LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ავა და დრაკონი ედგარი: John Lewis-ის ახალი და, ტრადიციულად, სიყვარულით სავსე საშობაო ვიდეო

1010
20974600-7682847-The-John-Lewis-Christmas-advert-Excitable-Edgar-features-a-baby--a-1-1573713196266

ახალი წელი საყოველთაო დღესასწაულია და მსოფლიო ბრენდებიც ცდილობენ, მომხმარებლებს ყველაზე ემოციური რგოლებით დაამახსოვრონ თავი. გამონაკლისი არ აღმოჩნდა John Lewis , რომელიც უკვე წლებია საუკეთესო საახალწლო რეკლამებს ქმნის, რასაც Youtube-ზე მილიონობით ნახვაც ადასტურებს.

John Lewis ბრიტანული მაღაზიათა ქსელია, რომელიც ყოველწლიურად ერთმანეთზე უფრო შთამბეჭდავ და ემოციურ საშობაო ვიდეობს იღებს.

წლევანდელი რეკლამის მთავარი გმირი ყველაზე საყვარელი დრაკონი ედგარია, რომელიც საუკეთესო მეგობარ, წითურ გოგონა ავასთან ერთად, გაყინულ მითიურ სოფელში ცხოვრობს.

რეკლამაში განვითარებული მოვლენები აჩვენებს თუ რამხელა ძალა აქვს სიყვარულს, მეგობრობასა და ზრუნვას.

დრაკონი ავასთან ერთად ცდილობს გიგანტური ნაძვის ხე აფეთქებისგან გადაარჩინოს და სადღესასწაულო პერიოდს მოსალოდნელი საფრთხეები აარიდოს.

https://www.youtube.com/watch?v=D7QrhfTx0nw&feature=emb_title

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g