LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ის, ვინც ბავშვობაში მიატოვა, მამამ გაუცნობიერებლად მთელი ცხოვრება „მიტოვებულის კომპლექსით“ იტანჯება – „ასტრომაგია“

3
bzekalava_1

3 დეკემბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ კვირის მნიშვნელოვანი ასტროლოგიური მოვლენები განიხილა და ზოდიაქოს ნიშნების „სასიყვარულო პრიორიტეტებზე“, პარტნიორის არჩევის თავისებურებებზე ისაუბრა.

იუპიტერი თხის რქის ზოდიაქოს ნიშანში 

თხის რქის ზოდიაქოს ნიშნით დაბადებულებს ნამდვილად მისალოცად აქვთ საქმე, რადგან ზედმეტად გაგრძელებული უიღბლობის და მძიმე პერიოდის შემდეგ გამარჯვების პლანეტა იუპიტერი, რომელიც ასტროლოგიაში სასიკეთო შანსებზე აგებს პასუხს, სწორედ მათ ზოდიაქოს ნიშანში გადავიდა. თხის რქას მეტად წარმატებული 2020 წელი ელის, რადგან აუცილებლად დაუფასდება საკუთარ თავზე მუშაობა და დაჯილდოვდება მონდომებისთვის. კარიერულ წინსვლას და პროფესიულ განვითარებას შეძლებს ვერძიც, რომელსაც თხის რქის მსგავსად აუნაზრაურდება გაწული შრომა.

2020 წელი – პროფესიონალების დაფასების წელი 

ზოგადად, 2020 წელი საკუთარი საქმის მცოდნეების დაფასების წელია, რადგან სამყაროში სწორედ პროფესიონალებზე, პრაქტიკული ცოდნისა და გამოცდილების მქონე ადამიანებზე გაჩნდება მოთხოვნილება. წარმატებული წელია მისთვის, ვინც არა აბსტრაქტულს, არამედ ხელშესახებს ქმნის და კარგად ფლობს რომელიმე ხელობას. გასულ წელს იუპიტერის მშვილდოსნის ზოდიაქოს ნიშანში გადასვლა, ტრეინინგების ბუმით აღინიშნა, მისი თხის რქის ნიშანში გადანაცვლება კი, ვიწრო პროფილის პროფესიონალებს გაააქტიურებს.

2020 წელი – მშვიდობის წელი 

მომავალ წელს ნაკლებადაა მოსალოდნელი საომარი მოქმედებები, პირიქით, შესაძლოა კონფლიქტურ ზონებშიც დარეგულირდეს სიტუაცია. საბოლოოდ მოინიშნება და გამყარდება საზღვრები, რადიკალურად შეიცვლება მსოფლიო პოლიტიკა, რადგან განსხვავებული, მეტწილად ის კონსერვატორი ლიდერები გამოჩნდებიან, ვინც ინოვაციების აღიარების მიუხედავად, მაინც დიდად აფასებს საკუთარ ფესვებს, ისტორიას და ტრადიციებს.

გენეტიკური ფაქტორი სასიყვარულო ურთიერთობებში 

მართალია, ბევრს არ სჯერა, მაგრამ ადამიანის ურთიერთობას მეტწილად გენეტიკა, წინაპრების შეცდომები და განუხორციელებელი სურვილები განსაზღვრავს, ამიტომ პირადი ცხოვრების მოსაწესრიგებლად სწორედ  წინაპრების გამოცდილების გადახედვა და მათი შეცდომების გამოსწორებაა საჭირო.

ზოგიერთი ზოდიაქოს ნიშნისთვის, მათ შორის, კირჩხიბისთვის, ლომისა და სასწორისთვის, პრიორიტეტული ოჯახი და პარტნიორული ურთიერთობაა, რადგან სწორედ პირად ცხოვრებაში შეუძლიათ სწორი მენტლური მიდგომის გამომუშავება და გამოცდილების შეძენა, საკუთარი თავის მოძიება და შინაგანი ბავშვის გააქტიურება, რომელიც ყველაფერს გულწრფელად, სიყვარულით გააკეთებს და არასდროს დაიშურებს სხვისთვის სითბოს და მზრუნველობას.

მშობლის ანალოგი პარტნიორი 

ჩვეულებრივ, პარტნიორს ყველა საპირისპირო სქესის მშობლის ანალოგად ირჩევს, მეტიც მშობლის ნეგატიური თვისებები, დამოკიდებულება აუცილებლად მისი შვილის პირად ურთიერთობაზე აისახება, რადგან ქვეცნობიერად სწორედ მის განსახიერებას ეძებს ცხოვრების თანამგზავრად. აღსანიშნავია, რომ ხშირად ადამიანის სურვილები საერთოდ არ ემთხვევა მის მოთხოვნილებებს, რადგან გარკვეული ტიპის ადამიანზე ოცნებობს, თუმცა სინამდვილეში სულ სხვა სჭირდება და აბსოლუტურად სხვას ირჩევს საბოლოოდ.

მუდმივი უიღბლობა და ერთი ტიპის პარტნიორების ძიება, შეცდომების გაუთვალისწინებლობაა, რადგან თუ ქალი გაუთავებლად პრობლემებს აწყდება, ე.ი. მას არ სურს მამასთან ურთიერთობის გადახედვა, გამოსწორება და საკუთარი ცხოვრების გაუმჯობესება. ის, ვინც იდეალურად მიიჩნევს მამას, პარტნიორსაც იდეალურს ეძებს, თუმცა ხშირად უცრუვდება იმედი, რადგან თავიდანვე მცდარი წარმოდგენა აქვს მამაზე.

დედასთან ურთიერთობის გამოცდილებით ირჩევს პარტნიორს მამაკაციც. სხვათაშორის, მამაკაცის ურთიერთობა, რომელსაც მთვარე აქვს ზოდიაქოს ნიშანში, შორიდან ყოველთვის იდეალურია, რადგან მისი დედა გამოიყურება იდეალურად, თუმცა ბრწყინვალე გარეგნობა ხშირად უამრავ პრობლემას, უსიამოვნებას და მამათან კონფლიქტს მალავს. ჩვეულებრივ, ასეთი მამაკაცი აუცილებლად ლამაზ, თუმცა მძიმე ხასიათის ქალბატონს იზიდავს, რომელსაც ყველაფრის დრამატიზირება უყვარს და არც კონფლიქტს ერიდება. მოუცლელი დედის შვილი კი, ვისაც არასდროს ჰყოფნიდა ყურადღება, არასასიამოვნო განცხდის მიუხედავად, გაუცნობიერებლად  მაინც ყოველთვის დაკავებულ, საქმიან ქალს ირჩევს პარტნიორად.

„მიტოვებულის კომპლექსი“ 

ის, ვინც ბავშვობაში მიატოვა მამამ გაუცნობიერებლად მთელი ცხოვრება ე.წ. „მიტოვებულის კომპლექსით“ იტანჯება, რაც ყოველთვის ნეგატიურად აისახება მის პირად ცხოვრებაზე, რადგან ან პარტნიორსაც მოღალატედ მიიჩნევს და ჰკარგავს მის მიმართ ნდობას, ან თავგამოდებით ებღაუჭება და მასთან ერთად წვალობს.

სხვათაშორის, ის, ვისაც „მიტოვებულის კომპლექსი“ აქვს ხშირად ირჩევს პარტნიორად სუსტ მამაკაცს, რომელიც ვერც პროფესიულად შედგა, ვერც თვითდამკვიდრება შეძლო და მთელი ცხოვრება თვითონ პატრონობს, ზრუნვას და უზრუნველყოფს ფინანსურად. მართალია, ქალი არასდროსაა ასეთ ქორწინებაში  ბედნიერი, მაგრამ მაინც ამ ტიპის ურთიერთობა ურჩევნია, რადგან ჰგონია, რომ მასზე დამოკიდებული მამაკაცი არასდროს მიატოვებს. თუმცა, სწორედ ამგვარ მდგომარეობაში აღმოჩენილ, სუსტ მამაკაცეს ახასითებს მეუღლის ღალატი.

მშობლების ურთიერთობა 

არანაკლებ მნიშვნელოვანია მშობლების ურთიერთობა, რადგან მუდმივ კონფლიქტსა და დაპირისპირებაში გაზრდილ ბავშვს ყოველთვის პრობლემები აქვს პირად ცხოვრებაში, ან ხშირად იცვლის პარტნიორს ან საერთოდ ვერ პოულობს საკუთარ რჩეულს.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები