რამდენად ვიცავთ პირად ჰიგიენას ანტიპერსპირანტებითა და დეოდორანტებით - ადრენალინი

მრავალრიცხოვან სარეკლამო რგოლში ანტიპერსპირანტისა და დეოდორანტის მნიშვნელობა ხშირად გაუგებარია. როგორც ცნობილია, ამ ორი კოსმეტიკური საშუალების მოქმედება არსებითად განსხვავდება ერთმანეთისგან. კერძოდ: დეოდორანტი უსიამოვნო სუნს აშორებს, მაგრამ მის მიზეზს არა. ანტიპერსპირანტის შემადგენლობაში კი ალუმინისა და თუთიის ორგანული მარილები შედის, რომლებიც ჯირკვლებიდან ოფლის გამოყოფას 20-40%-ით ამცირებს. ზოგადად რომ ვთქვათ, ზემოქმედებას უშუალოდ საოფლე ჯირკვლებზე ახდენს და ფაქტობრივად ორგანიზმში ბუნებრივ პროცესებს არღვევს. ამ მიზეზით ექიმი-დერმატოლოგები ხშირად და ბევრს დავობენ იმაზე, რამდენად სერიოზულად ვნებს ჩვენს ჯანმრთელობას ანტიპერსპირანტების გამოყენება.

ანტიპერსპირანტები და დეოდორანტები თქვენს შეუცვლელ მეგობრებად იქცევა და არაფერს გავნებთ, თუ მათი გამოყენებისას რამდენიმე მარტივ წესს დაიცავთ:

1. ორივე მათგანი მშრალ და სუფთა კანზე უნდა წაისვათ.
2. მათი გამოყენებით არ შეიძლება დაუბანელი და გაღიზიანებული კანის დამუშავება.
3. დღის ბოლოს დაბანა აუცილებელია.
4. ოფლის გამოყოფის ხელოვნურმა დამუხრუჭებამ შეიძლება ორგანიზმის თერმორეგულაციის სერიოზულ დარღვევამდე მიგიყვანოთ, ამიტომ ანტიპერსპირანტის გამოყენება დიდი ფიზიკური დატვირთვების წინ რეკომენდებული არ არის.


5. მზის სხივების ზემოქმედებით ზოგიერთი დეოდორანტი პიგმენტურ ლაქებს წარმოქმნის, ამიტომ პლაჟზე გასვლამდე დეოდორანტის გამოყენებისგან თავი შეიკავეთ.
6. გაითვალისწინეთ, რომ ანტიპერსპირანტი ოფლის გამოყოფას ეწინააღმდეგება, მაგრამ სრულიად უძლურია მაშინ, როცა ოფლი უკვე გამოიყო. ასე, რომ დღის განმავლობაში, მის გამოყენებას აზრი არ აქვს.
7. თუ, საოფლე ჯირკვლების მიერ გამოყოფილი ბიოლოგიური სითხე სერიოზულ პრობლემას გიქმნით, თქვენი დეოდორანტი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ანტიბაქტერიულ დანამატებს.
8. ანტიპერსპირანტებისა და დეოდორანტების შეძენისას ყურადღება მიაქციეთ შენახვის ვადას, რაც უფრო ძველია პროდუქტი, მით უფრო მეტ კონსერვანტს შეიცავს.
9. გაითვალისწინეთ დეოდორანტების ფორმები: აეროზოლები, გელები, ფანქრები, ბურთულიანი და მშრალი დეოდორანტები – თითოეული მათგანი კანის გარკვეულ ტიპს შეესაბამება. მაგ: აეროზოლი კატეგორიულად ეკრძალება მას, ვისაც მგრძნობიარე კანი აქვს, რადგან დიდი რაოდენობით სპირტი აღიზიანებს კანს, იწვევს სიწითლეს და ხანდახან გამონაყარიც ჩნდება.