LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ტროპიკული ხილი ჩვენი ჯანმრთელობისთვის

28
ტროპიკული-ხილი

ტროპიკული ხილის სახეობებს აქვთ განსაკუთრებულად გამორჩეული სამკურნალო და სასარგებლო თვისებები, რასაც ტროპიკული ქვეყნების, მოსახლეობა დიდი ხანია იცნობს და ფართოდ იყენებს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ტროპიკული ხილი ვიტამინების, მინერალების და ორგანიზმისათვის აუცილებელი მჟავების და ცხიმების დიდ რაოდენობას შეიცავს, რაც ჯანსაღი კვების და ჯანმრთელობის გარანტია. საქართველოში არც თუ დიდი პოპულარობით გამოირჩევა ტროპიკული ხილი, რისი მიზეზიც მისი სასარგებლო თვისებების შესახებ ინფორმაციის ნაკლებობაა.

პირველ ჯერზე წარმოგიდგენთ ავოკადოს, რომლის 500-მდე სახეობა არსებობს. ამერიკისა და მექსიკის გარდა, ბრაზილია, დომინიკის რესპუბლიკა და კოლუმბია არის ავოკადოს ყველაზე დიდი იმპორტიორი მსოფლიოში. ავოკადოში შედის 60%-ით მეტი კალიუმი ვიდრე ბანანში. იგი შეიცავს მონო და პოლიუჯერი ცხიმების დიდ რაოდენობას, რაც ადამიანის ორგანიზმში წარმოადგენს ნატურალური ცხიმების საუკეთესო მარაგს და ზედმეტი ცხიმების ბუნებრივ ფორმირებას უშლის ხელს. ავოკადოში გვხვდება 18 ამინომჟავა, რომელიც მონაწილეობას იღებს სხეულის ზრდასა და განვითარებაში. იგი შეიცავს 75% წყალს.


შემდეგი გახლავთ საპოდილა, რომელიც შეიცავს საღეჭი რეზინის და წებოს მსგავს ნივთიერებას, რომელსაც ხშირად ხარშავს მექსიკისა და იუტაკანის მოსახლეობა დიარეის საწინააღმდეგოდ. საპოდილას ყვავილის და ნაყოფის ნახარში გამოიყენება ფილტვების დაავადების წინააღმდეგ. ყვითელი ფოთლები გამოიყენება ხველების, დიარეის და გაციების წინააღმდეგ. ხოლო დაბეგვილი მარცვლები ნაღვლის ბუშტის და ღვიძლის ჩივილებს შველის. საპოდილას ხის ტოტებისგან, რომელიც მარადმწვანეა, მზადდება სპეციალური ჩაი დიზენტერიის წინააღმდეგ, ხოლო ხილის რძე გამოიყენება ღრძილების დაავადებების დროს.


მოცხარი ამაზონიდან გავრცელდა. იგი საუკეთესო ანტიოქსიდანტია. შეიცავს დიდი რაოდენობით რკინას კალციუმს, ამინომჟავებს, A, C, D, E, K ვიტამინებს, დიდი რაოდენობით ცხიმს და გამოირჩევა მაღალი ენერგეტიკული ღირებულებით. მოცხარი შეიცავს 50% ომეგა 3, 6 და 9 ცხიმებს, 19 ამინომჟავას, რაც წარმოადგენს ენერგიის წყაროს და საუკეთესოა ფრჩხილებისა და კანისთვის. მოცხარი ალერგიის და იმუნური სისტემის დაქვეითების წინააღმდეგ გამოიყენება, აგრეთვე წარმოადგენს სასიცოცხლო ენერგიის წყაროს, აუმჯობესებს საჭმლის მომნელებელ სისტემას, გამოიყენება ათეროსკლეროზის დროს. მოცხარი ხელს უწყობს სისხლის მიმოქცევის გაუმჯობესებას. იგი გამოიყენება სწორ კვებაშიც და ხელს უწყობს წონაში კლებას, რადგან მასში დაბალია შაქრის შემცველობა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები