LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წელის ტკივილის მოსახსნელად – ადრენალინი

7
4f9b97955fcbe7851f0d698f05a86e31

წელის ტკივილს ბევრი ჩვენგანი იცნობს და ამ ნაცნობობას სასიამოვნოს ვერავინ დაარქმევს. იგი ყველასთვის ერთნაირად გაუსაძლისია. გამომწვევი მიზეზი კი სხვადასხვაგვარია: კუნთების გაციებიდან დაწყებული, დეფორმაციითა და კუზით დამთავრებული.

პირველი, რაც გასათვალისწინებელია, კუნთოვანი სისტემის მუშაობაა, კერძოდ წელის არეში. სპეციალური კორსეტის გამოყენებით ზურგსა და წელს მაქსიმალურად დაიცავთ. იგი მოხრილობასა და სწორ მდგომარეობას ერთნაირად იმახსოვრებს. ამიტომ, რაც უფრო ხშირად აიძულებთ თავს გაიმართოთ, მით მეტად შეუმსუბუქებთ წელსა და ხერხემალს დატვირთვას. დრო და დრო უქუსლო ფეხსაცმლის გამოყენებას მიეჩვიეთ. ჩაიტარეთ საგანგებო ვარჯიშები. კონკრეტული დაავადებისთვის მათი კომპლექსი აუცილებლად ექიმმა უნდა შეადგინოს. სიმძიმეს ერთი ხელით ნუ მოეჭიდებით. ხანგრძლივი სამუშაო დღის განმავლობაში მაგარ სკამზე უნდა იჯდეთ. იდაყვების დასალაგებლად ამ სკამს აუცილებლად უნდა ქონდეს სახელურები. გამოიყენეთ ორთოპედიული ლეიბი, რომელიც საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა, მაგრამ აუცილებელია პრობლემების დროს და პროფილაქტიკისათვის. ასეთ ლეიბზე წელი სწორ მდებარეობას იჭერს და ღამის განმავლობაში ისვენებს.

მიიღეთ კალციუმი. ის საკმარისი რაოდენობით უნდა იყოს ვიტამინურ-მინერალურ კომპლექსშიც და ყოველდღიურ რაციონშიც. კარგი დამხმარეა ქამარი-კორსეტი, რომელიც ტანისამოსში კარგად იმალება. ხოლო კისრის მალებისთვის ორთოპედიული საყელო გამოიყენება, რომელსაც სახლში იკეთებენ. მათი გამოყენებაც მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ არის შესაძლებელი. ბევრ პრობლემას მასაჟი შველის, მაგრამ კვალიფიციური, გამოცდილი ექიმის მასაჟი. ძალიან სასარგებლოა ცურვა, რომელიც არამარტო წელის, არამედ სხვა პრობლემებსაც შველის. მოერიდეთ ორპირ ქარს. ცივ ამინდში თხელი ტანსაცმლით არ იაროთ და წელს ნუ მოიშიშვლებთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები