LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მერწყულის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულების დადებითი და უარყოფითი მხარები და სასარგებლო რჩევები მათი პარტნიორებისთვის

44
sofbzekalava-newsrd

გადაცემის ლაივი LIVE

18 თებერვალს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ჯერ პლანეტა მერკურის რეტროგრადულობა განიხილა, მერე მერწყულის ზოდიაქოს ნიშანის თავისებურებებზე, მის დადებით და უარყოფით თვისებებზე ისაუბრა.

რეტროგრადული მერკური 

პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ 2020 წელს პრაქტიკულად ყველა პლანეტას ექნება რეტროგრადული ფაზა, მერკურის რეტროგრადულობა ანუ უკუსვლა კი, რომელიც 17 თებერვალს დაიწყო და 10 მარტამდე გაგრძელდება, წარსულში, ძველ შეცდომებს დაბრუნებას და მათ გამოსწორებას,  სასიყვარულო ურთიერთობაში, საქმიან და ფინანსურ სფეროში კიდევ ერთი შანსის მიღებას გულისხმობს. ასე რომ, თამამად შეგიძლიათ იზრუნოთ ძველ პარტნიორთან ურთიერთობის აღდგენაზე და ძველი პროექტების ახლებურად რეალიზებაზე. თუმცა არც გართულებული კომუნიკაცია დაივიწყოთ, რადგან ძალიან გაგიჭირდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთგაგების მოძიება.

არ ღირს საყოფაცხოვრებო ტექნიკის, განსაკუთრებით მობილური ტელეფონის შეძენა, რადგან ამ პერიოდში ტექნიკას უცნაურად და უმიზეზოდ გაფუჭება სჩვევია.

გავრცელებული აზრის მიუხედავად, მერკურის რეტროგრადულობა აბსოლუტურად არაა საშიში, მთავარია მოერიდოთ ფაციფუცს და გაუაზრებლ მოქმედებას, რადგან სულსწრაფობა და ნაჩქარევი გადაწყვეტილებების მიღება მხოლოდ შეცდომებს დაგაშვებინებთ.

მერწყული (21 იანვარი – 19 თებერვალი) 

მერწყული, რომელსაც პლანეტა ურანი მფარველობს, ერთ-ერთი ყველაზე ორიგინალური და არასტანდარტული ზოდიაქოს ნიშანია, რომლისაც ბევრს არ ესმის, რადგან ყოველთვის მომავლისკენ უჭირავს თვალი და წინ უსწრებს თანამედროვე სამყაროს. მართალია, ძალიან უყვარს ისტორია, ინტერესდება წარსულით, თუმცა მხოლოდ იმისთვის, რომ წარსულისა და მომავლის ერთგვარი მიქსი შექმნას. ექსპერიმენტატორობა და შეუთავსებლის შეთავსების უნარი, ხშირად მერწყულის არაორდინალური ჩაცმით ვლინდება, როცა არა მხოლოდ განსხვავებული სტილის, არამედ სხვადასხვა ეპოქის სამოსისაც არაჩვეულებრივად უხამებს ერთმანეთს.

მერწყულს, რომლის ნიშნით ყველაზე მეტი ვუნდერკინდი იბადება, ძალიან არ უყვარს, როცა სხვას ადარებენ, რადგან დარწმუნებულია, რომ ერთადერთი და განუმეორებელია. შეუძლებელია არაპროგნოზირებადი მერწყულის ქცევის წინასწარ გათვლა, საოცრად კრეატიულია, ყოველთვის უამრავი, მათ შორის უტოპიური იდეა აქვს, რომელიც მართალია, თანამედროვე სამყაროში აბსურდულად გამოიყურება, მაგრამ მომავალში აუცილებლად რეალობად იქცევა.

მერწყულის დადებითი თვისებები 

ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ღირსება ჰუმანურობა და ტოლერანტულობაა. მერწყული არასდროს განიკითხავეს, არ ჭორაობეს და აუგს არ ამბობს არავიზე, რადგან თვლის, რომ ყველას აქვს საკუთარი სურვილით ცხოვრების უფლება, ამიტომ ძალიან არ უყვარს შეზღუდვა და აკრძალვა. ყოველთვის უმცირესობის ქომაგია და ლოიალური დამოკიდებულება აქვს სექსუალურ უმცირესობათა მიმართ, რომელთა რიგებს ხშირად თვითონაც მიეკუთვნება. მართალია, ყველასთან ერთნაირად, თანასწორი უფლებებით ურთიერთობს და არავის უყურებს ქედმაღლურად, მაგრამ სინამდვილეში, ძალიან ცოტას თვლის ახლობლად.

აღსანიშნავია, რომ მერწყული, რომელიც ხშირად ირჩევს ფსიქოთერაპევტის პროფესიას, ყოველთვის კარგად ხედავს სხვისი ფსიქიკის  ე.წ. „შავ ხვრელებს“, არაჩვეულებრივად გამოსდის ადამიანთა დამშვიდება და დაიმედება, თუმცა გლობალური პრობლემებით უფრო ინტერესდება, ვიდრე ახლობლების, ამიტომ ბევრი მას ცივ და გულგრილ ადამიანად მიიჩნევს.

მერწყულის კიდევ ერთი დადებითი თვისებაა გონიერება, კარგად აქვს განვიოთარებული ინტელექტი, თუმცა ძალიან არ უყვას ფიზიკური აქტივობა, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ მისი სუსტი წერტილი – სისხლის მიმოქცევის სისტემაა. ამასთანავე, ასტროლოგიაში მერწყულის ზოდიაქო ნერვულ სისტემას შეესაბამება, ამიტომ მისი ტვინი უწყვეტ რეჟიმში მუშაობს და ძალიან უჭირს მოდუნება, ხშირად იტანჯება ნევროზით და სხვადასხვა ფობიით.

მერწყულის პირადი ცხოვრება 

მერწყული, რომელიც არაფორმალურ ურთიერთობას ამჯობინებს ოჯახის ოფიციალურად შექმნას, ყოველთვის გაურბის გადამწყეტი ნაბიჯის გადადგმას და საკუთარ თავზე მეუღლის პასუხისმგებლობის აღებას.

მერწყულის ანტაგონისტი ლომი 

ზოგადად, ანტაგონისტ ნიშნებს ყოველთვის ერთანირი მიზნები აქვთ, თუმცა მათი მღწევის გზები განსხვავდება რადიკალურად. მერწყულის ანტაგონისტი – ლომია. მართალია, ორივე საოცარად ამბიციური ნიშანია, ორივე აღიარებას მოითხოვს და მუდმივად ცდილობს საზოგადოების ყურადღების მიქცევას, მაგრამ თუ ლომს პოპულარობის მოსაპოვებლად თამაში და სხვადასხვა როლის მორგება შეუძლია, პრინციპული მერწყული არასდროს მიდის დათმობაზე, რადგან თვლის, რომ ზუსტად ისეთი უნდა მიიღოს და შეიყვაროს სამყარომ, როგორიც სინამდვილეშია, ყურადღების მიქცევის მთავარ იარაღად კი, თანდაყოლილ ექსცენტრულობას, ინდივუდუალიზმს და ორიგინალობას იყენებს. ძალიან უყვარს ადამიანებთან, განსაკუთრებით უცნაურ ინდივიდუალისტებთან ურთიერთობა,  თუმცა ყოველთვის ადგენს საზღვრებს, რომელთა დარღვევის უფლებას არავის აძლევს. ამასთანავე, ლომს ძლიერი თვითრწმენა აქვს, მერწყულს კი, ხშირად ეჭვი ეპარება საკუთარ შესაძლებლობებში.

ნიშნები, რომლებიც მერწყულის გავლენას განიცდიან 

ნიშნები, რომლებიც მერწყულის გავლენას განიცდიან, სულ მცირე გარეგნობით მაინც ჰგვანან მას, ხშირად იცვლიან ჩაცმის სტილს, თმის ფერსა და ვარცხნილობას, რადგან ზოდიაქოს ეს ნიშანი, სწორედ გარეგნობით გამოხატავს საკუთარ ინდივიდუალურობას.

სასარგებლო რჩევები მერწყულის პარტნიორთათვის 

მერწყულის პარტნიორი მასავით არაორდინალური და მრავალფეროვანი  უნდა იყოს, რადგან ის მენტალურ, ემოციურ სიახლოვეს უფრო აფასებს, ვიდრე ფიზიკურს. მერწყულისთვის ძალიან მნიშვნელოვანია მეგობრობა, ამიტომ ხშირად სწორედ ძველ მეგობართან აბამს რომანს, თუმცა არ ღირს საკუთარი სიყვარულით დახრჩობა, რადგან მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია პირადი სივრცის შენარჩუნება.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები