LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქაცვი – სამკურნალო ნივთიერებათა საწყობი

39
ქაცვი

ქაცვის ნაყოფი ვიტამინებითაა გაჯერებული. ის შეიცავს A, B1, B2, B6, C, E და P ვიტამინებს. ასევე, მდიდარია ცხიმოვანი თუ ორგანული მჟავებით, მიკროელემენტებით.

ქაცვს აქვს ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი, ჭრილობის შემახორცებელი, ანტიმიკრობული, დაზიანებული ქსოვილის აღმდგენი, ნივთიერებათა ცვლის მარეგულირებელი, კუჭის წვენის სეკრეციის შემამცირებელი, ანტიათეროსკლეროზული მოქმედება. სწორედ ამ თვისების გამო, ის გამოიყენება ეგზემის, დამწვრობის, ძნელად შესახორცებელი წყლულების, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის, დასხივებით გამოწვეული დაავადების, გინეკოლოგიური პათოლოგიების სამკურნალოდ. ქაცვის ნაყოფს მიირთმევენ უმად, ხარშავენ მურაბას, კისელს ან აყენებენ მის ღვინოს.

ქაცვისგან, ასევე, ამზადებენ ზეთს, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ დაავადებათა შესანიშნავი წამალია, მას არც უკუჩვენება აქვს და არც გვერდითი მოვლენები ახასიათებს. განსაკუთრებით სასარგებლოა ქაცვის ზეთი. მას იყენებენ ათეროსკლეროზის, ჰემოროის, მოყინვის, ჭრილობების, ტროფიკული წყლულებისა და გინეკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ. საუკეთესოა კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის, გასტრიტისა და კოლიტის მკურნალობისთვის. ის ამცირებს კუჭის მჟავიანობას და აჩქარებს წყლულის შეხორცებას, დაბლა სწევს ქოლესტერინის დონეს. ქაცვის ზეთი შეიძლება შეიძინოთ აფთიაქში და თავადაც მოამზადოთ. არის ძლიერი ანტიბაქტერიული საშუალება. დადებითად მოქმედებს ალკოჰოლით მოწამვლით გამოწვეულ ღვიძლის პათოლოგიებზე.

კუჭის წყლულის დროს მიიღეთ 1 ს/კ ქაცვის ზეთი 3-ჯერ დღეში. კუჭის წვენის დაბალი მჟავიანობის, ქრონიკული კოლიტის, ღვიძლისა და ნაღველსადინარების დაავადებების დროს მიიღეთ 1 ჩ/კ ქაცვის ზეთი 2-ჯერ დღეში, ჭამამდე 30-40 წუთით ადრე. მკურნალობის კურსია 2-3 კვირა. აუცილებლობის შემთხვევაში გაიმეორეთ ერთი თვის შემდეგ. კუჭის დაავადებების დროს 3 ს/კ ქაცვის ნაყოფს დაასხით 500 მლ წყალი და თავდახურული ადუღეთ. გაწურეთ, დაამატეთ თაფლი გემოვნებით და მიიღეთ დღეში 2-3 ჭიქა. ქაცვის ფოთლების ჩაი რეკომენდებულია რევმატიზმის, სურავანდის, ნიკრისის ქარის, ანემიის, კუჭ-ნაწლავის ანთებითი დაავადებებისა და სახსრების ტკივილის დროს: 1 ს/კ ფოთოლს დაასხით 1 ჩ/ჭ მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი. დღის განმავლობაში მიიღეთ 3-4 ჩ/ჭ ნაყენი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები