LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ყველაზე სექსუალური და ტემპერამენტიანი ზოდიაქოს ნიშნები – „ასტრომაგია“

453
sofia-bzekalava..

5 ნოემბერს საავტორო გადაცემაში „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ ზოდიაქოს ნიშნების ტემპერამენტსა და მათ სექსუალურობაზე ისაუბრა.

რას ნიშნავს და როგორ ვლინდება სექსუალურობა 

სექსუალურობა პირველ რიგში საკუთარი თავის, შესაძლებლობების რწმენა და მათი ტრანსლირების უნარია, რადგან საპირისპირო სქესის წარმომადგენელთა დაინტერესება მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება, როცა ადამიანი საკუთარი თავითაა კმაყოფილი.

მართალია, პლუტონით მართული მორიელი ტრანსფორმაციის, კრიზისის, სექსის თემებს კურირებს და ყველაზე სექსუალურ ზოდიაქოს ნიშნად ითვლება, მაგრამ ეს მხოლოდ მითია, რადგან სინამდვილეში ყველაფერი ადამიანის ინდივიდუალურობაზე, მის პირად ჰოროსკოპზეა დამოკიდებული.

რა თქმა უნდა, ზოგიერთი განსაკუთრებული სექსუალურობით ხასიათდება, თუმცა ეს სულ არ გულისხმობს გარეგნულ სილამაზეს, რადგან ძალიან დიდი განსხვავებაა სექსულურ ენერგეტიკასა და ვიზუალურ ეფექტს შორის. მეტიც, ზოგი  საერთოდ არ გამოირჩევა ფიზიკური მონაცემებით, მაგრამ ძლიერი ქარიზმის წყალობით მაინც სწრაფად ხიბლავს საპირისპირო სქესის წარმოამდგენლებს.

სექსუალური ენერგეტიკის მატარებელია განურჩევლად ყველა ზოდიაქოს ნიშანი, თუმცა ზოგი მეტად ახერხებს მის აკუმულირებას და ტრანსლირებას, ზოგი – ნაკლებად. ბევრს შინაგანი კომპლექსები აფერხებს საკუთარი სექსუალურობის კონსტრუქციულად გამოვლენაში და რადგან პლუტონი დამანგრეველი პლანეტაა, მისი ენერგიაც უარყოფითად – ჯანმრთელობის პრობლემებით, ალკოჰოლზე ან ნარკოტიკებზე დამოკიდებულებით ვლინდება. შესაძლოა ადამიანს ჰყავს პარტნიორი, თუმცა არ აქვს სრულფასოვანი  ურთიერთობა, რაც სექსუალური ენერგეტიკის შეზღუდვას აიძულებს და პრაქტიკულად თვითგანადგურებამდე მიჰყავს.

აღსანიშნავია, რომ სექსუალურობა არ ნიშნავს პარტნიორის ხშირად შეცვლას. მეტიც, ამგვარი მრავალფეროვნება მხოლოდ მის კომპლექსებზე, ნაკლებ თავდაჯერებულობაზე მიანიშნებს. ის კი, ვინც ფანატიურადაა შეყვარებული საკუთარ საქმეში, სწორედ პროფესიაში სუბლიმირებს სექსუალურ პოტენციალს.

სექსუალურობის კიდევ ერთი – საკმაოდ უცნაური გამოვლინებაა – წარმატებული ბიზნესის კეთების და სოლიდური ფინანსების მობილიზირების უნარი, რადგან პირად ცხოვრებაში იმედგაცრუებული ადამიანი სწორედ ქონების მოხვეჭით, მატერიალური წარმატებით ცდილობს დანაკლისის კომპენსირებას.

სხვათაშორის, მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანები ყოველთვის განიცდიან მორიელის და პლუტონის გავლენას, ანუ სხვებზე უკეთ გამოსდით სექსუალური პოტენციალის ტრანსფორმირება და მათთვის საინტერესო სფეროში გამოყენება. ამასთანავე, პლუტონის ენერგიის მფლობელს აუცილებლად გაძლიერებული აქვს თვითგადარჩენის ინსტინქტი, რადგან ან ბავშვობაში განიცადა ფინანსური პრობლემები ან მოგვიანებით შეიძინა მწარე გამოცდილება.

ზოდიაქოს ნიშნების სექსუალურობა 

განსაკუთრებული სექსუალური შარმის პატრონები არიან ცეცხლის ნიშნები – ვერძი, ლომი, მორიელი და მშვილდოსანი, რომელბიც არა სილამაზით, არამედ განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევიან. გამონაკლისი მხოლოდ ლომია, რომელსაც ყოველთვის შეუძლია დაიკვეხნოს არაჩვეულებრივი ფიზიკური მონაცემებით.

მორიელი – მართალია, ზოდიაქოს ნიშნებს შორის ყველაზე სექსუალურად მიჩნეული მორიელი არასდროს გამოირჩევა განსაკუთრებული ფიზიკური მონაცემებით, მეტიც, თითქმის ყოველთვის ასიმეტრიული სახის ნაკვთები და კეხიანი ცხვირი აქვს, მაგრამ მაინც თანდაყოლილი სექსუალური ენერგიის მატარებელია. მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ინტენსიური სექსუალური ურთიერთობა, თუმცა დიდ ყურადღებას აქცევს ემოციურ კავშირს პარტნიორთან.

ვერძი – განსაკუთრებით ბრუტალური სექსუალურობის პატრონი ვერძი, რომელიც ყოველთვის ძლიერი ტემპერამენტის, ენერგეტიკის მატარებელია, მარსით და პლუტონით იმართება, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ ძალიან მოუსვენარია, სულ სიახლის ძიებაშია, მუდმივად ვითარდება, იცვლება და არასდროს ამბობს უარს ძველის დანგრევასა და ახლის აშენებაზე.

ლომი – ერთი შეხედვით თავდაჯერებულ ლომს მუდმივად კომპლექსები სტანჯავს, რადგან მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია პარტნიორის დამოკიდებულება, მისი აზრი და შეფასება, ყოველთვის აღიზიანებს რჩეულის ყოფილი პარტნიორები, ამიტომ ხშირად ამოწმებს მათ და საკუთარ თავსაც ფარულად ადარებს.

მშვილდოსანი – ლომისგან განსხვავებით, შეუძლებელია თავდაჯერებული მშვილდოსნის დათრგუნვა და დაკომპლექსება, რადგან მორიელის მომიჯნავე ნიშანია და მის გავლენასაც  ძლიერად განიცდის. საოცარი მაქსიმალისტია და თვითგანადგურებისკენ მიდრეკილი, არც სხვის ნგრევას ერიდება, ძალიან მკაცრია და ზედმეტად ბევრს მოითხოვს პარტნიორისგან, თუმცა საკუთარ თავს პრაქტიკულად ყველაფრის უფლებას აძლევს.

ტყუპები – მართალია, ტყუპები ჰაერის ნიშანია, მაგრამ ზოდიაქოს ამ ნიშნით დაბადებული მაინც ძალიან ქარიზმატული და საუკეთესო სექსუალური პარტნიორია, რადგან მრავალფეროვნება უყვარს და არასდროს გაურბის ექსპერიმენტებს.

მერწყული – ტემპერამენტულ, ერთ-ერთ საუკეთესო პარტნიორად მიჩნეულ მერწყულს ტყუპების მსგავსად ხიბლავს ექსპერიმენტები, არასდროს იტანჯება ეჭვიანობით, კომპლექსებით და არც სექსს თვლის ტაბუდადებულ თემად, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ სწორედ მერწყულებს შორის ჭარბობენ ბისექსუალები და არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის წარმომადგენლები.

კურო – იშვიათი სექსუალური „მადით“ გამორჩეული კურო, რომელსაც გარეგნობაც „გემრიელი“ (ქალბატონები მომრგვალებული ფორმებით, მამაკაცები კი, გამოკვეთილი მასკულანობით ხასიათდებიან) აქვს, მეტწილად ერთ პარტნიორს ირჩევს და მთელი ცხოვრება მისი ერთგული რჩება, თუმცა, ტემპერამენტით მორიელსაც არაფრით ჩამორჩება.

სასწორი – მართალია, დახვეწილი და გემოვნებიანი სასწორი, რომლის მთავარი „კოზირი“ გარეგნული მომხიბვლელობაა, არც განსაკუთრებული ტემპერამენტით გამოირჩევა, არც ორიგინალობით, მაგრამ მორიელის მომიჯნავე ნიშანია და გამონაკლისის დაშვებაც სჩვევია, თუმცა ხშირად სწირავს საკუთარ სურვილებს მორალურ-ეთიკურ ნოერმებს.

ქალწული – საკმაოდ „ცუდი რეპუტაციის“ მქონე ქალწულს, სინამდვილეში ძალიან უყვარს მრავალფეროვნება, მდიდარი  ფანტაზია აქვს და არც თავგადასავლებს ერიდება. თუმცა ყოველთვის უცოდველის შთაბეჭდილებას ტოვებს, რადგან ძალიან მოსწონს საკუთარი სურვილების უმანკოების ნიღბით დამალვა. სხვათაშორის, მერკანტილური ქალწული არც მატერიალური სარგებლის ნახვის სურვილით ამბობს უარს ფიზიკურ ურთიერთობაზე.

კირჩხიბი – მთვარით მართული, ცვალებადი კირჩხიბისთვის მთავარი განწყობაა, ძალიან მნიშვნელოვანია ნდობა და ემოციური მიჯაჭვულობა პარტნიორზე, რადგან სხვაგვარად ძალიან უჭირს ბოლომდე გახსნა. თუმცა, კირჩხიბ მამაკაცს ნაკლებად სჭირდება აქტიურობა, რადგან ინიციატივას ყოველთვის ქალბატონები იჩენენ, ამიტომ გასაკვირი არაა, რომ პარტნიორადაც მეტწილად დედის ანალოგ, ძლიერ ქალს ირჩევს.

თევზები – ნეპტუნით მართული, მუტაბელური თევზების ზოდიაქოს ნიშნით დაბადებული, არაჩვეულებრივი არტისტიზმით გამოირჩევა, კარგად გამოსდის გარდასახვა და ადამიანებით მანიპულირება. მართალია, ნაკლებად სექსუალურია, მაგრამ ყოველთვის კომფორტულ გარემოს უქმნის პარტნიორს და სწორედ ასე იგებს მის გულს.

თხის რქა – თხის რქა არის ერთ-ერთი ერთგული ნიშანი პარტნიორობაში. საკმაოდ ბრუტალურად სექსუალურ ნიშნად ითვლება. მაგრამ, ურჩევნია დროში გამოცდილი პარტნიორი ჰყავდეს ერთი და ხარისხიანი, ვიდრე ბევრი და უახრისხო. არიან სტაბილურები და ნაკლებად გამოირჩევიან მაძიებლობით.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები