LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ მოქმედებს ალკოჰოლი, ჩაი, ყავა, რძე, წვენი მიღებულ წამლებზე – ადრენალინი

8
2018-11-17-58832-1542428295.-large

წამლის ზემოქმედება დაფუძნებულია მის ურთიერთქმედებაზე ორგანიზმის მოლეკულებთან. თუ წამალს დავლევთ სხვადასხვა სითხის საშუალებით, მიმდინარე რეაქციის ხასიათი შეიძლება პრინციპულად შეიცვალოს. ალკოჰოლის მიღებით ღვიძლზე დატვირთვა ძლიერდება და ძალიან სწრაფად აღწევს საშიშ ზღვარს.

ლუდი, მათ შორის უალკოჰოლო, შეიცავს ღვიძლის ფერმენტების მოქმედების დამამუხრუჭებელ ნივთიერებებს. ამის გამო, წამალი უფრო ნელა გადამუშავდება. არასოდეს შეურიოთ ალკოჰოლი და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებები. ამან შეიძლება სერიოზული პრობლემები გამოიწვიოს კუჭ-ნაწლავის და ღვიძლის ფუნქციონირების მხრივ. კატეგორიულად აკრძალულია ანტიდეპრესანტების მიღება ალკოჰოლით. ამ შემთხვევაში უარყოფითი მოქმედება შეეხება არა მარტო ღვიძლს, არამედ ტვინსაც.

გრეიპფრუტის წვენის დაყოლება წამალზე კატეგორიულად იკრძალება. იგი თრგუნავს სასარგებლო ნივთიერებებს და წამალი მუშაობს ნაკლებეფექტურად. ფერმენტების მუშაობას არღვევს ასევე ფორთოხალი და ბროწეული.

რძე – სასარგებლო პროდუქტია. მასში კალციუმის, კალიუმის და რკინის იონების დიდი შემცველობაა. სწორედ ეს იონები შეიძლება შეერთდნენ ანტიბიოტიკების მოლეკულებთან და დაქვეითდეს ორგანიზმის წვდომა ამ პრეპარატებზე. რძის შემცველობაში არსებული ფერმენტი ქსანტიოქსიდაზა თრგუნავს ზოგიერთი სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარატის მოქმედებას. ამიტომ ანტიბიოტიკების დალევა რძით არ შეიძლება.

ჩაი – შეიცავს ტანინს. ის ქმნის მჭიდრო კავშირს ბევრ იონთან, ამიტომ ირღვევა რიგი მიკროელემენტების შეწოვა. კერძოს: ჩაი არ უნდა დავაყოლოთ რკინის პრეპარატებს. ყავას იგივე ეფექტი ახასიათებს, რაც ჩაის. გარდა ამისა, ის შეიცავს კოფეინს და ცხადია არ შეიძლება საძილე საშუალებების მიღება, ხოლო ტკივილგამაყუჩებლები უფრო დიდხანს მუშაობს თუ მას ყავას დავაყოლებთ, რაც ასევე მიუღებელია.

არითმიის საწინააღმდეგო, გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობის დასარეგულირებელი და ჰიპოტენზიური საშუალებები არ შეიძლება ყავასთან ერთად მივიღოთ, რადგან კოფეინი მაღლა წევს წნევას და აძლიერებს გულისცემას.

შესაბამისად: პრეპარატები მიიღება წყალთან ერთად, იმისათვის რომ წამალი ადვილად გადასატანი იყოს. სხვა სითხეების ამ მხრივ გამოყენება აკრძალულია, იშვიათი გამონაკლისების გარდა, რაც ექიმის ჩარევით აიხსნება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები