LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ხელით შექმნილი შევროლე – ავტოსთორი

10
Chevy HEAD

მანქანთმშენებლობა გლობალური დონის საქმეა. ალბათ ორი აზრი არ არსებობს რამდენად გრძელია ის წინ გადადგმული ნაბიჯი, რაც ავტომობილის შექმნამ გამოიწვია. ავტომობილი უყვართ ავტომოყვარულებს, სჭირდებათ მძღოლებს და თამაშობენ პატარები. მაგრამ, ცალკე კატეგორიაა ის ხალხი ვინც ავტომობილს ხელოვნებად წარმოაჩენს.

წარმოგიდგენთ შევროლე კორვეტის ხისგან შექმნილ მინიატურულ ასლს, რომელიც მისმა შემქმნელმა ორიგინალ გიგანტურ ავტომობილს მაქსიმალურად მიამსგავსა. ხისგან შექმნილი საბურავები იმდენად დეტალურადაა გამოთლილი, რომ პირდაპირ გამაოგნებელი. ამ კორვეტს ეხსნება ოთხივე კარი, აქვს საბარგული, ხუფი, სახურავი, კავშირია საჭესა და საბურავებს შორის.

მუშაობს მინის საწმენდიც დიახ და მოძრაობს სარკეები. ყველა დეტალი რითაც კი ეს პიკაპი გამოირჩევა, ამ მინიატურულ მანქანას, აქვს!

განსაცვიფრებლად აქვს გამოთლილი ხიდები და მისი მოძრაობა ხომ საერთოდ ფანტასტიკურია. ავტომოყვარულებისა არ ვიცი მაგრამ მინიატურული მანქანების მოყვარულებისთვის ეს ხელნაკეთი შედევრი ნამდვილად შეუფასებელია.

ავტომობილის შემქმნელს საკუთარი სოციალური ქსელიც აქვს. როგორც ჩანს ის პერიოდულად თავის ნამუშევრებს ყიდის, თუმცა პირდაპირი ფასი სამწუხაროდ ნაჩვენები არ აქვს.

 – ფასი

-იხილეთ პირადი შეტყობინება“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები