LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ძლიერი ქალები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით – ,,ასტრომაგია”

16
bzekalava-sofia-2020

გადაცემის ლაივი LIVE

12 თებერვალს საავტორო გადაცემა „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ქალბატონებს მიუღძვნა და ძლიერ ქალებზე მათი ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით ისაუბრა.

ყველა ადამიანი გარკვეული რესურსით იბადება, ინდივიდუალური, უნიკალური და ყველსგან განსხვავებულია, ამიტომ არ ღირს საკუთარი თავის სხვისთვის შედარება და ერთგვარ დუბლიკატად ქცევა. ძლიერი ქალის ერთ-ერთი მთავარი ღირსება სწორედ საკუთარი უნიკალურობის ჯერ შეცნობა, მერე კი, სარგებლით გამოყენებაა.

მართალია მიჩნეულია, რომ ძლიერი ქალი ყოველთვის წარმატებულია პროფესიულ სფეროში, მაგრამ ამგვარ სიძლიერეს უარყოფითი თვისებებიც მრავლად აქვს. ამასთანავე, სიძლიერე მხოლოდ პირობითი მცნებაა, რომელიც ხასიათის სიმტკიცეს, მდიდარ გამოცდილებას და რაციონალიზმს უფრო გულისხმობს, ვიდრე გამძლეობას და ფიზიკურ ძალას, ამიტომ ქალის სიძლიერე არა იმდენად წარმატებული კარიერა, რამდენადაც სიბრძნეა  ყოველთვის მნიშვნელოვნად და საჭიროდ აგრძნობინოს თავი პარტნიორს.

რა თქმა უნდა, არიან ქალები, რომლებიც სიძლიერედ ყველას და ყველაფრის კონტროლს თვლიან, მაგრამ სინამდვილეში ეს არა სიძლიერე, არამედ კომპლექსი, საკუთარი სისუსტის შენიღბვის მცდელობაა.

ვერძი – ამ ნიშნით დაბადებულ ქალბატონს ყოველთვის უსაზღვრო ენერგია აქვს. შეუძლებელია მისი სახლში გამოკეტვა, რადგან ყველაფერს ასწრებს – კარიერასაც იკეთებს, შვილებსაც ზრდის და ოჯახსაც ხელმძღვანელობს. შეუპოვარ ვერძს ნებისმიერი მარცხის შემდეგ შეუძლია ფეხზე დადგომა, ყოველთვის ზუსტად აქვს ჩამოყალიბებული სურვილები და აუცილებლად აღწევს დასახულ მიზეზს. თუმცა, სწორედ სიძლიერე აფერხებს ოჯახის შექმნაში, რადგან ძალიან მძიმე ხასიათი აქვს, სულ სადღაც ჩქარობს და ძალიან არ უყვარს „ზოზინა“ ადამიანები, რითაც ხშირად აფრთხობს მამაკაცებს.

კურო – ზანტი კურო მიწის სტიქიას მიეკუთვნება, ამიტომ ძალიან უჭირს ერთი მდგომარეობიდან მეორეში გადასვლა და ახალ გარემოს მორგება. მართალია, ამ ნიშნით ყოველთვის ძლიერი ქალები იბადებიან, რომელთაც მძიმე მორალური და ფიზიკური ტკივილის ატანაც შეუძლიათ, მაგრამ ძალიან არ უყვართ, როცა აჩქარებენ. ამასთანავე, საოცრად მშვიდი, დიდსულოვანი და მომთმენია, ძალიან ბევრს პატიობს ოჯახის წევრებს და საყვარელ ადამიანებს, ამიტომ ყოველთვის ძლიერი საყრდენი და საიმედო პარტნიორია.

ტყუპები – ამ ნიშნით დაბადებული ქალბატონის მთავარი სიძლიერე ცხოვრებისეული სირთულეების მარტივად აღქმაა. არასდროს უჭირს ადაპტირება, გარემოს შეცვლა და ახალ პირობებს მორგება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ხშირად იცვლის პარტნიორებს, რომელთაც უცებ ეჩვევა, თუმცა სინანულის გარეშე ტოვებს და ინტერესით იწყებს ახლის ძიებას,

რასაც ბევრი თავქარიანობას მიაწერს, თუმცა ტყუპების ამგვარი ცვალებადობა, არა ქარაფშუტობა, არამედ მუდმივად ახლის შეცნობის სურვილია. სხვათაშორის, ტყუპებს ყოველთვის კარგად გამოსდით ძლიერი მამაკაცების მართვა.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე ქალური კირჩხიბი თავგადადებული მეოჯახე, არაჩვეულებრივი კულინარი, დედა და მეუღლეა. ამასთანავე ძალიან ემპათიური, მომთმენი და საიმედო პარტნიორია, რომელსაც ყველაფრის პატიება და მოთმენა შეუძლია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ კირჩხიბი ნებისმიერი მამაკაცის იდეალია, რადგან არასდროს ანჩხლობს, არ ჭირვეულობს და არ მართავს ისტერიკას, არასდროს ეჯიბრება პარტნიორს და არ ცდილობს მის დაჯაბნას, თუმცა სწორედ ის ქმნის ოჯახში ამინდს.

ლომი – ამბიციური ლომი არასდროსაა სხვის იმედზე და ყოველთვის თვითონ იკეთებს კარიერას, წარმატებით მართავს დიდ კომპანიას და მრავალრიცხოვან თანამშრომლებს. ამასთანავე, ლომს, რომელიც ყოველთვის დედოფლურად გამოიყურება, ძალიან უყვარს სუსტების მფარველობა, სიტუაციის მართვა და სათავისოდ გამოყენება.

ქალწული – მორცხვ ქალწულს ამბიციაც ნაკლები აქვს, არასდროს ცდილობს პუბლიკაზე თამაშს და მასზე შთაბეჭდილების მოხდენას. თუმცა, ქალწული, რომელიც ლომის გავლენას განიცდის, პირიქით, ყოველთვის ეპატაჟური და ზედმეტად ხმაურიანია. მართალია, უპირატესობას მეტწილად ოჯახს ანიჭებს, რადგან მისი ნიშანი პირველ რიგში ზრუნვასთან ასოცირდება, მაგრამ არც კარიერას ივიწყებს. საოცრად ერთგულ ქალწულს მხოლოდ ერთი ნაკლი აქვს – ზედმეტად მომთხოვნი და პრეტენზიულია, რადგან ყველაფრის გაუმჯობესებას, სრულყოფას ცდილობს.

სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშანს ასტროლოგები „რკინის ხელს ხავერდის ხელთათმანში“ უწოდებენ, რაც სრულად შეესაბამება მის ნატურას. ნაზი და მოხდენილი სასწორი ყოველთვის ბრწყინვალედ გამოიყურება, არაჩვეულებრივი გემოვნება აქვს და სამოსსაც იდეალურად ირჩევს, თუმცა ყოველთვის ჰყოფნის სიბრძნე, რომ არ დაჩრდილოს მამაკაცი. მეტიც, ყოველთვის ახერხებს აგრძნობინოს პარტნიორს მისი ძალა, მნიშვნელოვნება და საჭიროება. მართალია, თავისუფლად თმობს და იხევს უკან, მაგრამ საჭირო მომენტში არასდროს უშვებს ხელიდან წინსვლის შანსს.

მორიელი – მორალურ სიმტკიცეში მორიელს ნამდვილად ვერავინ გაეჯიბრება, რადგან ნებისმიერი მამაკაცის დაჯაბნა და მისი ფუნქციის საკუთარ თავზე აღება შეუძლია. ყოველთვის საოცრად მოტივირებულია, კონკურენციაში ჩაბმულს კი, როცა საკუთარი შესაძლებლობების დემონსტრირებას აიძულებენ, ერთი-ორად ემატება ენთუზიაზმი. მართალია, ვერძის მსგავსად მორიელსაც ხშირად გაურბიან მამაკცები, რადგან არასდროს თმობს და საერთოდ არ სცნობს კომპრომისებს, მაგრამ პირად ცხოვრებში წარუმატებელი,  აუცილებლად ბრწყინვალე კარიერას იკეთებს და მამაკაცისთვის დაუძლევენ სიმაღლეებსაც თავისუფლად იპყრობს..

მშვილდოსანი – ცეცხლის სტიქიის წარმომადგენელი მშვილდოსანი საკმაოდ ამბიციური ქალბატონია, რომელიც პირველ რიგში კარიერაზე ფიქრობს. ძალიან არ უყვარს შეზღუდვები, თუმცა ვერძისა და ლომისგან განსხვავებით, უფრო იდეალისტია, ამიტომ სიყვარულისთვისაც თავისუფლად შუძლია თავის გასწირავა. ძალიან მნიშვნელოვანია მისთვის მეგობრების წრე, რომელთა შორის აუცილებლად ლიდერის სტატუსით სარგებლობს, პარტნიორს კი, ყოველთვის ეხმარება და ნებისმიერ წამოწყებაში მხარს უჭერს.

თხის რქა – ასტროლოგიაში ძალაუფლების სიმბოლოდ მიჩნეულ თხის რქას საოცრად ძლიერი ხასიათი და ნებისყოფა აქვს. მართალია, ძალიან ამბიციურია, მაგრამ ვერძისა და ლომისგან განსხვავებით, ნაკლებად ხმაურიანია, ყოველთვის იცის რა უნდა და თავდაუზოგავად შრომობს მიზნის მისაღწევად. რაციონალური თხის რქა, რომელსაც მოთმინების უნარიც საოცარი აქვს, არასდროს ცხოვრობს ილუზიებით, ყოველთვის რეალურ მიზნებს სახავს და წლების მანძილზე შეუძლია მათკენ სვლა. მართალია, ერთგული და საიმედო პარტნიორია, ყოველთვის ეხმარება მეორე ნახევარს კარიერის გაკეთებაში, მაგრამ მან თუ ვერ შეძლო, საკუთარ კარიერაზე იზრუნებს და წარმატებასაც აუცილებლად მიაღწევს.

მერწყული – მშვილდოსნის მსგავსად, მერწყულისთვისაც მეგობრებია ყველაზე მნიშვნელოვანი, ძალიან არ უყვარს შეზღუდვა და ნაკლებად ხიბლავს ტრადიციული პატრიარქალური ოჯახი, რადგან მეუღლის მორჩილებას, მასთან მეგობრობა ურჩევნია. მერწყულის გვერდით ნებისმიერი მამაკაცი კომფორტულად გრძნობს თავს, რადგან არავის აძალებს ქორწინებას. არ სტანჯავს ეჭვიანობით და არ ებღაუჭება, ნაკლებად მესაკუთრეა, პატივს სცემს სხვის თავისუფლებას და ლოიალურია მეორე ნახევრის შეცდომების მიმართ.

თევზები – საოცრად ერთგულ თევზებს არა მხოლოდ პარტნიორისთვის, არამედ მეგობრებისთვისაც თავისუფლად შეუძლიათ თავის გაწირვა. საოცარი ინტუიციის პატრონი ყოველთვის უშეცდომოდ გრძნობს ვის ატკინა გული და თვლის, რომ სხვაც მასავით გრძნობს, თუმცა ხშირად ცდება და ძალიან იჩაგრება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები