LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვირისტერფას საოცარი გავლენა ორგანიზმზე

35
ვირისტერფა

ვირისტერფას ფოთლები ხალხურ მედიცინაში გამოიყენება პირის ღრუს, ყელისა და ხახის ანთების დროს. გარდა ამისა, ვირისტერფა, საპონინებისა და ორგანული მჟავების შემცველობის გამო გამოყოფილ სეკრეტს არბილებს და ამოხველებას აადვილებს.


ვირისტერფას ნაყენს აქვს ანტიანთებითი, სუსტი სპაზმოლიტური და მადეზინფიცირებელი მოქმედება. მისგან დამზადებული პრეპარატები, ამოსახველებელი მოქმედების მქონე მცენარეულ პრეპარატებთან ერთად ყველაზე მეტად შედეგიანია ლარინგიტის ანუ ხახის ანთების, ტრაქეის ანთების, ქრონიკული ბრონქიტის, ბრონქოპნევმონიის, ბრონქიალური ასთმის დროს. თუმცა მისი ცალკე მიღებაც ეფექტს იძლევა.

ვირისტერფას ფოთლებისგან მომზადებულ ნაყენს იყენებენ კომპრესის, სველი ნახვევის ან აბაზანის სახით, ფურუნკულოზის, წვრილი წყლულოვანი დაზიანების, ინფიცირებული ჭრილობისა და კანის სხვა პათოლოგიური დაავადებების დროს. მისი ნაყენის მომზადება მარტივია. ერთი სადილის კოვზი ვირისტერფას ფოთოლი 200 მლ მდუღარე წყალში ჩაყარეთ, დაახურეთ თავსახური და 15 წუთი გააჩერეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და ერთი ჭიქა თბილი ნაყენი დღეში ორჯერ ჭამამდე ერთი საათით ადრე მიიღეთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები