LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძილის მოყვარული ადამიანები ნაკლებად ავადმყოფობენ

19
ძილი

მეცნიერთა ჯგუფმა, 4 წლის განმავლობაში შეისწავლა ძილის გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე. მიღებული შედეგებით მათ გაახარეს ძილის ყველა მოყვარული ადამიანი. ახალი აღმოჩენის თანახმად, უფრო ჯანმრთელი ადამიანი ისაა, ვისაც მეტხანს სძინავს. ვინც დღე-ღამის განმავლობაში 7 საათზე ნაკლებ დროს უთმობს ძილს, უფრო ხშირად ავადდებიან სურდოთი და სხვა დაავადებებით. ვიდრე ისინი, ვისაც დღე-ღამის განმავლობაში 8 საათზე მეტხანს სძინავს.

გაირკვა რომ ძილის მოყვარული ადამიანები საშულაოდ 5-ჯერ უფრო იშვიათად ავადმყოფობენ იმათთან შედარებით, ვინც 8 %-ით მეტი დროის განმავლობაში საწოლში შფოთავს და ფხიზლობს. ჯანმრთელობისათის გადამწყვეტ ფაქტორად ითვლება არა მარტო ხანგრძლივი, არამედ ხარისხიანი ძილიც. ექსპერიმენტის სპეციალურად არჩეული, აბსოლუტურად ჯანმრთელი 153 მონაწილე მოწმდებოდა ექიმებისგან ყოველ 5-10 კვირაში, დგინდებოდა მათი ძილის ხანგრძლივობა და ხარისხი. ბოლოს, 6 დღით მათ ათავსებდნენ კარანტინში,  მათ ორგანიზმში მიზანმიმართულად შეჰყავდათ სურდოს ვირუსი. დაავადების შემთხვევაში პაციენტები ერთი თვით წყვეტდნენ თავის მონაწილეობას ექსპერიმენტში, მოგვიანებით კი აბარებდნენ სისხლს იმუნური რეაქციის ანალიზზე.

კვლევებმა აჩვენა, რომ ზოგიერთი მათგანი უმკლავდებოდა სურდოს ვირუსს და არ ავადდებოდა. ასეთები იყვნენ ის ადამიანები, რომლებსაც ღრმად ეძინათ და ისინი, რომლებსაც უფრო დიდხანს ეძინათ. რაც უფრო ხანმოკლე და მოუსვენარია ძილი, მით მეტი შანსია დაავადებისა. ამასთანავე,  ძილის უმნიშვნელო დარღვევაც კი ამცირებს იმუნიტეტს და ზრდის ორგანიზმში ინფექციის მოხვედრის რისკს. მოიწესრიგეთ ძილი და იყავით ჯანმრთელები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები