LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

როგორ ვარეგულიროთ ჰემოგლობინი დონე – ადრენალინი

21
b239ec6accd227c7

რისი ბრალია სისხლში ჰემოგლობინის დაქვეითება, რამდენია მოზრდილი ადამიანისთვის მისი ნორმალური მაჩვენებელი და როგორ მოვიქცეთ დაბალი ჰემოგლობინის შემთხვევაში?

ჰემოგლობინის მაჩვენებელი იმატებს ერითროციტოზის, გულის თანდაყოლილი მანკების, ნაწლავური გაუვალობის, დამწვრობის, გულისა და ფილტვისმიერი უკმარისობის დროს. სისხლში ჰემოგლობინის მატება ფიზიოლოგიურია ფიზიკური დატვირთვის შემდეგ, ალპინისტებში, მფრინავებში. სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითებას ანემიას უწოდებენ. ის ვითარდება უხვი და ხანგრძლივი სისხლდენისას, სისხლის დაავადებისას, რომელსაც ერითროციტების დაშლა სდევს თან და რკინის ან ფოლიუმის მჟავის უკმარისობისას.

ორსულობისას ჰემოგლობინის ინდექსი ჩვეულებრივ ეცემა. ეს უპირატესად რკინის უკმარისობას უკავშირდება -ორსულობისას ხომ რკინაზე დღე-ღამური მოთხოვნილება საგრძნობლად იზრდება. თუ არაორსულს დღეში 5-15 მგ რკინა ჰყოფნის, ორსულს 15-20 მგ სჭირდება. ჰემოგლობინის ძირითადი საშენი მასალაა რკინა, ამიტომაც ორგანიზმში რკინის დეფიციტისას მისი ოდენობა განსაკუთრებით იკლებს. ასეთ დროს, აუცილებელია, რაციონი რკინის ჭარბად შემცველი პროდუქტებით გავამდიდროთ. ასეთია ღორის ღვიძლი, საქონლის ღვიძლი, ახალი ხორცი, თევზი, ქათმის კვერცხი, ბარდა, ლობიო, წიწიბურა, ხორბალი, შვრია, მანანის ბურღული, ფქვილი, პური, კაკაოს ფხვნილი, ბოსტნეული, ხილი, ძროხის რძე.

გაითვალისწინეთ, რომ რკინის დეფიციტის შესავსებად იმაზე მეტი ელემენტი უნდა მიიღოთ, ვიდრე ხარჯავთ, ვინაიდან, ორგანიზმი, მასში მოხვედრილი რკინის მხოლოდ 10%-ს ითვისებს. 1 მგ ელემენტის ასათვისებლად 10 მგ რკინის შემცველი პროდუქტის მიღებაა საჭირო. გარდა ამისა, ორგანიზმი ზოგიერთ რკინას საერთოდ ვერ ითვისებს. შედარებით ადვილად ასათვისებელია ხორცში, ღვიძლში, თირკმელებში არსებული რკინა. იგი მთლიანად შეიწოვება. შედარებით რთულია მცენარეულ საკვებსა და რკინის შემცველ პრეპარატებში არსებული რკინის ათვისება. ამიტომ, სასურველია რკინის შემცველი პრეპარატების მიღებისას მიიღოთ ც – ვიტამინიც, რომელიც რკინას ადვილად ასათვისებელ ფორმად გარდაქმნის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები