორება შეიძლება, მაგრამ თუ ვერ გაირეს ტექდათვალიერება უნდა მიმართონ სერვისებს. თუ 200 წლის მანქანაა მაშინ ვერაფერს ვერ გაუკეთებ, 10 წლის მანქანაზე კი რამის მოხერხება შეიძლება. მოკლედ დროულად თუ მიმართავთ პროფესიონალს, ყველაფრის მოგვარება შეიძლება.

სამწუხაროა, მაგრამ თუკი ქართველ ადამიანს არ აიძულე , თავისით არაფერს აკეთებს. ის ვისაც ავტომობილი უყვარს და უყვარს კომფორტულად და უსაფრთხოდ გადაადგილება, ამ ყველაფერს ხომ ისედაც გაითვალისწინებს…

ახლა მივედით იმ დრომდე რომ უნდა ეძებო წესიერი და პატიოსანი ხელოსანი. სერვის ცენტრში შესაბამისი დანადგარებიც უნდა ქონდეთ. ნაწილებიც წესიერი და შესაძლოა ცოტა ძვირიანი უნდა შეიძინოთ.

ავიღოთ თუნდაც ხუნდები, როცა ნაწილები იმდენად იაფფასიანია რომ თვითღირებულებასაც კი ვერ იღებს, ბუნებრივია, რომ უხარისხო იქნება და თუკი ჩემს სერვის ცენტრში მოაქვთ მსგავსი ხუნდები, ჩვენ უბრალოდ არ ვუკეთებთ ხოლმე. შეიძლება სხვაგან გააკეთონ და ასეთ დროს ტექდათვალიერებასაც ვერ გაივლიან.

სხვათაშორის, დიდი ყურადღება ექცევა ასევე განათებასაც. ფარებზე სერიოზული ჯარიმებია, თუმცა ბევრი მძღოლი ამ საკითხს მაინც ნაკლებადმნიშვნელოვნად თვლიდა. არადა ღამით მოძრაობისას ასეთი ავტომობილები საფრთხეს წარმოადგენენ.

კი, ნამდვილად ასეა… იმასაც ვერ იგებ რომელი ფარი უნთია და როგორ უნდა მოერიდო. ახლა კი ტექდათვალიერება ყველას აიძულებს რომ ფარები გაასწორონ.

არადა, მძღოლი ყოველ დღე, მანქანაში ჩაჯდომამდე, ზეთს და წყალს უნდა სინჯავდეს. განათებასა და მუხრუჭებს ამოწმებდეს.

დამკვიდრებული მიდგომა, რომ მინდა გამოვცვლი ნათურას და მინდა არა – არასწორია. გაფუჭებული ფარით გადაადგილებისას არამხოლოდ შენ თავს, არამედ სხვა მძღოლებსაც საფრთხეს უქმნი. ამიტომ სასჯელი ძალიან სწორია. თან ნათურის გამოცვლა მაქსიმუმ 10 ლარი ღირს, ჯარიმა კი ბევრად მეტია. მუხრუჭებზე ხომ აღარაფერს ვამბობ.

რეალურად ვსაუბრობთ იმდენად მარტივ პრობლემებზე, რომელთა მოგვარებაც ძალიან ადვილია. ასეთ დროს ავტომობილის შესახებ დიდი ცოდნაც არაა საჭირო.

ტექდათვალიერების მხრივ სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს საზოგადოებრივი ტრანსპორტი და შემოწმება  ყველაზე მეტად სწორედ  საზოგადოებრივი ტრანსპორტს სჭირდება…

ყვითელი ავტობუსები ლამის შემოსვლისთანავე ამორტიზირებული იყო, თითოეულ მათგანს მილიონობით კილომეტრი აქვს გავლილი და ბუნებრივია, რომ ბოლავს. გარემოს აბინძურებს. არანაკლებ რთული ვითარებაა ყვითელი სამარშუტო ტაქსების შემთხვევაშიც. ამასთან, ყველაზე მეტი ადამიანი სწორედ ამ ტრანსპორტით გადაადგილდება და ყველაზე მეტ მომწავლალ ნივთიერებასაც ეს ადამიანები ჩაისუნთქავენ.

მსუბუქი ავტომობილის გამონაბოლქვი საზოგადოებრივ ტრანსპორტთან შედარებით იქნება 1/100-თან. ამას დამატებული ტრაილერები, სატვირთო ავტომობილები – საშინელებაა. ტექდათვალიერება ამ ტრანსპორტზეც უნდა იყოს, რადგან კერძო ავტომობილებს ხალხი უფრო  უვლის.

რაც შეეხება სერვისს, უმჯობესია თუკი ყველა გამოცდილ სერვისცენტრს ან ხელოსანს მიმართავს. და იმ შემთხვევაში თუკი მსმენელს თქვენთან დაკავშირება, რჩევა დასჭირდება სად შეიძლება თქვენი პოვნა?

ჩვენი სერვისი არის ისნის რაიონში, კაჩინსკის ქუჩაზე, 14 ნომერში. სადაც შეგიძლიათ ნებისმიერ დროს მოგვმართოთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი