LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ისეთ პატარა ქალაქში როგორიც თბილისია, მანქანას საათნახევარი საცობში უწევს დგომა, უქმე სვლაზე მუშაობის დროს ძრავი ძალიან დიდ დატვირთვას განიცდის

14
58583737_194959361387305_8543106464787464192_n

გადაცემას „ავტოსერვისი“ კომპანია GT Group-ის წარმომადგენლები, ბიზნესის განვითარების მენეჯერი ლევან ალფაიძე და სერვის მენეჯერი დავით სულაქველიძე ესტუმრნენ. სტუმრებმა ძრავის ზეთებზე, მათ ფუნქციებსა და მოვალეობებზე ისაუბრეს.

თანამედროვე ავტომწარმოებლები ცდილობენ, რომ ავტომობილები ძალიან დახვეწონ, ძრავი რაც შეიძლება ეკოლოგიური და ეკონომიური გახადონ. გეგმის მიხედვით, 2020 წლამდე ძრავების კუბატურის მაქსიმალურად შემცირება უნდა მოხდეს.

კუბატურა მცირდება დატვირთვები იზრდება, ეს ყველაფერი ახალი ტიპის ზეთის საჭიროებას იწვევს. თუ როგორ ხდება წარმოება კონკრეტულად კასტროლის მიერ ამის შესახებ ბატონი ლევანი მოგვიყვება..

(ლევანი) შევეცდები მოკლედ მოგიყვეთ კასტროლის მდიდარი ისტორიის შესახებ. კასტროლი არის ბრიტანული ფირმა რომელიც დაახლოებით 100-120 წელს ითვლის. კომპანიის მიზანი იყო ისეთი ზეთის შექმნა, რომელიც თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისი იქნებოდა. თუმცა კასტროლი ბევრად შორს წავიდა და შექმნა ისეთი ზეთები, რომელიც ძლიერი დატვირთვისთვის იყო განკუთვნილი. კასტროლი არ არის ზეთი ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის და ეს არის ზეთი რეკორდებისთვის. დღესდღეობით ყველა კომპანიის მიზანიც ზუსტად ეს – მაქსიმალური შედეგის მიღებაა.

თანამედროვე ძრავებს საკმაოდ მძიმე რეჟიმში უწევთ მუშაობა. ადრე როცა ამდენი ავტომობილი არ იყო, არც საცობები იყო და მინერალური, ნახევრად მინერალური ზეთები გამოიყენებოდა, სინთეტიური ზეთიც შეიქმნა. დღეს კი ნებისმიერ მეგაპოლისში თუ ისეთ პატარა ქალაქში როგორიც თბილისია, მანქანას საათი, საათნახევარი საცობში უწევს დგომა. უქმ სვლაზე მუშაობის დროს ძრავი ძალიან დიდ დატვირთვას განიცდის. ანუ საჭირო ხდება თანამედროვე ზეთები.

წარმოიდგინეთ რომ მსოფლიოში არის რამდენიმე გიგანტური საავტომობილო წარმოება, რომელიც ერთმანეთის კონკურენტია. თითოეული მათგანი ცდილობს შექმნას ისეთი ძრავი რომელიც კონკურენტისას აჯობებს, თან ეს ყველაფერი თანამედროვე მოთხოვნებზე უნდა იყოს მორგებული.

თბილისი არც თუ ისე დიდი ქალაქია, თუმცა საზოგადოებრივი ტრანსპორტი არაა განვითარებული და ავტომობილით გადაადგილება ძალიან ბევრ ადამიანს უწევს. ამ პირობებშიც კი ავტომწარმოებელი ვალდებულია შეიმუშაოს ისეთი საპოხი მასალა, რომელიც უფრო ხელმისაწვდომი და უკეთესი იქნება. ამიტომ მოხდა ზეთებს შორის ასეთი დიფერენცირება. ადრე რამდენიმე მარკის ზეთი 5-6 ბრენდზე მოიხმარებოდა, დღეს კი ყველა მოდელს კონკრეტული ზეთი ჭირდება.

დათო, რამდენად დაყოფილია თანამედროვე ავტომობილებში ეს დაშვებები?

(დათო) არის რამდენიმე ავტომწარმოებელი რომელიც კონკრეტული სპეციფიკაციის ზეთს ხმარობს. ავიღოთ თუნდაც სუზუკი, როემლსაც კონკრეტული ზეთი სჭირდდება 5.30 სპეციფიკაციის, როცა ჩაასხავ 5.40-ს –  ძრავი ვეღარ მუშაობს იდელაურად.

(ლევანი) ერთ-ერთმა კომპანიამ ჩაატარა გლობალური კვლევა და გამოთვალა, თუ რამდენი მოძრაობა უწევს მეგაპოლისში ავტომობილს, რა მანძილს გადის, რამდენჯერ უწევს გაჩერება, დაძვრა და ა.შ. საშუალო ციფრი გამოვიდა 18 ათასი დაძვრა და გაჩერება. უფრო გადატვირთულ ქალაქებში ეს ციფრი 30-36 ათასზეც ავიდა. მწარმოებელიც იძულებულია ამ რეჟიმზე აეწყოს. ძველი ზეთით თანამედროვე ავტომობილი უფრო მალე გაფუჭდება.

დავით, ტექნიკურ თემებზე გადავიდეთ. ზეთს აქვს გამოცვლის გარკვეული ვადა, რა სიტუაციაა ამ მხრივ საქართველოში?

საქართველოში ჰაერი უფრო დაბინძურებულია, ძრავსაც ადგილზე მუშაობა უფრო უწევს ვიდრე გრძელ მანძილებზე, ამიტომ ოპტიმალური ვარიანტია ზეთის 10 000 კმ-ზე შეცვლა, წელიწადში ერთხელ მაინც.

სპორტსმენებს უყვართ ხოლმე განსაკუთრებული ზეთების გამოყენება. კასტროს ამ მიმართულებითაც აქვს რამდენიმე ხაზი..

ახალი ავტომობილებისთვის არის 0 სერია, 0.30. 0.40 რომელიც მაღალ ტემპერატურაზე იდეალურად მუშაობს და გაგრილებაც იდეალურად ხდება. არის კიდევ უფრო მაღალი სტანდარტის, რალის 10.60 ზეთი, რომელიც ძალიან მაღალ ტემპერატურაზე მუშაობს.

ყოველთვის იყო კამათი იმ თემაზე, ავტომობილის დაძვრამდე უნდა გავათბოთ თუ არა ძრავი, როგორც ვიცი კასტროლს ამ მიმართულებითაც გარკვეული წინსვლები აქვს..

ეს თემა იყო ყოველთვის პრობლემა და ძრავის დაზიანების უმთავრესი მიზეზი. კასტროლის ტექნოლოგიით შეიქმნა სერია, რომელსაც ქვია მაგნატეკი – გონიერი მოლეკულები. ცივი დაქოქვისას სანამ ზეთი ყველგან გადანაწილდება, მოლეკულების თხელი ფენის მეშვეობით ძრავი ცივ სტარტს შეზეთილ მდგომარეობაში ხვდება. მაგნატეკის გამოყენებით მეტალის ნაწილების ცვეთა 20-25%-ით ნაკლებია.

თანამედროვე ზეთების დამსახურებით, თანამედროვე ძრავებს დიდი ხნის განმავლობაში დაქოქვა აღარ სჭირდებათ…

საქართველოში ძალიან პოპულარული გახდა ჰიბრიდული ავტომობილი, რომელსაც ასევე აქვს ზეთის კარტერი. რა პროდუქტს სთავაზობთ ასეთ ავტომობილებს?

ჰიბრიდები დღესდღეობით ძალიან პოპულარულია. მათი მოხმარება ყოველწლიურად იზრდება და ბევრმა ავტომოყვარულმა არ იცის თუ რა ზეთი უნდა ჩაასხას თავის ავტომობოლში.

მაგალითად ერთ-ერთი პოპუალრული მოდელია Toyota Prius. მის შემთხვევაში 2009 წლამდე მოდელებს  5.30 ზეთი სჭირდება. 2010 წლის შემდეგ გამოშვებულებს კი – 0.20. ავტომობილს ხშირად უწევს ჩაქრობა თუ დაქოქვა, ამიტომ უხარისხო ზეთი მას ვერ დაიცავს.

კასტროლს მრავალი მიღწევა აქვს და მუშაობს ბევრ ლაბორატორიაში, გვითხარით რამდენიმე ფაქტი მის შესახებ.

კასტროლი ყოველთვის წინ უსწრებს დროს, რაც ტექნოლოგიური კვლევების დამსახურებაა. მოგეხსენებათ, მარსზე მოძრაობს მხოლოდ ერთადერთი ავტომობილი, ნასას მიერ გაგზავნილი Curiosity, რომელიც იკვლევს მარსის ზედაპირს. სიამაყით მინდა განვაცხადო, რომ აღნიშნული ავტომობილის სისტემა იზეთება კასტროლის ჰიდრავლიკური ზეთებით. კასტროლი პლანეტარულ მასშტაბს გასცდა და კოსმოსშიც მუშაობს.

და ბოლოს, სად მდებარეობს თქვენი ოფისი?

ჩვენ ვართ აღმაშენებლის ხეივნის 216 ნომერში. საკონტაქტო ნომერია – 2 740 740. შეგიძლიათ ნებისმიერ დროს დარეკოთ და ზეთებთან დაკავშირებულ საკითხებზე კონსულტაცია გაიაროთ.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები