ჩვენ სხვადასხვანაირად აღვიქვამთ ჟურნალების ყდიდან გოგონებს, რომლებიც თავიანთი გამოსვლებით ამშვენებენ ეკრანებს. თუმცა, ყველაზე დიდ სითბოს ვგრძნობთ მათ მიმართ, ვინც ცდილობს შოუბიზნესში დანერგოს ბუნებრიობა და დამოუკიდებლობა. როცა გვესმის ან ვკითხულბთ იმ ქალის შესახებ, რომელიც ყველაფერი ნატურალურის მიმდევარია, მინიმალურად იყენებს კოსმეტიკას და მკვეთრად აკრიტიკებს პლასტიკურ ქირურგიას, ისმის კითხვა: – აბა რა შველის სუსტი სქესის წარმომადგენელს, რომ ყოველთვის ლამაზი და მოწესრიგებული იყოს. საიდუმლო არ არის, რომ ვარსკვლავებს ხელი მიუწვდებათ ძვირადღირებულ კოსმეტიკურ პროცედურებსა და პლასტიკურ ქირურგებთან, რომლებიც საოცრებებს ჩადიან. გთავაზობთ რამდენიმე საიდუმლოს, რომელიც მწვრთნელმა ჯეისონ უოლშმა გაგვაცნო.
1. მრავალფეროვნება სპორტში – მრავალფეროვნება ცხოვრებაში. იოგა და პილატესი არის ბრწყინვალე მეთოდი, აღადგინოს შინაგანი ჰარმონია, ამიტომ წარმატებით უნდა შეუთავსოთ აღმოსავლური ვარჯიშები ტრენაჟორებს. სავსებით ბუნებრივია, რომ დამღლელი ვარჯიშები მომაბეზრებელია როგორც ჩვეულებრივი ადამიანებისთვის, ისე ვარსკვლავებისთვის, ამიტომ ერთ-ერთი წესია, სპორტში მეცადინეობას, მრავალფეროვნებისთის შეუთავსოთ დასვენება და გართობა. ამისათვის, სპორტულ დარბაზში ვარჯიშს სუფთა ჰაერზე აქტიური დასვენება ამჯობინეთ.
2. კომპლექსური დატვირთვები. ფიტნესისთვის დრო თუ არც ისე ბევრი გაქვთ, მაქსიმალურად დაიხარჯეთ ვარჯიშის დროს და უპირატესობა მიანიჭეთ ისეთ ვარჯიშებს, რომლებშიც კუნთების უმეტესობა არის ჩართული.
3. მხოლოდ ნატურალური საკვები. აირჩიეთ მხოლოდ ნატურალური, ჯანსაღი საკვები. ფავორიტების რიცხვშია კაკალი. კუნთების აღსადგენად ამინომჟავებიანი სასმელი შეგიძლიათ მიირთვათ.
4. კვების რაციონი. საუზმეზე უპირატესობა მიანიჭეთ პურს, რომელიც გამომცხვარია სასარგებლო ფქვილისგან. ეს ფქვილი შეიცავს მთელ მარცვლებს. როგორც ცნობილია დაუმუშავებელი მარცვლები, არა მხოლოდ ვიტამინების, მინერალების და უჯრედისების საწყობია, ისინი აგრეთვე შეიცავენ მცენარეულ ნაერთებს, რომლებიც ხელს უწყობენ გულის, კიბოსა და სხვა უსიამოვნო დაავადებების რისკის შემცირებას. ამ სასარგებლო პურს დაუმატეთ კვერცხის ცილა და დარიჩინი, მოათავსეთ ტოსტერში და სასარგებლო კერძი მოამზადეთ.