LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რალფ ლორენის ავტოსთორი

11
32

მოდა, დიზაინი, სტილი… ავტომობილი. ერთმანეთს ისე უხდებიან, როგორც შავი პიჯაკის ქვეშ ჩაცმული თეთრი პერანგი და როლექსი მაჯაზე.

ჩაცმულობის მოდას ბევრი დიზაინერი ქმნის. უამრავი ადამიანის გატაცებაა სტილი და უამრავი მათგანი შენატრის დიდებული დიზაინერების ქმნილებას… მაგრამ რაღაცას ეს დიზაინერებიც შენატრიან და ეტრფიან.

მაგალითად, ნიუ იორკელი დიზაინერი რალფ ლორენი თურმე ავტომობილების შთამბეჭდავ კოლექციას ფლობს.

მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მოდის დიზაინერი უიშვიათეს მანქანებს ფლობს – დაწყებული 1962 წლის Ferrari 250 GTO-დან, დამთავრებული 1957 წლის Jaguar XKSS-მდე.

მის საკუთრებაში ძალიან იშვიათი და უნიკალური, 40 მილიონი დოლარის ღირებულების 1938 წლის Bugatti Type 57SC Atlantic-ია. ლორენის კოლექციის კიდევ ერთი უიშვიათესი მანქანა 1950 წლის Jaguar XK120 Alloy Roadster-ია. ის ალუმინისგან იყო დამზადებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები