LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მანდარინი – მეტად საჭირო ციტრუსი

14
მანდარინი

არსებობს 7 მიზეზი, რის გამოც უნდა მივიღოთ მანდარინი. შეიძლება ბევრმა ჩვენგანმა არც კი იცოდეს მისი სასარგებლო თვისებების შესახებ, არადა მეტად საჭირო ხილია. გამოიყენება არა მარტო მისი რბილობი, არამედ ქერქიც, რადგან ბევრ სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს.

მანდარინის წვენი და ნაყოფი ეფექტურ ზემოქმედებას ახდენს დიზენტერიის დროს. ასევე, გამოიყენება, როგორც სისხლდენის შემაჩერებელი საუკეთესო საშუალება. მანდარინის წვენი კანის დაავადებების დროსაც გამოიყენება. ფიტონციდების მოქმედება იმდენად ძლიერია მანდარინში, რომ ცოცხალი წვენი კლავს ზოგიერთ სოკოს. იმისათვის, რომ, განვიკურნოთ სოკოვანი დაავადებისგან, რომელიც კიდურებზე აღინიშნება, უნდა გამოვწუროთ მანდარინის კანიდან და ლებნებიდან დიდი რაოდენობით წვენი და დავიდოთ საჭირო ადგილას ამ წვენში დასველებული საფენები. ძალიან ეფექტური საშუალებაა.

მანდარინის მშრალი ქერქის ნახარში ძალიან კარგი ამოსახველებელი საშუალებაა და ეფექტურად გამოიყენება ბრონქიტისა და ტრაქეის ანთების დროს. არბილებს ხველას მშრალი ხველის დროს. იგივე ნაყენი სუფთა სახით გამოიყენება მადის გასაუმჯობესებლად. დიაბეტის დროს მანდარინის ქერქის ნახარში ამცირებს შაქრის დონეს სისხლში. მანდარინის ქერქისგან გამოყვანილი წვენი შედის ნაყენში, რომელსაც გამოიყენებენ მედიცინაში, როგორც მადის გასაუმჯობესებელ, საჭმლის მომნელებელი სისტემის მომწესრიგებელ საშულებას. იღებენ 10-12 წვეთს ჭამამდე 15-30 წუთით ადრე.

მიირთვით მანდარინის ლებნები, ხოლო სუფთა ქერქი გააშრეთ და შეინახეთ თქვენს ფიტო-აფთიაქში, რომ საჭიროების შემთხვევაში გამოიყენოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები