LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ავადმყოფი შვილით მოვიდა, კარავი და საბნები გვთხოვა, სადმე რომ დაიძინონ, ბავშვს რამდენიმე ოპერაცია აქვს თავზე გაკეთებული, ეპილეფსია აქვს, ქუჩაში ვერაფრით გაძლებენ“ – აკა სინჯიკაშვილი მიმართვას ავრცელებს

181
აკა სინჯიკაშვილი

ქველმოქმედი აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში მორიგ საქველმოქმედო მიმართვას ავრცელებს.

აკა სინჯიკაშვილი მოქალაქეებს სთხოვს გაერთიანდნენ მოქალაქის დასახმარებლად, რომელსაც მცირეწლოვან, ავადმყოფ შვილთან ერთად ღამის გასათევი არ აქვს.

„ჩვენთან ქალი მოვიდა ავადმყოფი შვილით. კარავი და საბნები გვთხოვა, რომ სადმე გაშალონ და დაიძინონ. ბავშვს რამდენიმე ოპერაცია აქვს თავზე გაკეთებული, საერთოდ არაფერი აღარ აბადიათ და ქუჩაში მოუწევთ ძილი.

ისეთი საყვარელი ბავშვია და თავზე რომ დავხედე ამდენ ნაიარევს, გული გამისკდა მართლა. ტანსაცმელი და საჭმელი მივეცით, მაგრამ ამათი ქუჩაში ძილი არ შეიძლება. ბავშვს ეპილეფსია აქვს, სულ ექიმი და წამლები სჭირდება. ქუჩაში ვერაფრით ვერ გაძლებენ.

მომეხმარეთ რა, რაც შესაძლებელია, გამივრცელეთ ეს ამბავი და იქნებ რამდენიმე თვით სახლი ვუქირავოთ ან კონტეინერი დავუდგათ, ან რამეს მოვიფიქრებთ, რასაც შევაგროვებთ. აბა ჩვენ ვიცით.

ფული შეგიძლიათ ჩარიცხოთ:

საქართველოს ბანკი – #GE35BG0000000144817300 – აკაკი სინჯიკაშვილი

თიბისი ბანკი – #GE90TB7603845061100016

PayPal – [email protected]

უცხო ქვეყნებიდან შეგიძლიათ გამოგზავნოთ გზავნილით – Akaki Sinjikashvili“, – წერს აკა სინჯიკაშვილი სოციალურ ქსელში.

ჩვენთან ქალი მოვიდა ავადმყოფი შვილით. კარავი და საბნები გვთხოვა, რომ სადმე გაშალონ და დაიძინონ :/ ბავშვს რამდენიმე…

Posted by Akaa Sinjikashvily on ოთხშაბათი, 04 ივნისი, 2025
გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

magti 5g