LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ელექტროქარი სონისგან

14
sony

ელექტრომობილების მშენებლობა სამომხმარებლო ელექტრო მოწყობილებების აწყობას უფრო ჰგავს, ვიდრე შიდა წვის ძრავზე მომუშავე რთული გადაცემათა კოლოფის ავტომობილების შექმნას, – ეს განცხადება ან ეს თეორია ეკუთვნის ელექტროავტომობილების მწარმოებელ გიგანტ, Tesla-ს.

დღეს ტექნიკურ კომპანიებს, ისინი ვინც შორს იყვნენ შიდა წვის ძრავისაგან, ავტოინდუსტრიაში ჩართვის კარი გახსნილი აქვთ. მიდის კონკურენცია უკეთეს უსაფრთხოების სისტემაზე, უფრო დიდ ბატარეაზე, გასართობ სისტემებზე, ტექნო კომპანიები, ავტომწარმოებლებისაგან განსხვავებით სუფთა ფურცლიდან იწყებენ. მაგალითი კი ყველას Tesla-მ მისცა.

ერთ-ერთი ასეთია, ყველასათვის ნაცნობი ტექნოლოგიური გიგანტი SONY, რომელმაც, სხვა ავტომწარმოებლების ჩრდილიდან გამოსვლა და საკუთარი ინდუსტრიის ელექტრომობილებით გამრავალფეროვნება გადაწყვიტა.

კომპანია სხვა მწარმოებლებისთვის ავტონომიური მართვის ტექნოლოგიაზე, მანქანის უსაფრთხოებაზე და საინფორმაციო გასართობ სისტემებზე მუშაობდა.

სონიმ საავტომობილო განყოფილების შექმნით უზარმაზარი ამბიცია გამოიჩინა და სამომავლო მიზნებიც დასახა.

ეს კომპანია, რომლის სახელიც არასდროს დაგვავიწყდება ავტოინდუსტრიაში ორი მოდელით შედის. პირველი Vision-S 02 536 ცხენის ძალის მქონე AWD ჯიპია. მგზავრებს ავტომობილში PlayStation-ის თამაში შეუძლიათ. მეორე მოდელი, Vision-S 01- კუპეა. ავტომობილის ტესტირება 2020 წლის დეკემბრიდან მიმდინარეობს.

ცოტა ხნის წინ Sony-მ Honda-სთან პარტნიორობაზე დაიწყო მოლაპარაკებები.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები