საქართველოს საავიაციო ბაზარზე პოზიტიური ტენდენცია იკვეთება. როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, Eurocontrol-ის სტატისტიკაში, საქართველო ევროპულ ქვეყნებს შორის ერთ-ერთი აუთსაიდერი აღარ არის და ვითარება შედარებით გამოსწორებულია.
კერძოდ, 12 ნოემბრის მდგომარეობით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ქართული საავიაციო ბაზრის კლება 65% იყო. ამაზე ნეგატიური მაჩვენებელი 18 ევროპულ ქვეყანაში დაფიქსირდა, პოზიტიური კი 22-ში.
შეგახსენებთ, ბოლო პერიოდში საქართველოში რეგულარული ავიარეისები რამდენიმე ავიაკომპანიამ განაახლა.