LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვარიკოზი – დაავადება, რომელსაც ადრეული ასაკიდან უნდა ვებრძოლოთ

13
delaware-vein-centervaricoseveintreatment

ვარიკოზი – ვენების დაავადება. თავდაპირველად გავარკვიოთ რა სიმპტომები ახასიათებს ვარიკოზულ დაავადებას.

ვენების დაავადების პირველი ნიშანი ეს არის დღის ბოლოს ფეხების შეშუპება და ხანგრძლივი ფეხზე დგომის ან ჯდომის შემდეგ სიმძიმისა და წვის შეგრძნება.

ვარიკოზული დაავადებისათვის დამახასიათებელია ამ სიმპტომების გაქრობა ან შემცირება სიარულის ან ძილის შემდეგ. მოგვიანებით, ასევე ჩნდება ტკივილი წვივის მიდამოში, სიმხურვალის შეგრძნება და ღამის საათებში განვითარებული კრუნჩხვები წვივის არეში.

გარდა ამისა, ქვედა კიდურებზე, ჩნდება წვრილი მოლურჯო-მოწითალო ფერის ჩაქცევები და ბოლოს ფართოვდება კანქვეშა ვენები.

შორსწასულ შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თრომბოფლებიტი, ტროპიკული წყლულები ან ეგზემა დაზიანებულ მიდამოში. პირველ ჯერზე, ვარიკოზის პროფილაქტიკის მიზნით, ეცადეთ თავი აარიდოთ სითბურ დატვირთვას და გადახურებას, ანუ ისეთ პროცედურებს, როგორიცაა ცხელი შხაპი, აბაზანა, საუნა.

არ შეიძლება დიდხანს ჯდომა, განსაკუთრებით ფეხი-ფეხზე გადადებულ მდგომარეობაში. მჯდომარე პროფესიის ადამიანებისათვის, სასარგებლოა სამსახურში ყოველ 40-50 წუთში ფეხზე ადგომა, ასევე ოფისის დერეფანში გავლა-გამოვლა ან კიბეებზე ასვლა. ეს გააუმჯობესებს სისხლის ცირკულაციას ქვედა კიდურებში, რათა ვენებში არ მოხდეს სისხლის შეგუბება.

ვარიკოზის პროფილაქტიკა ითვალისწინებს თამბაქოს მოხმარების შეზღუდვას, ასევე წონის კონტროლს. ეცადეთ, ყოველდღიურად არ ატაროთ მჭიდრო ტანსაცმელი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი. მკურნალობის პროცესში დასაშვებია გარკვეული სპორტული აქტივობა, თუმცა საჭიროა ზომიერების დაცვა. ეს, განსაკუთრებით ეხება ქვედა კიდურების დატვირთვას. არ შეიძლება გრძელ დისტანციებზე სირბილი, სიმძიმის აწევა.

ექსპერტები რისკის მქონე პაციენტებს ურჩევენ სპეციალური წინდების ხმარებას და ასპირინის მიღებას თვითმფრინავით ხანგრძლივი ფრენის დროს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები