LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საუკეთესო მამები ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით – „ასტრომაგია“

32
sofia-bzekalava

10 დეკემბერს „ავტორადიოს“ გადაცემაში „ასტრომაგია“, რომელიც მამაკაცებს მიეძღვნა, სოფია ბზეკალავამ ასტროფსიქოლოგიაში მეტად მნიშვნელოვან – მამის ფაქტორზე ისაუბრა და ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით განიხილა საუკეთესო მამები.

მას, ვისაც მამა არ ჰყავს, ნაკლებად ურთიერთობს ან ბავშვობიდან პროტესტის გრძნობა აქვს მის მიმართ, სერიოზული მუშაობა მოუწევს, რადგან ზრდასრულ ასაკში აუცილებლად თვითგამოხატვის, საკუთარი ადგილის მოძიების პრობლემა შეექნება. მართალია, ქალისთვის მამას სულ სხვა დატვირთვა აქვს,  ვიდრე მამაკაცისთვის, მაგრამ ის ნებისმიერ შემთხვევაში  ადამიანის „ეგო“, მისი ნებელობა და ცნობიერის ნაწილი, ანუ საკუთარი თავის პოზიციონირების და სამყაროსთვის გაცნობის უნარია. რა თქმა უნდა, მამასთან პრობლემების დასაძლევად პირველ რიგში, მისი და საკუთარი ზოდიაქოს ნიშნების ცოდნა და თავსებადობის შესწავლაა საჭირო.

საუკეთესო მამები 

* ლომი – ზოგადად, ასტროლოგიაში ბავშვებს მზე კურირებს, რომელიც ამასთანავე ლომის მმართველიცაა, ამიტომ საუკეთესო მამები სწორედ ამ ნიშნით იბადებიან. მართალია, ლომი ხშირად ანგრევს ოჯახს ახლის შესაქმნელად, მაგრამ თვითონ ბავშვური თვისებების მატარებელს, ძალიან უყვარს ბავშვები, მარტივად პოულობს მათთან საერთო ენას და სიამოვნებით ერთობა, რასაც პატარებიც გრძნობენ და სიყვარულს აუცილებლად სიყვარულით პასუხობენ.

* კირჩხიბი – საუკეთესო მამად აღიარებული კირჩხიბი დედასაც ხშირად ჯაბნის და პრაქტიკულად ორივე მშობელს საკუთარ თავში აერთიანებს. კირჩხიბს ძალიან უყვარს შვილების, განსაკუთრებით გოგონების განებივრება, რომელსაც არც სიყავრულს აკლებს,  არც მზრუნველობას, თუმცა ყოველთვის ეჭვიანობს, რადგან უჭირს შვილის ზრდასრულად აღქმა და მიღება, არასდროს მოსწონს მისი რჩეული და მოურიდებლად ერევა მის პირად ცხოვრებაში.

* მშვილდოსანი – იდეალური მამების ჯგუფს მიეკუთვნება მშვილდოსანიც, რომელიც თავისი ბავშვური ბუნებით და მუდამ ოპტიმისტური განწყობით, ყოველთვის განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ბავშვებში, თუმცა ძალიან არასტაბილური მამაა, რადგან ხშირი „გაუჩინარება“ და მოულოდნელი „გამოჩენა“ ახასიათებს, როცა საჩუქრებით დატვირთული ბრუნდება და შვილებს მოგზაურობას, ახალ თავგადასავლებს ჰპირდება.

* მორიელი – საყვარელი ადამიანებისთვის თავგანწირული მორიელი, მამაც საუკეთესოა. მართალია, ზოგჯერ მკაცრი და ძალიან მომთხოვნია, მაგრამ მის გვერდით ყოფნა ყოველთვის უსაფრთხო და კომფორტულია, თუმცა კირჩხიბის მსგავსად, ისიც ძალიან ეჭვიანია, მეტიც სიყვარულითა და მზრუნველობით ხშირად ამოსუნთქვის საშუალებას არ აძლევს ახლობლებს. ზედმეტად კრიტიკულად აფასებს და დეტალურად სწავლობს შვილის პარტნიორების წარსულს და წარმომავლობას, რადგან სხვისი ცხოვრების კვლევის და ძიების თანდაყოლილი ნიჭი აქვს.

