LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტესლა – თანამედროვე ავტოსამყაროს გიგანტის სთორი

48
ტესლა

Tesla არ არის კომპანია, რომელმაც წარმატება ერთ დღეში მოიპოვა. სილიკონ ველის ორ ინჟინერს – მარტინ ებერჰარდს და მარკ ტარპენინგს სურდათ დაემტკიცებინათ, რომ „ელექტრო მანქანები შეიძლება იყოს უკეთესი და სწრაფი ალტერნატივა, ვიდრე ბენზინის მანქანები“.

კომპანიის სათავეები 1990 წელს იწყება, როდესაც ტარპენინგი შეხვდა ებერჰარდს და ისინი კარგი მეგობრები გახდნენ. ამ ორს ბევრი რამ ჰქონდა საერთო, მათ შორის ავტომობილებით გატაცება… სწორედ აქედან დაიბადა იდეა, შეექმნათ ახალი კომპანია და მომავლის ავტომობილი.

ავტომობილებისადმი გატაცებამ უფრო სერიოზული ხასიათი მას შემდეგ მიიღო, რაც რაც ებერჰარდმა სპორტული მანქანის ყიდვა გადაწყვიტა.

2001 წელს ებერჰარდმა და ტარპენინგმა გაიცნეს ილონ მასკი. იმ დროს მასკს უკვე ჰქონდა წარმატებული სტარტაპების პორტფელი.

Tesla ოფიციალურად 2003 წელს დაარსდა, მიზანი იყო გამოეგონა ელექტრო მანქანა, რომელიც იყო ძლიერი, ლამაზი და ნულოვანი გამონაბოლქვით. Tesla Motors-ს სახელი ალტერნატიული დენის გამომგონებლის ნიკოლა ტესლას სახელი ეწოდა.

ილონ მასკი Tesla-ს სახე გახდა, თუმცა ხშირად შეცდომით იგი კომპანიის დამფუძნებელი ჰგონიათ.

2004 წლიდან 2008 წლამდე Tesla გაიზარდა და შეიმუშავა თავისი პირველი ავტომობილი, The Roadster.

კომპანიამ თავისი საწარმოო 5,3 მილიონი კვადრატული ფუტის ქარხანა ფრემონტში, კალიფორნიაში გახსნა, რომელიც ადრე Toyota-სა და General Motors-ს ეკუთვნოდა. ქარხანა ცნობილია როგორც Nummi -ის მოიცავს ორ საღებავ ობიექტს და 1,5 მილის ხაზებს.

2008 წელს მასკი გახდა კომპანიის აღმასრულებელი დირექტორი და პროდუქციის არქიტექტორი. იმავე წელს Tesla-მ გამოუშვა თავისი პირველი ავტომობილი, Roadster.

Tesla დღესაც აგრძელებს ფოკუსირებას ელექტრო მანქანების, ელექტროგადამცემი სისტემებისა და კომპონენტების შექმნაზე. 2021 წლის მონაცემებით, კომპანიას აქვს 438 მაღაზიისა და გალერეის ქსელი, 100 სერვის ცენტრი და 30 000-ზე მეტი დამუხტვის პორტალი3100-ზე მეტ ლოკაციაზე.

Model S-ის გარდა, Tesla-მ ამოუშვა ახალი მოდელები: Model 3 სედანი, SUV სტილის Model X და კროსოვერი Model Y.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები