LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ფიბროადენომა, ანტიბიოტიკები, რეზუს უარყოფითი ჯგუფი – რამდენიმე რჩევა სწორი მკურნალობისთვის

38
ფიბროადენომა

ფიბროადენომის წარმოშობის მიზეზი სხვა და სხვაა. ხშირად მას ორგანიზმში ჰორმონალური დისბალანსი იწვევს. თუ, იგი დინამიკაში იზრდება, აუცილებელია ოპერაციული ჩარევა, რაც დიდ სირთულეს არ წარმოადგენს. ქალბატონებო, სასურველია თქვენი მდგომარეობიდან გამომდინარე მკურნალ ექიმთან შეთანხმებით დაგეგმოთ ორსულობა. შემდეგ, რამდენიმე თვეში, შეგიძლიათ დაფეხმძიმდეთ. თუ სხვა პრობლემა არ გექნებათ ორსულობის ფიზიოლოგიურ წარმართვაში, გადატანილი ოპერაცია ხელს არ შეგიშლით.

სტომატოლოგები ხშირად პაციენტებს ანტიბიოტიკებს უნიშნავენ. მართალია ეს კუჭ-ნაწლავს აღიზიანებს, მაგრამ კუჭ-ნაწლავის პრობლემა შეიძლება პირის ღრუს პრობლემისგანაც მომდინარეობდეს, ამიტომ მთლად ანტიბიოტიკებს ნუ დააბრალებთ. მკურნალობა აუცილებელია. ბუნებრივია არასწორად შერჩეულმა ანტიბიოტიკმა შეიძლება კუჭ-ნაწლავი დააზიანოს. საერთოდ უნდა გაითვალისწინოთ პრაპარატის მიმართ თქვენი დამოკიდებულება და რაც მთავარია, არ უნდა იყოთ ალერგიული მის მიმართ. აუცილებელია ექიმს მიაწოდოთ ინფორმაცია თქვენი პრობლემის შესახებ და ანტიბიოტიკიც შესაბამისად დაინიშნება.

ქალბატონების დიდ ნაწილს რეზუს უარყოფითი ჯგუფის სისხლი აქვს, რაც ფეხმძიმობის პერიოდში არანაირ პრობლემას არ ქმნის. ამ შემთხვევაში შეიძლება როგორც ფიზიოლოგიურად, ისე საკეისრო კვეთით მშობიარობა და ნაყოფიც უვნებელი და სრულყოფილი იბადება. პრობლემების თავიდან ასაცილებლად ასეთი ტიპის ქალბატონები სასურველია კონსულტაციას სპეციალურ კლინიკაში გადიოდნენ. დღეს პრობლემას არც ის წარმოადგენს თუ ქმარს სხვა ჯგუფის სისხლი აღმოაჩნდება. ასე, რომ ქალბატონებო, შეგიძლიათ დამშვიდდეთ, რადგან თქვენი გაგებით საფრთხე არ გემუქრებათ. მეტი იფიქრეთ თქვენი ორსულობის დადებით მხარეებზე და მოემზადეთ ახალი უჩვეულო ეტაპისთის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები