LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შუმახერის ferarri

8
ferrari

-შუმახეეერ!, – ერთი სიტყვა მძღოლის მიმართ, რომელიც ყველაფერს ნიშნავს. ე.ი ის ძალიან კარგი მძღოლია, ესეიგი ის ძალიან სწრაფად ატარებს და რაც მთავარია უშეცდომოდ. გასაკვირი არ არის ასეთი შეფასება ამ სიტყვით რომ ფასდება, რადგან ეს გვარი ეკუთვნის მსოფლიოში ყველაზე ცნობილ, ყველაზე პოპულარულ და ბევრი ავტომოყვარულის მისაბაძ კაცს. მიხაილ შუმახერს.

დღევანდელი ავტოსთორი მიხაილ შუმახერზეა და მის ფერარიზე. ეს არ არის ბიოგრაფიული პოდკასტი. ეს ეხება სისწრაფესა და ფულს.

სისწრაფე თავად მიხაილ შუმახერია, ხოლო ფული მისი ferrari F2003-GA-ა. ამ ავტოშედევრის საბოლოო ღირებულებამ სოთბის აუქციონზე 14.8 მილიონი დოლარი შეადგინა რაც ბოლიდებში სარეკორდოა.

2003 წელს შუმახერმა საჩემპიონო ტიტული კიმი რაიქენონთან (მაკლარენი) და ხუან-პაბლო მონტოიესთან (უილიამსი) ბრძოლაში მოიპოვა. გერმანელმა მრბოლელმა სეზონში 6 გამარჯვება იზეიმა და ყველაზე ახლო მდევარ მეტოქეს 2 ქულით აჯობა.

ბოლიდი რბოლებში 9-ჯერ იყო გამოყენებული, მათ შორის გადამწყვეტი გრან-პრის დროს იაპონიაში, სადაც მიხაილმა აბსოლუტური რეკორდი დაამყარა და მოგებული ჩემპიონის ტიტულებით ხუან მანუელ ფანხიოს გადაასწრო.

მოლოდინი იყო, რომ F2003-GA $9,3 მილიონად გაიყიდებოდა, მაგრამ აუქციონის ბოლო 40 წუთში შემოთავაზებული ლოტების ფონზე თანხა საგრძნობლად გაიზარდა.

აქამდე ყველაზე ძვირადღირებული F1-ის ბოლიდი 5 წლის წინ ასევე Sotheby’s აუქციონზე $7,5 მილიონად გაიყიდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები