LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გულის წასვლის დროს პირველი სამედიცინო დახმარება – ადრენალინი

32
maxresdefault

გულის წასვლა თავის ტვინის მწვავე ანემიის შედეგად ცნობიერების ხანმოკლე დაკარგვაა. ის უმეტესად ძლიერი ფსიქიკური სტრესის (მღელვარება, უეცარი განგაში, შიში) ფონზე ვითარდება. შესაძლოა პროვოცირება გაუწიოს ძლიერმა ტკივილმა. მაგალითად: თირკმლის, ღვიძლის, ნაწლავთა ან ზოგიერთმა მედიკამენტმა.

გულის წასვლა მოსალოდნელია ჰორიზონტალური მდგომარეობიდან ვერტიკალურში უეცარი გადასვლის დროსაც. წინამორბედ სიმპტომთაგან აღსანიშნავია საერთო სისუსტე, თავბრუსხვევა, თვალების დაბნელება, ყურების შუილი, ხელ-ფეხის დაბუჟება. ცნობიერების დაკარგვისას ადამიანი თითქოს იძირება, დამჯდარ ადგილზე ეშვება ან ვარდება. ამ დროს ის მკვეთრად ფითრდება, თვალები ეხუჭება, გუგები უვიწროვდება, მერე უფართოვდება და სინათლეზე აღარ რეაგირებს, კიდურები უცივდება, არც თუ იშვიათად კანი ცივი წებოვანიო ოფლით ეფარება, პულსი არ ესინჯება, არტერიული წნევა უქვეითდება, სუნთქვა უიშვიათდება, ზედაპირული უხდება. მსუბუქ შემთხვევაში შეტევა ჩვეულებრივ 1-2 წუთს გრძელდება, უფრო მძიმე ფორმების დროს კი 2-5 წუთს და მეტსაც გასტანს. შეტევის შემდეგ ერთხანს რჩება ზოგადი სისუსტე, გულისრევა, უსიამოვნო შეგრძნება მუცლის არეში. ასეთ დროს არ არის საჭირო პანიკა, ექიმის მოსაყვანად გაქცევა ან სასწრაფო დახმარების გამოძახება. მას ნებისმიერი ადამიანი გაუმკლავდება. მთავარია შეინარჩუნოთ სიმშვიდე და თანმიმდევრულად გადადგათ აუცილებელი, დახმარების ყველა ნაბიჯი.

უპირველეს ყოვლისა გულწასული ზურგზე დააწვინეთ, თავი ოდნავ დაბლა დააშვებინეთ, შეუხსენით საყელო, უზრუნველყავით სუფთა ჰაერის მიწოდება, ცხვირთან მიუტანეთ ნიშადურის სპირტში დასველებული ბამბა, დაუზილეთ საფეთქლები, სახეზე ცივი წყალი მიაპკურეთ, სახესა და გულ-მკერდზე ცივ წყალში დასველებული პირსახოცი დააფარეთ.

ასევე: რაც შეიძლება მკვეთრი მოძრაობებით დაუწყეთ გულწასულს ნეკა თითების ზელა ფუძიდან ფრჩხილისკენ და საპირისპირო მიმართულებით, მის ორივე ნეკს ძლიერად მოუჭირეთ თითები და ერთდროულად სრისეთ. ამის შემდეგ ასეთივე ძლიერი და მკვეთრი მოძრაობებით დაუზილეთ ცერები. რამდენჯერმე ძლიერად მოუჭირეთ თითები ყურის ბიბილოებზე. ამის შემდეგ ადამიანი მალე მოდის გონს. ეცადეთ მალევე გაიყვანოთ სუფთა ჰაერზე. როდესაც ცნობიერება დაუბრუნდება, ცხელი ჩაი ან ყავა დაალევინეთ. თუ გულწასული მაინც ვერ მოდის გონს, გამოიძახეთ სასწრაფო დახმარება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები