LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ჯორჯ კლუნის ავტოსთორი

7
corvette

როდესაც ჰოლივუდის ვარსკვლავებზე ვსაუბრობთ, სხვადასხვა თაობის წარმომადგენლები სხვადასხვა თაობის არტისტებს იხსენებენ, თუმცა ცხადია არსებობს ის შუალედური მომენტი, რომელზეც ასე თუ ისე ვთანხმდებით, როგორც აქტუალურ ეპოქაზე. ასეთია მაგალითად ორიათასიანების ვარსკვლავი ჯორჯ კლუნი.

ამბობენ ვარსკვლავების უმეტესობას კარგი გემოვნება აქვსო. მაგრამ შემდეგ აღმოვაჩენთ, რომ ზოგიერთი მათგანი მართლაც განსაკუთრებულია.

აღმოჩნდა, რომ ოუშენის მთავარი როლის შემსრულებელი და ბეტმენი, რომელზეც არასდროს ვსაუბრობთ დადებით კონტექსტში, ავტომობილების ფანატიკოსია, მისი საყვარელი მანქანა ალუბლისფერი წითელი 1958 წლის Chevrolet Corvette V8 C1 კაბრიოლეტია.

როდესაც ჯორჯი პატარა იყო ეს მანქანა მამამისმა ნიკ კლუნიმ შეიძინა. ნიკის ძვირფასი ქონება მის შვილს მემკვიდრეობით გადაეცა, ჯორჯი კი ამ ეგზოტიკურ ძვირფას „ექსპონატს“ საგულდაგულოდ უფრთხილდება.

1958 წლის Corvette შეიქმნა იმისთვის, რომ მძღოლებისთვის როდსტერის მართვის სიამოვნება მიენიჭებინა. დღევანდელი სტანდარტებით, Corvette შესანიშნავ შესრულებას უზრუნველყოფს. ამ შთამბეჭდავი ავტომობილის ბაზარზე „შოვნა“ ძალიან ძნელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები