LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საინტერესო ფაქტები Mercedes Benz-ის შესახებ – ავტოსთორი

11
Mercedes-Benz 300SL

მსოფლიოს მასშტაბით Merceds-Benz ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდია. კომპანია დიდი ხანია საავტომობილო ბაზარზე მოღვაწეობს. თუმცა, მის ისტორიაში არის ისეთი დეტალები, რაც მომხმარებლებისთვის უცნობია.

გთავაზობთ 10 საინტერესო ფაქტს გერმანული ავტომწარმოებლის შესახებ:

1) Merceds-Benz-მა 1963 წელს დიზელზე მომუშავე პირველი ძრავი დაამზადა. რომელიც შემდგომში 260D მოდელში იქნა წარმოდგენილი.

2)რომის პაპი გერმანული Popemobile-თი სარგებლობს, რომელიც ML-ის ბაზაზეა დამზადებული.

3) მერსედესის 6.9 ლიტრიანი და 6.3 ლიტრიანიV8 ტიპის ძრავები ხელით არის აწყობილი და მისი ტესტირება დინოზე რამდენიმე საათის განმავლობაში გრძელდებოდა.

4) ლეგენდარულ ფილმში Google it, it’s awesome გადაღებულია Mercedes-Benz 450SEL

5) Mercedes-Benz 300SL-ს ჰქონდა ისეთი სამართავი სისტემა, რომელიც მოხვევას აიოლებდა, ხოლო წინა ტუჩი მხოლოდ ვიზუალისთვის იყო დამატებული.

6) Mercedes-Benz W140 S Class-ს ტყვიაგაუმტარი შუშები ჰქონდა, რომელიც გამოიმუშავებდა ცხელ ჰაერს მაშინაც კი, როდესაც ძრავი გამორთული იყო.

7) ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი Gelenwagen, რომლის სიმძლავრეც 720 ცხენის ძალაა და Mclaren SLR ძრავით იწონებს თავს, დუბაის მოქალაქეს ეკუთვნის. ავტომობილი რამდენიმე წამში 60კმ/სთ სიჩქარეს ანვითარებს.

8) ყველაზე იშვიათი მოდელი 450SLC 5.0 მსოფლიო რალის ისტორიაში ერთადერთი წარმატებული ავტომობილია, რომელიც ავტომატურ გადაცემათა კოლოფზე მუშაობდა. როგორც ამბობენ, გადაცემათა კოლოფს არც ერთ ჩემპიონატზე პრობლემა არ შექმნია.

9) თითოეული Mercedes-Benz 500E აწყობილია ხელით Porsches-ს მიერ და მის დამზადებას 18 დღე დასჭირდა.

10) Mercedes-მა ახალი კონცეპტუალური მოდელის GLK-ს დასატუნინგებლად კონკურსი გამოაცხადა. კონკურსი The Legendary Motorcar-მა მოიგო და ავტომობილი მოთხილამურედ Rock Crawler გადააქცია.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები