LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,რა როლს თამაშობს ასტროლოგია ადამიანურ კომუნიკაციაში” – სოფია ბზეკალავას საავტორო გადაცემა ,,ასტრომაგია”

10
sofiabzekalava2010

7 ოქტომბერს ავტორადიოს გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფიო ბზეკალავამ კომუნიკაციაზე და ადამიანებს შორის ურთიერთობისას ასტროლოგიის გამოყენების მნიშვნელოვნებაზე ისაუბრა.

კომუნიკაციის ხელოვნება 

კონუნიკაცია ძალიან რთული სფეროა, რომელსაც უამრავი ფაქტორი განსაზღვრავს. რა თქმა უნდა, ადამიანებს შორის ურთიერთობა მხოლოდ ზოდიაქოს ნიშანზე ვერ იქნება დამოკიდებული, მაგრამ მისი გათვალისწინებაც საჭიროა. ადამიანებთან ურთიერთობის მარტივად წარმართვისთვის სასურველია მისი ზოდიაქოს ნიშნის ცოდნა და დადგენა თუ რომელ ჯვარს მიეკუთვნება. არსებობს სამი – ფიქსირებული, მუტაბელური და კარდინალური ჯვარი. კარდინალური ჯვარის წარმოამდგენლები – ვერძი, კირჩხიბი, სასწორი და თხის რქა ძალიან რადიკალურები არიან, არ შეუძლიათ შუალედის მონახვა და ხშირად ვარდებიან უკიდურესოაბში, უჭირთ ერთხელ შექმნილი აზრის შეცვლა და ადამიანებიც ან ძალიან მოსწონთ ან ძალიან სძულთ. ფიქსირებული ჯვრები – კურო, ლომი, მორიელი და მერწყული მოპოვებასა და შენარჩუნებაზე არიან ორიენტირებული. დრო სჭირდებათ, ადამიანის გასაცნობად და გარკვეული აზრის შესაქმნელად, თუმცა, საუკეთესო შემსრულებლები არიან, რომელთა გარეშე უბრალოდ ვერ განხორციელდება მსხვილი პროექტები. მუტაბელურ ჯვარს მიეკუთვნებიან – ტყუპები, ქალწული, მშვილდოსანი და თევზები. ამ ნიშნებს შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია, ტყუპები, რომლებიც ძალიან მოუსვენრები არიან და განწყობასთან ერთად, აზრსაც მუდმივად იცვლიან.

სტიქიის გათვალისწინებით, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე მოქნილები ურთიერთობაში ჰაერის ნიშნები – ტყუპები, სასწორი და მერწყული არიან, რომლებიც საკუთარ საქმიანობადაც კომუნიკაციის სფეროს ირჩევენ.  ტყუპებს შორის ჟურნალისტები ჭარბობენ, მერწყუილი კი, ტელევიკომუნიკაციებს ანიჭებს უპირატესობას. თუმცა, მთავარი მაინც საკუთარი თავის შეცნობა, სურვილების და შესაძლებლობების ზუსტად განსაზღვრაა, რადგან სწორედ ასე შეიძლება საინტერესო საქმის მოძიება და მისი სრულყოფილედ შესრულება.

სხვათაშორის, ბოლო დროს ახალგაზრდები პროფესიის არჩევამდე სულ უფრო ინტერესდებიან პირადი ჰოროსკოპით, ისე როგორც მშობლები, რომლებიც  მცირეწლოვანი ბავშვის ჰოროსკოპით განსაზღვრავენ მის შესაძლებლობებს და მაქსიმალურად უწყობენ ხელს მათ განვითარებას.

ადამიანის ჰოროსკოპის, მისი თავისებურებების ცოდნა, ერთის მხრივ, ურთიერთობას ამარტივებს, მეორეს მხრივ, საკუთარ თავზე მუშაობას და საკუთარი ნაკლის დანახვას გვასწავლის. არანაკლებ მნიშვნელოვანია ტოლერანტობის გამოჩენა, თუნდაც გამაღიზიანებელი ადამიანის მიმართ, რადგან ნებისმიერი ნეგატივი და აგრესია, მისსავე პრობლემებზე მიანიშნებს. რა თქმა უნდა, ტოლერანტობა არ გულისხმობს სხვისთვის ზედმეტის უფლების მიცემას. არიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად გასცემენ და ვერაფერს ღებულობენ, სულ სხვას არიან გადაყოლილი და საკუთარი თავისთვის ვერაფერს იმეტებენ, რაც არასწორია, რადგან ადამიანმა ჯერ საკუთარი თავს უნდა სცეს პატივი და მერე დანარჩენებს, სხვაგვარად ვერც გარშემომყოფთა პატივისცემას დაიმსახურებს.

 

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები