LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კარმული მისია, რომლითაც ადამიანი იბადება – ,,ასტრომაგია”

35
sofia-bzekalava

29 ოქტომბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ წინა გამოშვებების მსგავსად, ამჯერადაც განსხვავებული რაკურსით განიხილა ასტროლოგია და იმ კარმულ მისიაზე ისაუბრა, რომლითაც ადამიანი იბადება.

მართალია, ყველას საკუთარი ცხოვრება და გზა აქვს გასავლელი, მაგრამ ზოგი ვერ პოულობს, ზოგი კი, არასერიოზულად აღიქვამს და უარს ამბობს სამყაროს მიერ დაკისრებული მისიის შესრულებაზე. ყველა ადამიანი შანსების და შესაძლებლობების გარკვეული „ბაგაჟით“ იბადება, თუმცა ბევრი ვერ აცნობიერებს, რომ მათი მოძიება პირველ რიგში, საკუთარ თავშია საჭირო.

სამწუხაროდ, ადამიანების უმეტესობას ძალიან უჭირს ინდივიდუალიზმის, საკუთარი რესურსის და უზარმაზარი პოტენციალის პოვნა, ყოველთვის სხვისგან ელიან შველას, გადარჩენას და სწორედ ამიტომ უწყობს სამყარო მათ გამოცდას, რათა ბარიერების დაძლევით მაინც აიძულოს საკუთარი შესაძლებლობების მოძიება და ბოლომდე გამოყენება.

კარმული მისია

ასტროლოგები ე.წ სულის მოგზაურობის ანუ რეინკარნაციის პრონციპს აღიარებენ, ამიტომ კარმული მისია, რომელიც ნებისმიერის პირად ჰოროსკოპშია, ყოველთვის წინა ინკარნაციაში დაგროვილი გამოცდილებით განისაზღვრება. პატარა ბავშვის მსგავსად, რომელიც ასაკის მატებასთან ერთად ცდილობს სირთულეების დაძლევას და სწორედ მათი წყალობით იზრდება, სულიც მუდმივად ვითარდება. შესაბამისად, ყოველი ინკარნაცია გარკვეული ეტაპი, დაგროვილი გამოცდილებაა სულის ევოლუციის გზაზე, რომელიც ქვეცნობიერში ინახება და მართალია, ადამიანს ან ბუნდოვნად, ან საერთოდ არ ახსოვს, მაგრამ მისი ხასიათი და ნიჭი, სწორედ წინა ინკარნაციებში დაგროვილ გამოცდილებას ეფუძნება.

პირველ ეტაპზე, 25-29 წლამდე, რომელიც გარდამტეხი ეტაპია ნებისმიერის ცხოვრებაში, ადამიანი წინა ინკარნაციაში დაგროვილ გამოცდილებას, რესურსს იყენებს და სწორედ ამიტომაა საჭირო საბოლოო მისიის შესასრულებლად ანუ აღმავალი კარმული კვანძის მისაღწევად, პოზიტიური გამოცდილების „მომარაგება“.

კარმული მოცემულობა ყოველთვის ოპოზიციურ ნიშნებს ეფუძნება ანუ ადამიანი სწორედ იმის საპირისპირო თვისებებით იბადება, რასაც მისგან სამყარო მოითხოვს. მაგალითად, თუ ადამიანს აღმავალი კარმული კვანძი მერწყულის ზოდიაქოს ნიშანში აქვს, მაშინ დაღმავალი კარმული კვანძი ანუ „კეტუ, აუცილებლად ლომის ზოდიაქოს ნიშანში ექნება, ანუ მართალია,  ლიდერის, სხვათა ხელმძღვანელობის და საზოგადოების ყურადღების მიქცევის თანდაყოლილი ნიჭით იბადება, მაგრამ ბუნებით ეგოისტი მაინც ვერ ახერხებს არსებული ბერკეტების გამოყენებას და სწორედ ამიტომ გადის კარმული გზას, რომელიც ლომის თვისებების საკუთარ მახასიათებლებთან ჰარმონიულ შერწყმას ასწავლის.

სხვათაშორის, მას, ვისაც აღმავალი კარმული კვანძი ლომის ზოდიაქოს ნიშანში აქვს, სამყარო პირველ რიგში, სითამამეს და თავდაჯერებულობას მოითხოვს მისგან, რათა არასდროს შეეპაროს ეჭვი საკუთარ უნიკალურობასა და სხვებთან უპირატესობაში, თუმცა ამგვარი მოცემულობით დაბადებული ცხოვრების პირველ ეტაპზე ყოველთვის ძალიან მორცხვია, უამრავი კომპლექსი აქვს და მუდმივად სხვის იმედზეა, ზედმეტად მტკივნეულად განიცდის კრიტიკას და გაურბის გარშემომყოფებთან ურთიერთობას. სწორედ ამიტომ უწყობს სამყარო გამოცდას და აიძულებს საკუთარი პოზიტიური თვისებების გამოვლენას.

მართალია, კონკრეტულ ეპოქაში, კონკრეტულ წელს და თვეს დაბადებულ ადამიანს თავისი კონკრეტული პროგრამა აქვს, მაგრამ ყოველთვის თვითონაა საკუთარი ბედის განმკარგავი და სწორედ მასზეა დამოკიდებული დადებითად განვითარდება თუ ნეგატიურად. ყველამ უნდა გაიაზროს, რომ წარმატების მიღწევა შრომის გარეშე შეუძლებელია, მასაც კი, ვინც ერთი შეხედვით, ყველა სიკეთეს მონდომების გარეშე ღებულობს, სინამდვილეში, ადრე თუ გვიან მაინც უწევს გარკვეული ფასის გადახდა.

სხვათაშორის, სწორედ კრიზისია ახალი სტარტი, რომელიც განვითარების, ახლის აღმოჩენის და სწავლის საუკეთესო შესაძლებლობაა, რადგან შიშის, მძაფრი განცდის გარეშე არავის უჩნდება წინსვლის, საკუთარ ცხოვრებაში ცვლილებების განხორციელების სურვილი. რა თქმა უნდა, ყველას უყვარს კონფორტი, თუმცა ზოგჯერ ადამიანი იძულებულია უარი თქვას ჩვეულ გარემოზე და განახორციელოს სერიოზული რეფორმები, ასტროლოგია კი, სირთულეების განსხვავებული რაკურსით დანახვის, აღქმის და მათი დაძლევით გაზრდის საუკეთესო საშუალებაა. მთავარია, ადამიანმა იმედი არ დაკარგოს და არ დანებდეს პრობლემებს, რადგან იმედგაცრუება და ნეგატიური განწყობა, რომელსაც სამყაროს უგზავნის ისევ მას უბრუნდება და მის წინააღმდეგ მუშაობს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები