LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სამთვლიანი ავტომობილი – ავტოსთორი

20
Reliant Robin - HEAD

– რად უნდა ავტომობილს ოთხი ბორბალი? რა, სამი არ ეყოფა?

-ბიჭო არა.

-და რა პრობლემაა?!

– ორმოში რომ ჩაარტყა, ან მოუხვიო ან რამე ეგეთი?

-პირიქით მოხვევა უფრო ადვილია, ერთი ბორბალი უნდა მოატრიალო და ეგაა.

-მე მაინც ცოტა სკეპტიკურად ვუყურებ. მაგრამ გაიცანით სვენ ბომერი, რომელიც თავისი Reliant Robin-ს არაჩვეულებრივად მართავს. სამვტომობილის ძრავა 0.9 ლიტრიანია და ცოტა დიდი დრო სჭირდება გახურებისთვის.

ეს 50 კილოგრამიანი სამთვალა მანქანა ინგლისში, საქსონის შარაგზებზე სეირნობს. როგორც მისი პატრონი ირწმუნება, არასდროს გადაბრუნებულა ავტომობილი.  ალბათ სახალისო იქნება ამ სამთვლიანი ავტომობილისა და სამთვლიანი საბავშვო ველოსიპედის ერთად ნახვა. საინტერესო პროექტია, არა?

მართლაც. რომ Robin-ს ერთით ნაკლები საბურავი აქვს, დიდი ბრიტანეთის სამეფო ოჯახის მაშინდელი გადაწყვეტილების დამსახურებაა, რომლის მიხედვითაც, ისინი, ვისაც ეს სამთვალა ჰყავდათ, ნაკლებ გადასახადს იხდიდნენ. სწორედ ამ გადაწყვეტილებას მოჰყვა უდიდესი ბუმი. Reliant-მა 1952 წელს ჯერ Regal გამოუშვა, 1973 წლიდან კი Robin გამოვიდა ასპარეზზე. ამას გარდა, 1981-დან 1998 წლამდე კიდევ Rialto-ც გამოდიოდა, ხოლო 1998-დან Reliant-ის ისტორიის დასასრულამდე, ანუ, 2001 წლამდე – ისევ Robin. ფინალური მოდელი Robin 65 იყო, რომლის სულ 65 ეგზემპლარი გამოვიდა

გერმანიაში სულ რამდენიმე ერთეული Robin დადის, საქართველოში – რა თქმა უნდა, არცერთი. გერმანიაში რეგისტრირებული ეგზემპლარების ზუსტი რაოდენობის დასახელება ძნელია, რადგან ,,ბუნდესამთი” ამ პატარა ავტომწარმოებელს სერიოზულად არ აღიქვამს და ეს მანქანა გადის კატეგორიაში ”სხვადასხვა”…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები