LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ლუდი – მკურნალი ალკოჰოლი

28
5972de8e-8fc8-11ea-82d8-0a58646eb113-beer-hub-cover

ლუდს საოცარი სარგებლობა მოაქვს ადამიანის ორგანიზმისათვის, რა საკვირველია, მისი ზომიერად მოხმარების შემთხვევაში.

ლუდი შეიცავს B -ჯგუფის ვიტამინების კომპლექსს. კერძოს: B2, B6 და B12 ვიტამინებს. ეს ვიტამინები, ხელს უწყობენ ადამიანის ორგანიზმში ჰემოგლობინის წარმოქმნას. ლუდი ასევე შეიცავს ფოლიუმის მჟავას, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს კორონალური დაავადებების რისკს. ლუდი სასარგებლოა თირკმელებისათვის. შეიძლება გსმენიათ, რომ სასურველია ალკოჰოლისთვის თავის არიდება, რადგან ის თირკმელებს აზიანებს. მაგრამ, ლუდი ის სასმელია, რომელიც დაგიცავთ თირკმლის კენჭებისგან. ლუდი დაახლოებით 90% წყალს შეიცავს, რაც ებრძვის დეჰიდრატაციას და თირკმელებიდან გამოდევნის ტოქსინებს. ეს დაგიცავთ თირკმელებში კენჭების ფორმირებისგან.

ლუდი აძლიერებს ძვლებს. იგი შეიცავს კალციუმს, რკინას და სილიციუმს, რომლებიც ამაგრებენ ძვლებს და აუმჯობესებენ მათი ზრდის პროცესს. ლუდს შეუძლია ალცჰაიმერის დაავადების განვითარების პრევენცია. მისი ზომიერი მოხმარება ამცირებს წნევას და ხელს უწყობს გულის ბლოკადის პრევენციას.

აქვე, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ უკუჩვენებებიც, რომლის ჩამონათვალში შედის:

მწვავე ჩირქოვანი დაავადებები

მწავავე ინფექციური დაავადებები

ტუბერკულიოზის აქტიური ფორმა

ალკოჰოლიზმი

ათეროსკლეროზი

შაქრიანი დიაბეტი

ვარიკოზული ემბოლიის საშიშროება

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები