LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

განახლებული Bentley Bentayga-ს ავტოსთორი

6
ბენტლი

მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე პრესტიჟულმა ავტომწარმოებელმა ბენტლიმ ბეთაიგას ახალი ჰიბრიდი წარმოადგინა.

ჯიპი ახლა განახლებული და გაუმჯობესებულია.

განახლებები მოიცავს- მეტ სიმძლავრეს, გაზრდილ დიაპაზონს და ორ ახალ მორთვას.

ძრავა: ტურბო 3.0-ლიტრიანი ჰიბრიდული V6-ის და 100 კილოვატიანი ელექტროძრავის კომბინაციაა.

გასული წლის 13  კილოვატ-საათიანი ბატარეის პაკეტი 18-კილოვატ-საათიანით  შეიცვალა. ეს ცვლილება ავტომობილს დამატებით 3-კილომეტრიან დიაპაზონს აძლევს. გასული წლის 40 კილომეტრიანი დიაპაზონი 43 კილომეტრიანით შეიცვალა.

განახლებული Bentayga Hybrid-ის კონფიგურაცია 6%-ით მეტ სიმძლავრეს იძლევა. ეს კი 456 ცხენის ძალის გამომუშავებას უწყობს ხელს. (აღსანიშნავია, რომ ბრუნვის მომენტიც 15%-ით გაიზარდა).

სალონი:  ახალი მოდელი ფუფუნებაზეა ორიენტირებული. წინა სავარძლების Comfort პაკეტი სტანდარტულია და მოიცავს-რეგულირებად წინა სავარძლებს, ვენტილაციას და გათბობის საშუალებებს.

მყიდველებს შესაძლებლობა აქვთ აირჩიონ 15 სხვადასხვა ფერის ტყავის ვარიანტი და სამი უნიკალური ხის მორთვა.

ახალი ვერსიების ღირებულებაზე ჯერ არაფერია ცნობილი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები