გახდომის მსურველებს დიდი ინტერესი გაუჩნდათ მწვრთნელ ჯიმ ბარსენის მიმართ, რომელმაც ჰოლივუდის ვარსკვლავებისთვის სპეციალური ვარჯიშები შექმნა. გთავაზობთ ვარსკვლავების მწვრთნელის, ჯიმ ბარსენის ვარჯიშებს იდეალური სხეულის მისაღწევად. გააკეთეთ ეს ვარჯიშები კვირაში 3-4-ჯერ, 20 წუთით და კუნთებიც გაგიმკვრივდებათ და მეტაბოლიზმიც გაგიუმჯობესდებათ. თითოეული ვარჯიში 20 წამს გრძელდება. 10 წამი დასვენებას დაუთმეთ. დაიწყეთ ცოტათი და თანდათანობით გაზარდეთ ვარჯიშების რაოდენობა.
1. ადგილზე სირბილი – ფეხები მაქსიმალურად მაღლა უნდა აწიოთ, 5 წამი. შეუთავსეთ ხტუნვები: ფეხები ერთად , ფეხები განზე, 5 წამი.
2. აზიდვები – მუხლებზე დადექით, ფეხები გადააჯვარედინეთ. დაეყრდენით ხელებს, გაჩერდით 6 წამი. შემდეგ გააკეთეთ აზიდვები. საწყის პოზაში დაბრუნდით 6 წამის განმავლობაში და ისევ აზიდვები.
3. ფეხები განზე დადგით, ხელები თავზე შემოიწყვეთ. ჩაიბუქნეთ ისე, რომ ფეხებით მართი კუთხე შექმნათ. დაუბრუნდით საწყის პოზას. აწიეთ ტანი და გასწორდით. გაჩერდით თითო პოზაში 6 წამი, 5 წამი შეისვენეთ.
4. დაჯექით იატაკზე, ფეხები მუხლებში მოხარეთ. ხელები უკან, იატაკზე დააწყვეთ. დაეყრდენით და ტანი ჰაერში აწიეთ. შემდეგ კი მონაცვლეობით ხან ერთი ფეხი გაშალეთ წინ, ხან მეორე. გაჩერდით თითო პოზაში 6 წამი. 5 წამი შეისვენეთ.
ვალერი უოტსერის მეთოდი ვარჯიშების შესრულების ძალიან სწრაფი ტემპია, ამის შედეგი კი არაჩვეულებრივი. ვარჯიშების გასართულებლად მან სპეციალური სრიალა ჩუსტები შექმნა.
1. ივარჯიშეთ შესვენების გარეშე. გულ-სისხლზარღვთა სისტემა მუდმივ ტონუსში ამყოფეთ.
2. გააკეთეთ ბევრი ჩაჯდომები.
3. მუდმივად აკონტროლეთ თქვენი შედეგები აწონვით, თეძოებისა და ბარძაყების გაზომვით.