LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ზოდიაქოს ნიშნების თანდაყოლილი ოპტიმიზმი და სტრესისადმი მიდრეკილებაზე – „ასტრომაგია“

9
sofia-bzekalava..

4 ივნისს საავტორო გადაცემისთვის „ასტრომაგია“ სოფია ბზეკალავამ მორიგი საინტერესო თემა შეარჩია და ამჯერად, ზოდიაქოს ნიშნების თანდაყოლილ ოპტიმიზმსა და სტრესისადმი მიდრეკილებაზე, მათ მიერ მარცხისა და წარუმატებლობის აღქმაზე ისაუბრა.

რა თქმა უნდა, ყველა განსხვავებულად აღიქვამს მარცხს. ზოგისთვის წარუმატებლობა გაძლიერების და განვითარების სტიმულია, ზოგი კი, პირველსავე წარუმატებლობას ნებდება და ბრძოლაზეც უარს ამბობს. მართალია, ადამიანთა უმეტესობა ნეგატიურ მოვლენებს პანიკით პასუხობს, რადგან ძალიან უჭირს ემოციების გაკონტროლება, მაგრამ ზოდიაქოს ნიშნის გათვალისწინებით, მაინც ყველა ინდივიდუალურად აღიქვამს სტრესს და უსიამოვნებებზეც განსხვავებულდ რეაგირებს.

ვერძი – ძლიერი და სტრესის ამტანი ვერძი თანდაყოლილი ბრძოლის უნარით გამოირჩევა, ნებისმიერი მარცხის შემდეგ სწრაფად დგება ფეხზე და ჯიუტად მიიწევს დასახული მიზნისკენ, რადგან პრობლემების და სირთლეების წყალობით მხოლოდ ძლიერდება, პრინციპულობას, მიზანდასახულობას იძენს და წარუმატებლობასაც ყოველთვის სარგებლით, ერთგვარ გაკვეთილად და მომავალი წარმატების მისაღწევად იყენებს. ძალიან იშვიათია დამარცხებული, სირთულეებს დანებებული ვერძი, რომელიც საკუთარ სურვილებზე ამბობს უარს, რადგან პლანეტა მარსით მართულს და ბუნებით აგრესუიულს ყოველთვის ბრძოლა ურჩევნია და ძალიან ბრაზდება, როცა რაიმე არ გამოსდის.

კურო – ზოდიაქოს ეს ნიშანი არა მხოლოდ სტრესს, მოულოდნელობებს და არაპროგნოზირებულ ცვლილებასას საკმაოდ მტკივნეულად განიცდის, რადგან სტაბილურობის მოყვარული, ყოველთვის რთულად ერგება სიახლეებს. მართალია, ხშირად სტაბილური გარემო კუროსთვის ნაკლებად სასიამოვნო – მოვალეობებით და პასუხისმგებლობებითაა დატვირთული, მაგრამ გარისკვას და ახლის დაწყებას, მაინც ამგვარი დაძაბულობა ურჩევნია.

ტყუპები – მუტაბელური ტყუპები ერთ-ერთი ყველაზე მოქნილი და ცვალებადი ნიშანია, რომელიც ჰაერის სხვა ნიშნების – სასწორის და მერწყულის მსგავსად, სწრაფად ერგება ახალ სიტუაციას, სიახლეები ხიბლავს და ცვლილებებსაც ყოველთვის სიხარულით ხვდება, როგორც ჰაერის სტიქიის წარმომადგენელი კი, კარგად „ნიავდება“, დიდხანს არაფერზე დარდობს და მარცხსაც სწრაფად ივიწყებს. მართალია, სწორედ ამგავრი თავქარიანობის წყალობით გაიფუჭეს ტყუპებმა სახელი, რადგან ბევრი საერთოდ არ ენდობა, მაგრამ სწორედ სიმსუბუქე და ჰაეროვნება ეხმარება სტრესის მსუბუქად ატანასა და სირთულეების გადატანაში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ტყუპები საკმაოდ ნევროზული ნიშანია, რადგან მისი მმართველი პლანეტა მერკური სამედიცინო ასტროლოგიაში სწორედ ნერვულ სისტემაზე აგებს პასუხს, ამიტომ მარცხზეც საკმაოდ ნევროზულად რეაგირებს, ჩხუბობს და პანიკას ეძლევა, თუმცა სწრაფად მშვიდდება და გნნწყობაც უუმჯობესდება.

კირჩხიბი – ზოდიაქოს ამ ნიშანს ძალიან უყვარს სხვისთვის თავის შეცოდება და სიტუაციის ზედმეტად დრამატიზირება, ყველაფერს მტკივნეულად განიცდის და პანიკასაც ვერასდროს ერევა. შიშის დასაძლევად, კირჩხიბს ანტაგონისტი ნიშნის – თხის რქის თვისებების გამოყენება მართებს, რაც წონაწორობის შენარჩუნებასა და დაბალანსებაში დაეხმარება, მით უფრო, რომ სინამდვილეში, ძალიან ძლიერ ნიშანია და ურთულესი პრობლემების დაძლევაც მარტივად შეუძლია, თუმცა მხოლოდ ხანგრძლივი წუწუნის და ისტერიკის შემდეგ, რადგან ძალიან უყვარს სხვათა თანადგომის მიღება, რაც მისთვის ერთგავრი გამხნება და ნუგეშია.

ლომი – ცეცხლის სტიქიის ნიშნებს შორის ყველაზე დაბალანსებული, საოცრად ძლერი და გამძლე, ამაყი და თავმოყვარე ლომი, საჯაროდ არასდროს წუწუნებს, რადგან მართალია, მუდმივად ყურადღების ცენტრში ყოფნას ცდილობს, მაგრამ ძალიან არ უყვარს თავის მოსაწყლება და სხვისთვის შეცოდება. ჭკვიან ლომს, ყველაფრის წინასწარ გათვლა ეხერხება და იშვიათად ეძლევა პანიკას, მეტიც, ყოველთვის თვითონ ამშვიდებს სხვას და მისი პრობლემების დასაძლევად, საკუთარ სისუსტეს, შიშსაც სწრაფად ერევა. თუმცა, ლომიც შეიძლება იყოს ეგოისტი, როცა ბავშვობიდან ფუფუნებაში გაზრდილი და ზედმეტად გათამამებული ყველას საკუთარ სურვილებს მორგებას აიძულებს.

ქალწული – ზოდიაქოს ამ ნიშნის მთავარი ნაკლი პერფექციონიზმია, რადგან იმდენად ეშინია მარცხის, შეცდომის დაშვების და ნაკლულად გაკეთების, რომ ხშირად პასიურობს და საერთოდ არაფერს აკეთებს. მართალია, ქალწული ნაკლებად ხასიათდება  ბრძოლისუნარიანობით, მაგრამ ეტაპობრივად ნებიმიერი სირთულის დაძლევა და მიზნის მიღწევა შეუძლია, რადგან ძალიან აბნევს და აშინებს მასშტაბური მოვლენები, „მცირე დეტალებად დაშლით“ და ნაწილ-ნაწილ შესრულებითკი, მართალია დაგვიანებით, მაგრამ  მაინც აღწევს სასურველ შდეგს.

სასწორი – მართალია, სასწორი ერთ-ერთი ყველაზე რბილი, ხათრიანი და დიპლომატი ნიშანია, რომელსაც ძალიან არ უყვარს ჩხუბი და კამათი, უამრავი კარგი თვისება აქვს და ხშირად სხვის სასარგებლოდ საკუთარ ინტერესებზეც ამბობს უარს, რადგან ნაკლებად ეგოისტს ყოველთვის შეუძლია სიტუაციის სხვისი პოზიციიდან დანახვა, მაგრამ არც ძალა აკლია, არც გამბედაობა. ამასთანავე, პლანეტა სატურნის მიერ მართული საკმაოდ ჯიუტია და განსაკუთრებული მორალური პრინციპები აქვს, რომელთაც არასდროს, არც გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩენილი ღალატობს.

მორიელი – საკუთარი თავის „ჭამისა“ და თვითდეგრადირებისკენ მიდრეკილი მორიელსითვის სტრესი და წარუმატებლობა ყველაზე დიდი კომფორტია, რადგან ფსიქოლოგიურად საოცრად ძლიერი, მუდმივად ხიფათის, გამოწვევების ძიებაშია და მარცხსაც არასდროს უფრთხის. ყოველთვის თამამად ხვდება სირთულეებს – ფიზიკური ტკივილის, მორალური წნეხის და ფინანსური პრობლემების ჩათვლით. თუმცა, საოცრად სიცოცხლისუნარიანი და უძლეველი, პრაქტიკულად ყოველთვის თვითონ ანადგურებს საკუთარ თავს.

მშვილდოსანი – იუპიტერის  წყალობით, მერწყული ერთ-ერთი ყველაზე იღბლიანი, ბედნიერი და წარმატებული ზოდიაქოს ნიშანია, თუმცა, ისევ იუპიტერის გავლენით, რომელსაც ყველაფრის გაბუქვა, გაზვიადება უყვარს და მზესავით ნათება სურს, მშვილდოსანსაც ლომივით ყურადღების ცენტრში ყოფნა მოსწონს, თუმცა მისგან განსახვავებით მისი იმიჯი არა ბუნებრივი, არამედ, კარგად მოფიქრებული, ხელოვნურად შექმნილი სახეა, ამიტომ ძალიან მოსწონს ელიტარულ საზოგადოებასთან, მასზე ბევრად ჭკვიან, ავტორიტეტულ ადამაინებთან მეგობრობა, რაც მის იმიჯზეც დადებითად აისახება. მართალია, ოპტიმისტი მშვილდოსნის მორალურად დამარცხება შეუძლებელია, მაგრამ ხშირად შურს სხვისი წარმატების და სწორედ შურია მისი მთავარი მტერი, რაც განვითარებასა და წინსვლაში აფერხებს. მშვიდოსანმა ანტაგონისტი ნიშნის – ბუნებრივი ტყუპების თვიესები უნდა გაითვალისწინოს, რომელიც ნაკელბად ინტერესდება გარშემომყოფთა აზრით და არასდროს ცდილობს სხვისთვის თავის მოწონებას.

თხის რქა – გამძლე და ამტან, სიცოცხლიუნარიან და პრაქტიკულად უძლეველ თხის რქას ნებისმიერი მორალური და ფიზიკური ტკივილის ატანა შეუძლია. მართალია, პლანეტა სატურნის მიერ მართულს უამრავი შიში, კომპლექსი აქვს და პესიმიზმიც ხშირად იპყრობს, მაგრამ არასდროს წუწუნებს და ყოველთვის ჯიუტად მიიწევს მიზნისკენ. სხვათაშორის, სწორედ ზედმეტი თავშეკავება და ემოციების საკუთარ თავში დაგროვება აყენებს ზიანს თხის რქის ჯანმრთელობას, რომელიც ბევრს უგულო და ინდეფერენტული ჰგონია, სინამდვილში კი, საოცრად თბილი, ერთგულია და ყოველთვის საქმით ამტკიცებს საკუთარ დამოკიდებუულებას.

მერწყული – ერთი შეხედვით მეგობრული და სოციალური მერწყული, სინამდვილეში ძალიან ჯიუტია, ყველას ეთანხმება და არასდროს არაფერს აპროტესტებს, თუმცა ყველაფერს ისე აკეთებს, როგორც თვითონ უნდა. სხვათაშორის, მერწყული ძალიან ჰგავს კატას, რომლის მოშინაურება შეიძლება, თუმცა სიყვარულის დამსახურება ძალიან რთულია, რადგან მხოლოდ საკუთარი წესებით ცხოვრობს და არასდროს ეპუება თავისუფლების შეზღუდვას, ძალიან უჭირს საზოგადოების მიერ დადგენილ ნორმებს მორგება და არ ცდილობს სხვისთვის თავის მოწონებას, ამიტომ ხშირად ზარალდება და ხშირად სწორედ უკომპრომისობა ხდება მისი მარცხის მთავარი მიზეზი.

თევზები – ყველაზე რთულ ზოდიაქოს ნიშანს, რომელიც დანარჩენ 11 ნიშანს აერთიანებს, უამრავი დადებითი თვისება, ნიჭი და ტალანტი აქვს, თუმცა საოცრად ქაოტურს, ძალიან უჭირს საკუთარ თავში გარკვევა და შესაძლებლობების ჯეროვნად შეფასება, ხშირად აქვს ამბიციები, რომელთაც ვერც გამოხატავას, ვერც რეალიზების ფორმას უძებნის და ხშირად მიმართავს ალტერნატიულ რეალობას – ალკოჰოლსა და ნარკოტიკებს, რომელსაც გადარჩენის ერთადერთ საშუალებად მიიჩნევს. ამასთანავე, პლანეტა მარსი, რომელიც აქტიურობასა და ბრძოლისუნარიანობაზე აგებს პასუხს, თევზებში საკმაოდ სუსტადაა გამოხატული, ამიტომ მუდმივად წაქეზება და აქტიურობისკენ მოწოდება სჭირდებათ მრავალფეროვანი ტალანტის გამოსავლენად.

გადაცემის აუდიოჩანაწერი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები