ოდესმე თუ გსმენიათ, რომ იტალიურ რესტორანში კაცს ინფარქტი დამართოდეს, ყოველ შემთხვევაში დანახარჯის წარდგენამდე. ალბათ არა. ეს შეიძლება არც იყოს შემთხვევითი, რადგან ბევრი პროდუქტი, რომელიც იტალიურ სამზარეულოში გამოიყენება გულისთვის ძალზე სასარგებლოა. მაგალითად ტომატის საწებელა, რომელიც თითქმის ყველა იტალიური კერძის თანმხლებია. იგი გულის მუშაობას გაგიუმჯობესებთ, რაც ანტიოქსიდანტ ლიკოპენის წყალობით ხდება.
ფორთოხალი რეკომენდებულია გაახალგაზრდავების ეფექტის გასაძლიერებლად.
ჩედერის ან გუდის ყველის რამდენიმე ნაჭერი კარიესისგან დაგიცავთ. ეს სახეობები პირის ღრუში არსებულ ბაქტერიებს საშუალებას აძლევს გამოიმუშაოს კბილის დამშლელი მჟავები. გარდა ამისა, მაგარ ყველში უხვადაა კალციუმი და ფოსფორი, რომლებიც კბილის ემალს ამაგრებს.
კარგ განწყობას ლამაზად მორთული გემრიელი ტორტი შეგიქმნით.
საზამთრო კი თირკმელებს ასუფთავებს.
შვრია რაც შეიძლება ხშირად ჩართეთ კვების რაციონში, იგი მდიდარია თუთიით და დაგიცავთ ფერისმჭამელებისგან.
ყავისფერი ბრინჯი პრაქტიკულად დამუშავების გარეშე გამოიყენება, რაც იმას ნიშნავს, რომ თეთრი ბრინჯისგან განსხვავებით იგი თითქმის ყველა სასარგებლო ნივთიერებას ინარჩუნებს, კერძოს უჯრედისს, რომელიც პირველ რიგში კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მუშაობას აუმჯობესებს.
ლობიო, როგორც შავი ისე ჩვეულებრივი, დიდი რაოდენობით ვიტამინებს შეიცავს, რომელიც იმუნურ სისტემას ეხმარება და აწესრიგებს კუჭის მოქმედებას. მთავარია ზედმეტი არ მიირთვათ.
რა თქმა უნდა ონკოლოგიური დაავადებებისგან დაზღვეული არავინ არის, მაგრამ სჯობს, მისი წარმოშობის ალბათობა მინიმუმამდე დავიყვანოთ და შემთხვევის იმედზე არ ვიყოთ. ყურძნის კანში აღმოჩენილი ფოლიუმის მჟავა კიბოს განვითარებას ამუხრუჭებს. ამ მჟავას ენერგიული მოქმედების წყალობით უჯრედები, რომლებიც კიბოსწინარე მდგომარეობაში იმყოფებიან, არც თუ იშვიათად უბრუნდებიან ნორმას. მიუხედავად იმისა, რომ ფოლიუმის მჟავას ყურძნის წვენიც შეიცავს და წითელი ღვინოც, ექიმების რჩევით უმჯობესია ყოველდღიურად ცოცხალი ყურძნის 5-7 მარცვალი მიირთვათ.
დღეში 2 ფინჯანი მწვანე ჩაი კი დაახლოებით 60 %-ით ამცირებს კიბოთი დაავადების რისკს.
თეთრთავიანი კომბოსტოს მწვანე ფურცლებში უხვადაა ინდოლი – ნივთიერება, რომელიც ამცირებს მკერდის კიბოს გაჩენის ალბათობას.