* ვერძი – ბავშვების მოსიყვარულე ვერძი ყოველთვის სიხარულით ხვდება შვილის შეძენას, არასდროს წუწუნებს და არ გაურბის მასთან ურთიერთობას. მეტიც, მისთვის სწორედ ბავშია  მთავარი მოტივატორი, რათა მაქსიმუმს მიაღწიოს ცხოვრებაში და ამბიციების დაკმაყოფილებესთან ერთად, ოჯახიც საუკეთესო პირობებით უზრუნველყოს. სხვათასორის, ვერძი ის იშვიათი ნიშანია, ვინც არასდროს ებმება შვილებთან კომფლიქტში და არ სცნობს დაპირისპირებას თაობებს შორის.

* ქალწული – მართალია, ამ ნიშნით დაბადებული მამაკაცი საუკეთესო მამაა, მაგრამ ყოველთვის შიშით ხვდება შვილის შეძენას, რადგან ძალიან უჭირს სერიოზული გადაწყვეტილების მიღება და საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება, აფრთხობს მოულოდნელობები და საკუთარი არაკომპეტენტურობა, თუმცა, შიშის დაძლევის და ყველა დადებითი, უარყოფითი თვისებების გააზრების შემდეგ, საოცრად მზრუნველი და მოსიყვარულე მამაა, აუცილებლად უზრუნველყოფს შვილს მატერიალურად და არასდროს იშურებს ფინანსებს მის განათლებაზე.

* ტყპები და მერწყული – ჰაერის ნიშნებს ყოველთვის მდიდარი შინაგანი სამყარო, ინტერესების სფერო აქვთ, ამიტომ ნაკლებად ხარობენ შვილის შეძენით, რადგან მათთვის ბავშვი უზარმაზარი პასუხისმგებლობა და მხოლოდ მასზე კონცენტრირების აუცილებლობაა, რაც საკუთარ სურვილებსა და ინტერესებზე უარის თქმას გულისხმობს. თუმცა, ადრე თუ გვიან მაინც ძალიან ლოიალური და გამგები, მხიარული და მზრუნველი მამები ხდებიან, ვისთანაც ბავშვებიც სიამოვნებით ურთიერთობენ, რადგან ყოველთვის  ხალისიანად ატარებენ დროს და რაც გულწრფელობას ერიდებიან.

* სასწორი – ზოდიაქოს ამ ნიშნისთვის პრიორიტეტული მეუღლეა, თუმცა შვილთანაც მარტივად პოულობს საერთო ენას, თუ რა თქმა უნდა, მის მყუდროებას არ არღვევს და ხელს არ უშლის კარიერის გაკეთებაში.

* კურო და თხის რქა – მიწის სტიქიის პრაგმატულ ნიშნებს, რომლებიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ტრადიციებს, ძალიან არ უყვართ მოულოდნელობები, ამიტომ ჯერ მამობის მნიშვნელობის გააზრებას ცდილობენ და მხოლოდ შემდეგ თანხმდებიან პასუხისმგებლობას, ამიტომ მანამდე გაურბიან მამობას, სანამ არ დარწმუნდებიან, რომ სრულფასოვნად შეძლებენ შვილების მატერიალურად და ყველა აუცილებელი პირობით უზრუნველყოფას.

* თევზები – ერთ-ერთი ყველაზე ლიბერალური მამაა, ზღაპრებს უკითხავს ბავშვებს, მათთან ყოფნა ძალიან უყვარს და კარგად ართობს შვილებს, შეუძლია დაიტოვოს ისინი და კარგი კომუნიკაცია დაამყაროს პატარებთან. ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ ,,თევზი” მამები, იმიტომ რომ თავგანწირულები არიან.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები