LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წაბლი – წარმოუდგენლად სასარგებლო პროდუქტი

295
wabli

წაბლი, კვებითი და სამკურნალო თვალსაზრისით, მეტად სასარგებლო პროდუქტია. ის, საფრანგეთში, განსაკუთრებული ნუგბარია და ქვეყნის სიმბოლოსა და ნაციონალურ პროდუქტს წარმოადგენს. ამიტომაც, არ არის გასაკვირი, რომ საფრანგეთში წაბლს ყოველწლიურად საგანგებო ნაციონალურ დღესასწაულს უძღვნიან. წაბლი სუბტროპიკული (თბილი და ტენანი) კლიმატის პირობებში გავრცელებული მცენარეა. გვხვდება ევროპასა და აზიაში, ასევე ჩრდილოეთ ამერიკაში. უნიკალური კლიმატური პირობების წყალობით საქართველოშიც ფართოდ არის გავრცელებული.

ზოგიერთ ქვეყანაში წაბლი მეორე პურად არის აღიარებული. გამოიყენება ყავის შემცვლელად, საშობაო კერძების მოსამზადებლად. წაბლი მართლაც რომ უნიკალური მცენარეა. მისი ყველა ნაწილი – ფოთოლი, ყვავილი, ქერქი, ტოტები, ნაყოფი, მდიდარია სასარგებლო და ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებებით. სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ჩვეულებრივი ნაყენი და ნახარში, ასევე სპირტიანი ნაყენი. წაბლის ნაყოფი ბევრად ნაკლებცხიმიანია, სამაგიეროდ გაჯერებულია სახამებლით, შაქრებით, ცილებით, მინერალური ნივთიერებებით, უჯრედისით A, C და B ჯგუფის ვიტამინებით.

უმი წაბლის დიდი რაოდენობით ჭამა არ არის რეკომენდებული მთრიმლავი ნივთიერებების უხვად შემცველობის გამო. ფოთლების ნაყენი და ნახარში ხალხურ მედიცინაში ფართოდ გამოიყენება შინაგანი სისხლდენების დროს, როგორც სისხლის შემაჩერებელი საშუალება. წაბლი დიდხანს არ ინახება, მალფუჭებადია. გამომშრალი ნაყოფის ნახარში, ისევე როგორც ფოთლების ნაყენი, რეკომენდებულია ზემო სასუნთქი გზების ანთებითი პათოლოგიების სამკურნალოდ.

წაბლი განსაკუთრებით სასარგებლოა ვენების ვარიკოზული გაგანიერების, მწვავე და ქრონიკული თრომბოფლებიტის, წვივის ტროპიკული წყლულისა და პერიფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს. ხალხურ მედიცინაში ახალი წაბლი ქრონიკული ფაღარათისა და მალარიის სამკურნალო საშუალებაა. წაბლი ეკრძალებათ მათ, ვისაც აწუხებს: სისხლის დაავადებები და შაქრიანი დიაბეტი, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის ესა თუ ის პათოლოგია, (გარდა ამისა, მათ, ვინც კუჭ-ნაწლავიდან ან ფილტვებიდან ფარული სისხლდენის რისკჯგუფში იმყოფება).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები