LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საჭმელი სოდა – ნაცნობი და უცნობი სამკურნალო თვისებები

113
სოდა

საჭმელ სოდას სხვა და სხვა დანიშნულება აქვს, მაგრამ მას მაინც განსაკუთრებით მედიცინაში იყენებენ. ხველების დასარბილებლად და დასაცხრობად ერთი ჩაის კოვზი სოდა ერთ ჭიქა ადუღებულ რძეში გახსენით და ძილის წინ დალიეთ. რძე ყელის ტკივილს დაგიამებთ და ხველებაც ჩაცხრება. ერთ ჭიქა თბილ წყალში გახსნილი ორი ჩაის კოვზი სოდა დღეში რამდენჯერმე გამოივლეთ ყელში. ასეთი სავლები არბილებს ლორწოვან გარსს და ამცირებს ყელში ფხაჭნის შეგრძნებას. სოდა სურდოსაც ებრძვის. გამონადენის დროს ცხვირში დღეში ოთხჯერ ჩაიწვეთეთ რამდენიმე წვეთი სოდის წყლიანი ხსნარი. სოდა ათხიერებს ლორწოვან გამონადენს და გაცილებით ადვილად გამოდევნის მას ცხვირიდან.

სოდიან ხსნარს ასევე იყენებენ გულ-ძმარვის დროს. კუჭში ჭარბად წარმოქმნილ მჟავას სოდა ადვილად ანეიტრალებს და ადამიანიც რამდენიმე წუთში შვებას გრძნობს. მისი ხშირი გამოყენება კი რეკომენდებული არ არის, რადგან გვერდითი მოვლენაც აქვს. კერძოდ აძლიერებს კუჭის წვენში შემავალი მარილმჟავას გამოყოფას, კუჭის გათხელებულ კედელს მავნე დარტყმას აყენებს და ხშირად მის გახვრეტას განაპირობებს, ამიტომ სოდიანი ხსნარი შეგიძლიათ გულ-ძმარვის შემთხვევაში მაშინ მიიღოთ, როცა სხვა პრეპარატები არ გაქვთ.

სოდა ანტიარითმიულ საშუალებადაც მიიჩნევა. უეცრად გახშირებულ გულისცემას გაუმკლავდებით, თუ წყალში გახსნილ ნახევარ ჩაის კოვზ სოდას მიიღებთ. ის ორგანიზმიდან დიდი რაოდენობით სითხესა და მარილებს გამოდევნის. ამიტომ ეფექტურია ჰიპერტონიის დროსაც. სოდას არტერიული წნევის დაქვეითების უნარიც შესწევს. თუ ფეხების დაღლილობა და შეშუპება გაწუხებთ, 10 ლიტრ თბილ წყალში 6 სადილის კოვზი სოდა გახსენით და ქვედა კიდურებზე სოდიანი წყლის აბაზანები გაიკეთეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები