LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

კონტრასტული შხაპი

13
შხაპი

წელიწადის ცხელი დრო ახლოვდება და საჭიროა თადარიგის დაჭერა წინასწარ, რომ ფორმაში ვიყოთ და ლამაზი სხეულით შევხვდეთ ზაფხულს. თუ აქამდე არ გიცდიათ სცადეთ კონტრასტული შხაპი. ეს პროცედურა არა მხოლოდ გამოფხიზლებაში დაგეხმარებათ, არამედ ის გააუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, გააძლიერებს იმუნიტეტს, ტონუსში მოიყვანს სისხლძარღვებს და მყესებს.

ცივი და ცხელი წყლის შენაცვლება ასევე ასტიმულირებს ნივთიერებათა ცვლას და ხელს უწყობს წონაში დაკლებას. კონტრასტული შხაპი ცხელი წყლით უნდა დაიწყოთ და დაამთავროთ ცივით. წყლის ტემპერატურა 6-ჯერ შეცვალეთ. თითოეულს 10-15 წამი დაუთმეთ. კარგია თუ პროცედურას ნელ-ნელა შეეჩვევით. კონტრასტულ შხაპს უკუჩვენებაც აქვს, ამიტომ სანამ მის მიღებას დაიწყებდეთ კონსულტაცია ექიმთან გაიარეთ.

იმისათვის, რომ სახის და სხეულის კანს ჯანსაღი იერი დაუბრუნოთ, მოიშველეთ პილინგი. შეგიძლიათ შეიძინოთ სკრაბი ან დაამზადოთ სახლში ბუნებრივი საშუალებებისგან, რომელიც წარმატებით შეგიძლიათ გამოიყენოთ ყოველდღიურ ცხოვრებაში. მის შემადგენლობაში შედის დაფქული ყავა, ზეითუნის ზეთი, შაქარი, მარილი, შვრია და სხვა. ბუნებრივი სკრაბის გამოყენება კვირაში 2-ჯერ შეგიძლიათ. გარქოვანებული კანის მოცილებით მცირდება ცელულიტის რაოდენობა და კანი ხავერდოვანი და ნაზი ხდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები