LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პენსიონერი მერსედესები

9
mercedess

როგორც ყველა ჩვენგანი, აღმოჩნდა რომ კომპანია მერსედეს ბენციც ცდილობს მოგებები გაზარდოს მოგება. მოგების გაზრდაში კი მას ახალი სტრატეგია დაეხმარება, რაც შემდეგნაირად გამოიყურება.

მერსედესმა სამოდელო გამაში ცვლილებები უნდა განახორციელოს, აქედან გამომდინარე არაპოპულარული მოდელების ბაზრიდან გაქრობა და ელექტროფიცირებული მანქანებით ჩანაცვლება დაიგეგმა.

ვრცელდება ჩამონათვალი იმ ავტომობილებზე, რომლებსაც კომპანია თამაშგარე მდგომარეობაში ტოვებს. მათ შორის არიან უნივერსალები, კუპე და ქროსოვერი მოდელები.

მერსედესი ამერიკისა და ევროპის ბაზარზე არსებული 33 ვარიანტიდან მხოლოდ 14-ს ტოვებს.

უკვე გადაწყვეტილია რომ ბრენდი უარს იტყვის C და  E კლასის კუპეებსა და კაბრიოლეტებზე, მათ ადგილს კი დაიკავებს ახალი მოდელი CLE

CLS-ის მოხსნიან 2024 წლიდან, GLE და GLC Coupe კი მხოლოდ ერთი თაობის ცვლილება დარჩებათ, რის შემდეგაც კომპანია მათზე უარს იტყვის. ასევე 2028 წლიდან ამოიძირკვება C- კლასის უნივერსალი, ხოლო E-კლასს მხოლოდ ერთხელ გამოიცვლის თაობას და ეს მოხდება 2030 წლისთვის. უკანასკნელი შუთინგბრეიქი CLA კი დეკადის ბოლომდე დარჩება კონვეიერზე.

მოსალოდნელია, რომ Mercedes-Benz მეტ მონდომებას მოახმარს AMG, Maybach და ულტრამდიდრულ საკოელქციო ავტომობილებზე სერიიდან Mythos.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები