მნიშვნელოვანი რჩევები 40 წლის ზევით ქალბატონებს - ადრენალინი

40 წლის ზევით ქალბატონებს ხელის კოსმეტიკის შეძენისას უნდა ახსოვდეთ, რომ მათი ხელის კანისათვის აუცილებელია B ჯგუფის ვიტამინების შემცველი საშუალებები. როგორც ცნობილია B ვიტამინი კვებავს უჯრედებს, მისი უკმარისობა კი კანს აშრობს და წარმოქმნის ნახეთქებს. C ვიტამინი აუცილებელია კოლაგენის გამოყოფისთვის, რომელიც აღადგენს კანს და მას ელასტიკურობას ანიჭებს.

გარდა ამისა, წლებმა თქვენს ხელებს შესამჩნევი კვალი რომ არ დაატყოს, დაიცავით რამდენიმე არც თუ ისე რთული წესი: არ დაგავიწყდეთ ხელთათმანების გაკეთება ცივ ამინდში. ყოველთვის დამატენიანებელი და მზისგან დამცავი კრემებით ისარგებლეთ. შეასრულეთ სპეციალური ვარჯიშები მაჯებში გამავალ სისხლძარღვებში გამავალ სისხლის მიმოქცევის გასაუმჯობესებლად და ნივთიერებათა ცვლის უზრუნველსაყოფად, რათა კანი ხანგრძლივი დროის განმავლობაში ფერმკრთალი და უსიცოცხლო არ გახდეს.

თუ გსურთ თქვენი ხელები არა მხოლოდ ლამაზი, არამედ მოქნილიც იყოს, აუცილებლად უნდა ავარჯიშოთ. ხანგრძლივი წერის, ბეჭდვის ან სიმძიმის ტარების შემთხვევაში, ხელი დაღლილობის მოხსნასა და განტვირთვას საჭიროებს.

გთავაზობთ შემდეგ მარტივ სავარჯიშოს ხელისთვის:

დასაწყისისთვის მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ.

შემდეგ აიღეთ ნელსაცხებელი და ვიწრო წრიული მოძრაობებით შეიზილეთ იგი ხელის გულებსა და თითებში.

შეკარით თითები მუშტად და ნელ-ნელა გაშალეთ.

შეეცადეთ გაშლისას თითები რაც შეიძლება მეტად დააშოროთ ერთმანეთს.

მოადუნეთ ხელები და კვლავ მუშტად შეკარით.

გაიმეორეთ ვარჯიში 5-6 ჯერ.

ხელები სწრაფად შეკარით მუშტად და სწრაფადვე გამოშალეთ.

ან ცერა თითს რიგრიგობით დააწექით იმავე ხელის დანარჩენი თითებით.

კომპიუტერთან და საკერავ მანქანასთან ხანგრძლივ მუშაობას თან ახლავს დაღლა, რაც არა მხოლოდ მაჯების, არამედ მთელი ხელებისა და მხრების ტკივილს იწვევს. ამიტომ, პერიოდულად საჭიროა რამდენიმე წამით მაინც, მოდუნდეთ, გაშალოთ ზურგი და მხრები, მაქსიმალურად გაჭიმოთ ბეჭები და თავი უკან გადაწიოთ.

ასევე სასარგებლოა შემდეგი ვარჯიშების ჩატარება: ნელ-ნელა აწიეთ მხრები, იმავდროულად თავი ჩაწიეთ და შემდეგ დაუბრუნდით საწყის მდგომარეობას. ნელი მოძრაობით აბრუნეთ თავი ჯერ ერთი, შემდეგ კი საპირისპირო მიმართულებით. გარდა ამისა, ცერა თითის მასაჟი ამაღლებს ტვინის ფუნქციონალურ აქტივობას. საჩვენებელი თითის მასაჟი დადებითად მოქმედებს კუჭის მდგომარეობაზე. შუა თითისა ნაწლავებზე. არა თითისა ღვიძლზე. და ბოლოს! ნეკა თითის მასაჟი აუმჯობესებს გულის მუშაობისას, ხსნის ფსიქიკურ დაძაბულობას და ნერვულ გადაღლილობას.