LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

წყლის აბაზანა სტრესის მოსახსნელად – ადრენალინი

20
Poster-2021-07-22-15-11-54 (1)

გავრცელებული მოსაზრება, რომ თითქოს ნებისმიერი აბაზანა ამშვიდებს ნერვებს, არასწორია. ეფექტი აქვს მხოლოდ თბილ 39 გრადუსიან და ცხელ 40 გრადუსზე მეტი ტემპერატურის აბაზანებს. აბაზანები ადამიანის ორგანიზმზე მატონიზირებელ ზემოქმედებას ახდენს, რის გამოც ძილის წინ მის მიღებას ნამდვილად არ გირჩევთ. სწრაფად გახდომის მსურველებზე ეფექტურად და დადებითად მოქმედებს სპეციალური კონტრასტული აბაზანები. მათი საშუალებით ადამიანი დღეში 200-დან 400-მდე გრამს იკლებს.

აბაზანა ჭამიდან 2 საათის შემდეგ უნდა მიიღოთ და მისი ხანგრძლივობა ნახევარ საათს არ უნდა აღემატებოდეს. გულ-სისხლძარღვთა მძიმე დაავადებების, თირკმლისა და ღვიძლის მწვავე ანთებითი პროცესებისა და თრომბოფლებიტის დროს წყლის აბაზანების მიღება არ არის რეკომენდებული. მარილის აბაზანა ხსნის კუნთების და სახსრების ტკივილს, ამცირებს ტრავმების ნეგატიურ შედეგებს, დადებითად მოქმედებს გულ-სისხლძარღვთა და ნერვული სისტემის ფუნქციონირებაზე. მას მიკრომასაჟის თვისებაც აქვს. ის წვრილ კაპილარებში ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას. წყალში გახსნილი მარილის ნაწილაკები კანიდან შეიწოვება და ქმნის ეგრეთწოდებულ მარილოვან საფარს, რომელიც მოქმედებას პროცედურის შემდეგაც განაგრძობს.

მარილის აბაზანა ასე მზადდება: 5 სადილის კოვზი სუფრის ან ზღვის მარილი გახსენით ცხელ წყალში და შემდეგ სასურველ ტემპერატურაზე გააზავეთ ცივ წყალში. წიწვოვანი მცენარეების ექსტრაქტის აბაზანა ამშვიდებს ნერვებს, ადუნებს კუნთებს, ხსნის სისხლძარღვთა სპაზმებს და საგრძნობლად აუმჯობესებს ორგანიზმის მდგომარეობას, მით უმეტეს კლიმაქსურ პერიოდში. ასევე კარგია თიხის აბაზანები. ის შეიცავს ადამიანისთვის აუცილებელ თითქმის ყველა მინერალსა და მიკროელემენტს, რომლებიც ორგანიზმს აახალგაზრდავებს და აკაჟებს. თიხის აბაზანის მოსამზადებლად 35 გრადუსამდე გაცხელებულ წყალში 10 სადილის კოვზი თიხის ფხვნილი ჩაყარეთ და კარგად მოურიეთ. სასუნთქი გზების ინფექციებსა და სტრესთან ბრძოლაში სამკურნალო მცენარეების აბაზანები დაგეხმარებათ. მცენარეთა ნაკრების აბაზანები რადიკულიტითა და ართრიტით გამოწვეულ ტკივილს ხსნის, ამშვიდებს კანს, გაღიზიანებულ ლორწოვან გარსს და უძილობასთან ბრძოლაშიც ადვილად დაგეხმარებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები