LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ტოიოტა კოროლა ქროსი“ – „ტოიოტას“ ყველა დროის ყველაზე ინოვაციური მოდელი 

60
ტოიოტა

„ტოიოტა კავკასიამ“  ახალი, 2023 წლის SUV ვერსია, Corolla Cross წარადგინა.

ახალი „კოროლა“ იმავე არსებით მახასიათებლებს ფლობს, რამაც „ტოიოტას“ ამ მოდელის წარმატება უზრუნველყო. მისი სედანი 50 მილიონ ერთეულზე მეტი გლობალური გაყიდვით მსოფლიოში ყველაზე გაყიდვად ავტომობილად რჩება. როგორია 55-წლიანი ისტორია და მთელი 12 თაობა.

ახალი „ქროსის“ შექმნით „ტოიოტამ“ ამოავსო სიცარიელე, რასაც მსოფლიო ავტომობილების სამყარო ალბათ ვერც კი ამჩნევდა. ინოვაციური მოდელი კომპანიის ამბიციებს კიდევ უფრო ზრდის. ტოიოტა აპირებს წლიურად 400 000 ერთეულის გაყიდვას.

ტოიოტა წარმოგიდგენთ „კოროლა ქროსს“.

ახალი „კოროლა ქროსი“ აღჭურვილია უახლესი ჰიბრიდული სისტემით, ციფრული ტექნოლოგიებით და დახვეწილი უსაფრთხოების სისტემებით. მეტი სიმძლავრისთვის, ეს არის პირველი მოდელი, რომელიც აღჭურვილია Toyota-ს მე-5 თაობის ჰიბრიდული თვითდამუხტვადი ელექტრო სისტემით.

„კოროლა ქროსი“ ტოიოტამ ევროპულ ბაზარს და გემოვნებას მაქსიმალურად მოარგო. ის დახვეწილი, კომპაქტური და პრაქტიკულია.

მსუბუქი, ღია სივრცე, კარგი ხილვადობით ყველა მგზავრისთვის, დიდი გვერდითი ფანჯრებით და მძღოლისთვის საუკეთესო ხილვადობით. ექსტერიერში ასახულია Toyota SUV-ს მძლავრი იერი, სალონი კი ტევადია და შექმნილია მარტივი წვდომისთვის, უკანა სავარძლებზეც კი.

ისიც ვიცით, რომ კონცეპტუალურად, „კოროლა ქროსი“ ახალგაზრდა ოჯახებისთვის შეიქმნა. მათთვის ვინც გასამარტივებლად ეძებენ პრაქტიკულ და მრავალმხრივ სატრანსპორტო საშუალებას.

და კიდევ… მეორე შედევრი – „ტოიოტა კოროლა“ სედანი

ლეგენდარული სედანის ახალი ვერსია მოიცავს განახლებებს, როგორც ავტომობილის ექსტერიერში, ასევე ინტერიერის, და ტექნოლოგიების მხრივ.

მთავარი სიახლე ავტომობილის ტექნიკური განახლებაა – მნიშვნელოვნად შეიცვალა ძრავა და ელექტროამძრავი, რაც ავტომობილში მეტ სიმძლავრეს, ეფექტურობას, უკეთეს მართვადობასა და ნაკლები CO-ის გამოყოფას უზრუნველყოფს.

ექსტერიერი კონცეპტუალურად არ შეცვლილა – წარმოდგენილ ავტომობილში განახლებულია რადიატორის ცხაურა, სანისლე ფარების ბუდე და აქვს ახალი დისკების უფრო მრავალფეროვანი არჩევანი. ექსტერიერი ახალი ფერითაა გამდიდრებული, რაც არქიტექტურის, პროდუქტების დიზაინისა და მოდის თანამედროვე ტენდენციებს ასახავს.

ახალი „კოროლა“ აღჭურვილია მე-5 თაობის ჰიბრიდული სისტემით, რომლითაც იაპონელი ინჟინრები განსაკუთრებით ამაყობენ.

ძრავის სისტემური სიმძლავრე 140 ცხენის ძალა იქნება და ახალ „კოროლას“ ადგილიდან 100 კმ/სთ სიჩქარის გასავითარებლად 9,2 წმ დასჭირდება, ეს მაჩვენებელი წინა მოდელთან შედარებით, 1,7 წმ-ით გაუმჯობესდა.

სალონის მთავარი სიახლე არის მაღალი გარჩევადობის მქონე 10,5 დუიმიანი მულტიმედია მონიტორი, რომელიც აღჭურვილია ნათების საწინააღმდეგო ეკრანით – ეს უზრუნველყოფს შესანიშნავ ხილვადობას ყველანაირი განათების პირობებში.

„ტოიოტა კოროლა“ აღჭურვილია უსადენო დაკავშირების ფუნქციით, რაც მძღოლს საშუალებას აძლევს, მეტად კომფორტულად ისარგებლოს Android Auto ან Apple CarPlay ფუნქციით. ასევე, 12,3 დუიმიანი სრულიად ციფრული მაჩვენებელთა დაფა, რომლის პერსონალიზაციაც მძღოლს შეუძლია როგორც შინაარსის, ასევე ვიზუალის მიხედვით.

ტოიოტასორივე ახალი მოდელის შეძენა ოფიციალურ დილერებთან: „ტოიოტა ცენტრ თბილისში“, „ტოიოტა ცენტრ თეგეტასადატოიოტა ცენტრ ბათუმშიაშესაძლებელი.

უსაფრთხო და კომფორტული – Toyota-მ ავტომოყვარულებს სრულიად ახალი Corolla Cross და 2023 წლის Corolla წარუდგინა

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები